ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო

ახალი ანგარიშის თანახმად, FDA-მ ილონ მასკის სტარტაპს, Neuralink-ს მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ოფიციალური ნებართვა მისცა.

კომენტარის დატოვება

Wall Street Journal-ის ცნობით, კომპანია იმპლანტის ძაფებს წინასთან შედარებით ტვინში უფრო ღრმად ჩააყენებს. უფრო კონკრეტულად კი, იმპლანტის ძაფები თავის ქერქში 8 მილიმეტრის სიღრმეზე განთავსდება. პირველი პაციენტის შემთხვევაში ეს დაშორება 3-დან 5 მილიმეტრამდე იყო.

მასკის კომპანიას FDA-მ მაისში ჩიპის ადამიანებზე ტესტირების ნებართვა მისცა, რაც Neuralink-სთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. 

Neuralink-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ფაქტმა კომპანიას ექვსწლიანი კვლევის დაწყების უფლება მისცა, რომელიც მედიცინისა და ტექნოლოგიის სფეროში რევოლუციური იქნება.

შეგახსენებთ, რომ Neuralink-ის ნეიროჩიპი პირველ ადამიანს მიმდინარე წლის იანვარში ჩაუნერგეს, რისი საშუალებითაც მან აზროვნების ძალით ელექტრონულ მოწყობილობების გაკონტროლება შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მასკის მონაწილეობა Neuralink-ის პროფილს ამაღლებს, მას კონკურენტები ჰყავს, რომელთაგან ზოგიერთს ორი ათეული წლის წინანდელი გამოცდილება აქვს. მაგალითად, იუტაში დაფუძნებულმა Blackrock Neurotech-მა 2004 წელს თავისი პირველი ტვინის იმპლანტი ჩანერგა.

Neuralink-მა ადამიანის ტვინში უკაბელო ჩიპის იმპლანტი წარმატებით ჩადგა

თემის მიხედვით

Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა

ასევე წაიკითხეთ
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას

მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს

მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.