ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
3 ნოემბერი 2023, 14:03
2023-11-03
სემ ბანკმან-ფრიდი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს
სემ ბანკმან-ფრიდი, რომელიც ოდესღაც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟას, FTX-ს მართავდა, ნიუ-იორკში ერთთვიანი სასამართლო პროცესის ბოლოს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს.
ნაფიც მსაჯულებმა განაჩენი მხოლოდ ოთხნახევარ საათიანი განხილვის შემდეგ გამოიტანეს, რომლის მიხედვითაც 31 წლის ყოფილი მილიარდელი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
ბანკმან-ფრიდი გასულ წელს დააკავეს — მას შემდეგ, რაც მისი კომპანია, კრიპტო ბირჟა FTX გაკოტრდა. ახლა მას გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრება.
«სემ ბენკმან-ფრიდმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური თაღლითობა ჩაიდინა — მრავალმილიარდ დოლარიანი სქემა, რომლის მიზანი იყო, რომ ის კრიპტოს მეფე გამხდარიყო». — თქვა ამერიკელმა მოსამართლემ, დემიან უილიამსმა განაჩენის გამოტანის შემდეგ.
«ეს საქმე ტყუილს, თაღლითობასა და ქურდობას ეხებოდა და ჩვენ ამას არც ვითმენთ და არც ვპატიობთ». — დასძინა მან.
პროკურორებმა ბანკმან-ფრიდი ინვესტორებისა და კრედიტორების მოტყუებასა და კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-დან, მილიარდობით დოლარის მოპარვაში დაადანაშაულეს, რამაც საბოლოოდ კომპანია გააკოტრა. მას ბრალი თაღლითობისა და ფულის გათეთრების შვიდი მუხლით წაუყენეს.
ბანკმან-ფრიდი ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობდა და ამტკიცებდა, რომ შეცდომების დაშვების მიუხედავად, კეთილსინდისიერად მოქმედებდა.
განაჩენის შემდეგ ბანკმან-ფრიდის ადვოკატმა, მარკ კოენმა თქვა: «ჩვენ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ შედეგით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ».
«ბატონი ბანკმან-ფრიდი თავს კვლავ უდანაშაულოდ თვლის და წაყენებული ბრალდებების წინააღმდეგ ენერგიულ ბრძოლას გააგრძელებს». — დასძინა მან.
სემის სამმა ყოფილმა ახლო მეგობარმა და კოლეგამ, მათ შორის ყოფილმა შეყვარებულმა, ქეროლაინ ელისონმა, დანაშაული აღიარა და მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, საკუთარი სასჯელის შემცირების იმედით, დასთანხმდა.
მათ განაჩენს მოგვიანებით გამოუტანენ.
«ეს საქმე მთავრობამ თანამზრახველებზე დიდი ზეწოლის მოხდენით, მათთან გარიგების დადებისა და ამ საქმის ძალიან გამარტივებული გზით განხილვით მოიგო». — თქვა ყოფილმა ფედერალურმა პროკურორმა, რენატო მარიოტიმ.
მართლაც, იმის მაგივრად, რომ საქმე ზედმეტად გაერთულებინათ და ის რაიმე რთულ კრიპტო ქეისად ექციათ, მათ ეს განიხილეს, როგორც მარტივი თაღლითობა.
პროკურატურამ მტკიცებულება წარადგინა, რომ «კრიპტო მეფის» სავაჭრო კომპანია, Alameda Research FTX-დან მომხმარებელის სახელით დეპოზიტებს იღებდა.
იმის ნაცვლად, რომ ეს სახსრები დაეცვა, მან ფული Alameda-ს კრედიტორების დასაბრუნებლად, ქონების შესაძენად და ინვესტიციებისა და პოლიტიკური შემოწირულობების გასაკეთებლად დახარჯა.
«მან აიღო ფული. იცოდა, რომ ეს არასწორი იყო, თუმცა, ეს მაინც გააკეთა, რადგან ფიქრობდა, რომ ის უფრო ჭკვიანი და უკეთესი იყო და გამოსავალს აუცილებლად იპოვიდა». — თქვა აშშ-ის მოსამართლის თანაშემწემ, ნიკოლას რუსმა თავის დასკვნით სიტყვაში.
«ეს არასწორი განაჩენია». — განაცხადა მისმა ადვოკატმა, კოენმა და ნაფიცმსაჯულებს ნერდი მათემატიკოსის პორტრეტი დაუხატა, რომლის ტვინიც გადაიღალა, რადგან მისი კომპანიები სწრაფად იზრდებოდნენ.
«ეს არ არის დანაშაული». — აღნიშნა მან.
ბანკმან-ფრიდის სასამართლო პროცესის წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებოდნენ მის გავლენას მთლიან კრიპტო ინდუსტრიაზე, რომელიც გასული წლის არეულობისგან ჯერ კიდევ ვერ გამოჯამრთელდა.
FTX-ის სწრაფმა ზრდამ და მისმა გარიგებებმა გასულ წელს, როდესაც ბაზრის ვარდნამ სხვა კრიპტო კომპანიები გაანადგურა, გამოიწვია ის, რომ სემს «კრიპტო მეფის» სახელი შეერქვა.
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.