ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ელექტრონიკის გიგანტის, Toshiba-ს ეპოქა საბოლოოდ დასრულდა

იყო დრო, როდესაც სახლში ტელევიზორი, კომპიუტერი, მაცივარი ან სხვა აუცილებელი ელექტრონული ტექნიკა გქონდათ, რომელიც Toshiba-ს მიერ იყო დამზადებული. ოდესღაც იაპონიის დომინანტური ელექტრონიკის გიგანტი — ცნობილი როგორც Japan Inc — გაუქმდა, რითაც ტოკიოს საფონდო ბირჟის 74 წლიანი ისტორია დასრულდა.

კომენტარის დატოვება

Toshiba-ს დაღმასვლა 2015 წელს დაიწყო, როდესაც მრავალ განყოფილებაში, მათ შორის ტოპ მენეჯმენტში, ბუღალტრული აღრიცხვის შეცდომები გამოვლინდა. 2020 წელს Toshiba-მ ბუღალტრული აღრიცხვის შემდგომი დარღვევები აღმოაჩინა.

ასევე იყო ბრალდებები კორპორატიულ მმართველობასთან და აქციონერთა გადაწყვეტილებების მიღების გზებთან დაკავშრებით. 2021 წელს ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ Toshiba-მ იაპონიის ვაჭრობის სამინისტროსთან (ისინი კომპანიას სტრატეგიულ აქტივად თვლიდნენ) უცხოელი ინვესტორების ინტერესების ჩასახშობად არალეგალური შეთანხმება დადო.

იმ დროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ამ შეთანხმებამ უცხოელი ინვესტორების მიერ იაპონურ აქციებში ინვესტიციება საგრძნობლად შეამცირა, რაც არა მხოლოდ Toshiba-ს არამედ მთელი იაპონიის საფონდო ბაზრის პრობლემად იქცა.

2016 წლის ბოლოს, Toshiba-მ განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარზე აიღებდა პასუხისმგებლობას, რომელიც ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან იყო დაკავშირებული — ის აშშ-ის ერთეულმა, Westinghouse Electric-მა ერთი წლით ადრე იყიდა.

სამი თვის შემდეგ, Westinghouse-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა, რამაც Toshiba-ს ბირთვული ბიზნესის კოლაფსი გამოიწვია და კომპანიას $6 მილიარდზე მეტი ვალდებულება შეექმნა.

კომპანიამ უამრავი ბიზნესი, მათ შორის მობილური ტელეფონები და სამედიცინო სისტემები გაყიდა. შემდეგ იძულებული გახდა გასაყიდად თავისი ჩიპების ერთეული, Toshiba Memory გაეტანა.

იმ დროს, როდესაც კომპანიები ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში დიდ ინვესტიციებს ახორციელებდნენ, Toshiba-ს ფულადი სახსრების მოსაზიდად ძვირფასი აქტივის გაყიდვა უწევდა.

Toshiba-მ 2017 წლის ბოლოს უცხოელი ინვესტორებისგან 5,4 მილიარდი აშშ დოლარის მიღება მოახერხა, რაც კომპანიას დაეხმარა, იძულებითი გაუქმება თავიდან აეცილებინა. მაგრამ ეს, თავის მხრივ, იმას ნიშნავდა, რომ აქციონერებს კომპანიის მიმართ მეტი მოთხონისა თუ პრეტენზიის წამოყენება შეეძლოთ.

ამან გაჭიანურებული დაპირისპირებები გამოიწვია, რამაც ბატარეების, ჩიპებისა და ბირთვული და თავდაცვის აღჭურვილობის მწარმოებლის პარალიზება გამოიწვია.

დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ Toshiba-მ კომიტეტი შექმნა, რათა გაეგოთ, შეეძლოთ თუ არა კომპანიის აქციების გაყიდვა. 2022 წლის ივნისში Toshiba-მ შესყიდვასთან დაკავშრებით რვა წინადადება მიიღო.

ამ წლის დასაწყისში კომპანიამ დაადასტურა, რომ მას $14 მილიარდად იაპონელი ინვესტორების ჯგუფი გადაიბარებს, რომელსაც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი Japan Investment Corp (JIC) ხელმძღვანელობს.

გაურკვეველია, როგორ აპირებენ ახალი მფლობელები Toshiba-ს დიდების დაბრუნებას, მაგრამ ახალმა თავმჯდომარემ თქვა, რომ აქცენტი მაღალი მარჟის ციფრული სერვისები იქნება.

JIP-ს მსხვილ მწარმოებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის Sony-სთან და Olympus-სთან, თუმცა Toshiba გაცილებით დიდი გამოწვევაა: Toshiba-ში დაახლოებით 106,000 ადამიანია დასაქმებული და კომპანიის ზოგიერთი ოპერაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტად მიიჩნევა.

ჩიპების ომი — იაპონია ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს
ჩიპების ომი — იაპონია ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — იაპონია ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.