ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა

ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებლის შედეგებმა Wall Street-ის პროგნოზები კიდევ ერთხელ გააუმჯობესა. ხელოვნური ინტელექტის გავლენით, Nvidia-ს აქციათა ფასებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

კომენტარის დატოვება

FactSet-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველ სამთვიან პერიოდში (რომელიც 30 აპრილს დასრულდა,) თითო აქციაზე Nvidia-ს მოგებამ — $6.12-ს, გაყიდვებმა კი $26 მილიარდს მიაღწია. ამავე ჭრილში, ანალიტიკოსები აქციაზე $5.60-ის მოგების მიღებას და გაყიდვებში — $24.59 მილიარდს პროგნოზირებდნენ. შედეგად, Nvidia-ს მოგება და შემოსავლები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 628%-ითა და 268%-ით გაიზარდა.

ეს კვარტალი Nvidia-სთვის ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა. შედეგებმა მიმდინარე წლის იანვარში დასრულებული კვარტალის რეკორდულ მონაცემებსაც გადააჭარბა — $12.3 მილიარდის მოგება და $22.1 მილიარდის შემოსავალი.

გასაკვირი არაა, რომ ნახევარგამტარების მწარმოებლის შემოსავლების მთავარი წყარო მისი AI-განყოფილებაა, რომელმაც გასულ წელს $22.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო — წლიურ ჭრილში 427%-იანი ზრდა. AI-ის განყოფილებისთვის შემოსავლები 2020 წელთან შედარებით ($1.1 მილიარდი) ოცჯერაა გაზრდილი.

კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Nvidia-ს აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა და ჩვეულებრივ სავაჭრო საათებში მისთვის ყველა დროის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

უახლესი მონაცემებით, Nvidia საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს მესამე უმსხვილესი კომპანიაა. მისი ღირებულება $2.3 ტრილიონს უტოლდება, მაშინ როდესაც 2022 წლის ბოლოს მხოლოდ $400 მილიარდს უდრიდა.

Nvidia-ს პრეზიდენტის ჯენსენ ჰუანგის აზრით ზოგად AI-ს 5 წელში მივიღებთ
Nvidia-ს პრეზიდენტის, ჯენსენ ჰუანგის აზრით, ზოგად AI-ს 5 წელში მივიღებთ
თემის მიხედვით
Nvidia-ს პრეზიდენტის, ჯენსენ ჰუანგის აზრით, ზოგად AI-ს 5 წელში მივიღებთ
Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი წარმოადგინა
Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი წარმოადგინა
თემის მიხედვით
Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი წარმოადგინა

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.