ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს

Caller ID კომპანია, Truecaller მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საკუთაი ხმის AI ვერსია შექმნან, რათა ზარებს უპასუხონ.

კომენტარის დატოვება

Truecaller აპლიკაციაა, რომელიც სპამ ზარებს ამოიცნობს და ბლოკავს. ახლა კომპანია მომხმარებლებს, რომლებსაც წვდომა მის AI ასისტენტზე აქვთ, საშუალებას მისცემს თავიანთი ხმა ჩაწერონ.

Truecaller-ი Microsoft-ის Azure AI Speech-თან თანამშრომლობს, რომელიც ჩაწერილი კლიპიდან სწავლობს, რათა მომხმარებლის ხმის AI ვერსია დააგენერიროს.

«ეს ინოვაციური შესაძლებლობა არა მხოლოდ მომხმარებლისთვის კომპანიის ცნობადობასა და კომფორტს ზრდის, არამედ ხელოვნური ინტელექტის ძალასაც აჩვენებს». — ამბობს Truecaller-ის პროდუქტის დირექტორი და გენერალური მენეჯერი, რაფაელ მიმუნი. 

Truecaller-ის AI ასისტენტი შემომავალ ზარებს აკონტროლებს და მომხმარებლებს აცნობებს, რატომ ურეკავენ.

კლიენტებს შეუძლიათ ზარის მიზეზი ნახონ და აირჩიონ, როგორ უპასუხონ. ასისტენტი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი, პირველად Truecaller-ის აპლიკაციაში 2022 წელს დაინერგა.

მომხმარებლებს ხმების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის არჩევა ყოველთვის შეეძლოთ და კომპანია ამბობს, რომ მათთვის საკუთარი ხმების ჩაწერის უფლების მიცემა სერვისს კიდევ უფრო პერსონალიზირებულს ხდის.

Azure AI Speech-მა, რომელიც Build კონფერენციის დროს წარადგინეს, პერსონალური ხმის ფუნქცია დაამატა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ხმები ჩაწერონ და გაიმეორონ.

თუმცა, Microsoft ბლოგპოსტში ამბობს, რომ პირადი ხმა შეზღუდულად არის ხელმისაწვდომი და მხოლოდ კონკრეტული გამოყენების შემთხვევებისთვისაა განსაზღვრული, როგორიცაა ხმოვანი ასისტენტები. 

Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
თემის მიხედვით
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Grimes-მა თქვა რომ AI-ის მიერ გენერირებული სიმღერებისთვის მისი ხმის გამოყენება ნებადართულია
Grimes-მა თქვა, რომ AI-ის მიერ გენერირებული სიმღერებისთვის მისი ხმის გამოყენება ნებადართულია
თემის მიხედვით
Grimes-მა თქვა, რომ AI-ის მიერ გენერირებული სიმღერებისთვის მისი ხმის გამოყენება ნებადართულია
სკარლეტ იოჰანსონის თქმით სემ ალტმანმა GPT-4o-სთვის მისი ხმა უნებართვოდ გამოიყენა
სკარლეტ იოჰანსონის თქმით, სემ ალტმანმა GPT-4o-სთვის მისი ხმა უნებართვოდ გამოიყენა
თემის მიხედვით
სკარლეტ იოჰანსონის თქმით, სემ ალტმანმა GPT-4o-სთვის მისი ხმა უნებართვოდ გამოიყენა

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.