ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
18 აპრილი 2023, 14:00
2023-04-18
ევროპარლამენტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით მკაცრ ზომებს ამზადებს
ევროპარლამენტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალ, მკაცრ ზომებს ამზადებს, მათ შორის ჩათბოტების შემქმნელებს აიძულებს, გამოავლინონ იყენებენ თუ არა ისინი საავტორო უფლებებით დაცულ მასალას. ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველაზე შემზღუდველი რეჟიმის ამოქმედებისკენ მიისწრაფვის.
პროცესთან დაკავშირებული ადამიანების ცნობით, ბრიუსელში მყოფი ევროპარლამენტარები შეთანხმებასთან ახლოს არიან და ხელოვნური ინტელექტის აქტის ნაწილი, რომელიც გლობალური რეგულაციების ნაკრებია, მალე ამოქმედდება.
პარლამენტარების მიერ შემოთავაზებულ ზომების მიხედვით, ისეთი პროდუქტების დეველოპერებმა, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT, უნდა განაცხადონ, გამოიყენება თუ არა საავტორო უფლებებით დაცული მასალა მათი AI მოდელების შესაქმნელად. ევროპარლამენტარებს ასევე სურთ, რომ AI პროგრამების ბოროტად გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა არა მცირე ბიზნესს, არამედ თავად შემქმნელებს დაეკისროს.
ევროპარლამენტარებს საჯარო სივრცეში სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენების აკრძალვაც სურთ. ღუმცა მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ბიომეტრიის სრულ აკრძალვას მოერიდებიან.
შეთანხმება ევროპარლამენტარებს შორის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის კონტროლის ზომებზე თითქმის ორი წელია კამათობენ, AI აქტის შესახებ ფართო მოლაპარაკებების დასაწყებად გადამწყვეტი იქნება. შემოთავაზებული კანონი ხელოვნური ინტელექტის ძალიან სწრაფი განვითარების გამოძახილია.
მას შემდეგ, რაც პარლამენტი თავის პოზიციას შეაჯამებს, წევრი ქვეყნები, ევროკომისია და ევროპარლამენტარები საბოლოო კანონპროექტს შეიმუშავებენ, რომელიც ძალაში 2024 წელს შევა.
ევროპარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი სპიკერი, ბრანდო ბენიფეი იმედოვნებს, რომ შეთანხმება მომავალი კვირისთვისთვის უკვე მიღწეული იქნება.
AI აქტის მიხედვით, ჩათბოტებმა მომხმარებლებს უნდა უთხრან, რომ ისინი ადამიანები არ არიან. ბენიფეიმ თქვა, რომ ევროპარლამენტარებს მეტი გამჭვირვალობა სურდათ.
«ჩვენ იმ მასალის საჯარო გამჟღავნება გვსურს, რომელიც ჩათბოტების ტრენინგში გამოიყენება». — თქვა მან.
ვიზუალური მედია კომპანია, Getty Images Stability AI-ის საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშუალებს. მათი მტკიცებით, გამოსახულების გენერირების ხელსაწყოს შემქმნელმა საავტორო უფლებებით დაცული მილიონობით სურათი თანხმობის გარეშე გამოიყენა.
ევროპარლამენტარმა, დრაგოშ ტუდორაჩემ თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება გენერაციული AI პროდუქტების მზარდი პოპულარობის ფონზე აუცილებელია.
«ეს არის პიონერული ტექნოლოგია და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ, რაც წესების შექმნას მოითხოვს. კომპანიების მიერ თვითრეგულირება საკმარისი არ არის». — თქვა მან.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.