ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მსოფლიო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს

ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ცვალებადი სფეროა. ამიტომ, სიახლეებისთვისა და ცვლილებებისთვის ზედმიწევნით თვალის დევნება ამ ინდურსტრიაში ბოლომდე ჩაფლული ადამიანისთვისაც რთულია.

2022 წელს განვითარებული რამდენიმე მომხიბლავი ტექნოლოგიური ამბავი შესაძლოა შეუმჩნეველი როგორც ინდუსტრიის ლიდერებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის დარჩეს. ილონ მასკის მიერ  Twitter-ის შეძენიდან დაწყებული ხელოვნური ინტელექტის უპრეცედენტო მიღწევებით დამთავრებული, 2022 წელი ცალსახად საინტერესო გამოვიდა.

კომენტარის დატოვება
მსოფლიო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს

ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ცვალებადი სფეროა. ამიტომ, სიახლეებისთვისა და ცვლილებებისთვის ზედმიწევნით თვალის დევნება ამ ინდურსტრიაში ბოლომდე ჩაფლული ადამიანისთვისაც რთულია.

2022 წელს განვითარებული რამდენიმე მომხიბლავი ტექნოლოგიური ამბავი შესაძლოა შეუმჩნეველი როგორც ინდუსტრიის ლიდერებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის დარჩეს. ილონ მასკის მიერ  Twitter-ის შეძენიდან დაწყებული ხელოვნური ინტელექტის უპრეცედენტო მიღწევებით დამთავრებული, 2022 წელი ცალსახად საინტერესო გამოვიდა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მოვლენას, რომელსაც, ვფიქრობთ, ყურადღება უფრო მეტმა ადამიანმა უნდა მიაქციოს. ეს არის წელი, როცა ჩვენმა ისტორიამ გარკვეულწილად თავისი კურსი შეცვალა.

ილონ მასკი და Twitter

როდესაც 2022 წელს განვითარებულ მოვლენებს განიხილავ, წარმოუდგენელია ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიროვნება, ილონ მასკი, არ ახსენო. 

Twitter-ისა და ილონ მასკის გარიგება 2022 წლის ოქტომბერში დასრულდა და მილიარდელმა ბიზნესმენმა პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.

მასკის ბატონობის ხანმოკლე პერიოდი ხმაურიანი გამოდგა. კომპანიის ხელმძღვანელები გაათავისუფლეს, თანამშრომლების რაოდენობა თითქმის გაანახევრეს, პლატფორმაზე ძველი მმართველების პერიოდში აკრძალული ადამიანების, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რეპერის, კანიე უესტის პროფილები აღადგინეს.

მასკმა ცვლილებები უშუალოდ პლატფორმაზეც განახორციელა, მათ შორის, ლურჯი ვერიფიკაციის ნიშნი ფასიანი გახდა. ასევე სურვილი გამოთქვა, Twitter-ზე  ვიდეო ზარები და დაშიფრული ჩათები დაემატებინა.

მომხმარებლები მასკის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან. მილიარდელმა პლატფორმაზე გამოკითხვა ჩაატარა, Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დარჩენილიყო თუ საქმე სხვისთვის გადაებარებინა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 17 502 390-მა ადამიანმა მიიღო.  57,5%-ის აზრით, ილონ მასკი უნდა გადადგეს. Twitter-ის მფლობელმა კი განაცხადა, რომ გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილება და აღმასრულებელი დირექტორის პოსტს შემცვლელის პოვნისთანავე დატოვებს.

ილონ მასკი Twitter-ის დირექტორის პოსტს დატოვებს მას შემდეგ რაც შემცვლელს იპოვის
ილონ მასკი Twitter-ის დირექტორის პოსტს დატოვებს მას შემდეგ, რაც შემცვლელს იპოვის
თემის მიხედვით
ილონ მასკი Twitter-ის დირექტორის პოსტს დატოვებს მას შემდეგ, რაც შემცვლელს იპოვის

კრიპტო ინდუსტრიის კრიზისი

2022 წელი კრიპტო ინდუსტრიისთვის მარტივი წელი ნამდვილად არ გამოდგა. დაახლოებით ერთი წლის წინ ბიტკოინის ღირებულება 68 000 აშშ დოლარამდე იყო, ახლა კი ამ თანხის მეოთხედს, 17,000 დოლარს შეადგენს.

ცოტა ხნის წინ, კრიპტო ინდუსტრიის ენთუზიასტები კიდევ ერთ სკანდალს შეეჩეხნენ. კრიპტო ბირჟა FTX გაკოტრდა. ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი კრიპტო ბირჟის, Binance-ის გადაწყვეტილება — დაახლოებით 580 მილიონი დოლარის ღირებულების FTX-ის FTT ტოკენის გაყიდვა და FTX-ის დახმარებაზე უარის თქმა აღმოჩნდა. 

FTX-ის დამფუძნებლის, ერთ დროს ცნობილი, როგორც «კრიპტოს მეფე», სემ ბანკმენ-ფრიდის ცხოვრება 2022 წელს რადიკალურად შეიცვალა.

მან მომხმარებლების 10 მილიარდი დოლარი სხვა პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენა, რაც კატეგორიულად ეკრძალებოდა. 13 დეკემბერს ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს, 22 დეკემბერს კი აშშ-ში ჩაიყვანეს, რათა ბრალი წარედგინათ.

იგი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური თაღლითობის ჩადენაშია ბრალდებული. მოსამართლემ განაცხადა, რომ 30 წლის ყოფილი მილიარდელი ბიზნესმენი, შესაძლოა, 250 მილიონი აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. ბოლო ინფორმაციით, ბანკმენ-ფრიდს შინაპატიმრობა მიესეჯა და იქამდე სანამ გამოძიება დასრულდება, იგი პატიმრობას მშობლების სახლში, კალიფორნიაში გაატარებს.

Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა გარიგება არ შედგება
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
თემის მიხედვით
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება

გათავისუფლებები დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიდან

ომი, პოსტ-პანდემიური პერიოდი, მსოფლიო კრიზისი და ბევრი სხვა მიზეზი არსებობს, დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ თანამშრომლებს შემცირების აუცილებლობის გასამართლებლად.

მაგალითად, Amazon-მა თანამშრომლების 3%, ანუ 10 000 ადამიანი გაათავისუფლა.  11 ათასი ადამიანი Meta-მ დაითხოვა, ასევე, სამსახურიდან უშვებენ Twitter-ში, Coinbase-სა და Snap-ში დასაქმებულ ადამიანებს. 

Layoffs.fyi-ის ინფორმაციით, კომპანიის, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში სამუშაო ადგილებს აკვირდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამსახური 120- ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. 

გათავისუფლებების აუცილებლობა დიდმა კომპანიებმა სხვადასხვანაირად ახსნეს. მაგალითად, Amazon-მა თანამშრომლების შემცირება «უჩვეულო და გაურკვეველ მაკროეკონომიკურ გარემოს» მიაწერა, რამაც კომპანია აიძულა, პრიორიტეტად ის განესაზღვრა, რაც მომხმარებლებს ყველაზე მეტად აინტერესებთ.

პანდემიის და კარანტინის დროს ტექნოლოგიურ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა და კომპანიებს ეგონათ, რომ სულ ასე გაგრძელდებოდა. ამ მიზეზით, Meta-მ მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 15 ათასი ადამიანი დაიქირავა. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ რაღაცები არასწორად დათვალეს და თანამშრომლების შემცირება მოუწიათ.

დიდი ტექნოლოგიური კომპანიები თანამშრომლებს ამცირებენ - რატომ?
დიდი ტექნოლოგიური კომპანიები თანამშრომლებს ამცირებენ — რატომ?
თემის მიხედვით
დიდი ტექნოლოგიური კომპანიები თანამშრომლებს ამცირებენ — რატომ?

ხელოვნური ინტელექტი — chatGPT და Lensa AI

იცით, რა არის მთავარი კითხვა, რომელიც 2022 წელს დაისვა? რა არის ხელოვნური ინტელექტი, კრეატიულობის ახალი ეტაპი თუ მისი გამანადგურებელი.

Lensa არის აპლიკაცია, რომელიც სურათებს ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის, ხოლო ChaGPT Open AI-ის მიერ შექმნილი, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ჩატბოტია.

ამ ორი საოცარი ინსტრუმენტის გამოშვებამ აჩვენა, თუ რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი (AI), თავადვე იყოს შემოქმედებითი, კრეატიული, ყოვლისშემძლე და ადამიანის ინტერესებსა თუ შემოსავლის წყაროს, გარკვეულწილად, დარტყმა მიაყენოს.

თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ AI ადამიანების კრეატიულობისა და გამოცდილების მხარდაჭერაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე მის ჩანაცვლებაზე.

Lensa ბოლო რამდენიმე კვირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა მთელ მსოფლიოში — ის მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტოების საფუძველზე მათ მხატვრულ რედაქტირებებს ქმნის და ახალ, აქამდე არარსებულ ფოტოს აგენერირებს. 

ChatGPT კი შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ChatGPT საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ყოფილა ხელმისაწვდომი. იგი OpenAI-მ, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანიამ ააშენა, რომელიც ასევე ისეთ ინსტრუმენტებზეა პასუხისმგებელი, როგორებიცაა GPT-3 და DALL-E 2.

ChatGPT -  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
თემის მიხედვით
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი

კვანტური კომპიუტერები

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უამრავი კვლევაა ჩასატარებელი, კვანტური გამოთვლა არის ის, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. მას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნურმა ინტელექტმა დიდი გზა გაიარა და მივიდა იქამდე, რომ ტექნოლოგიის კიდევ უფრო განსავითარებლად და დასახვეწად კვანტურ კომპიუტერებს იყენებს. მათი სრული ინტეგრაცია საუკუნის ტექნოლოგიური რევოლუცია იქნება.

შემოქმედებით ინდუსტრიაში კვანტური ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. მას, ტრადიციული AI ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მონაცემთა დიდი ნაკრების მართვა უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლია.

მას ასევე შეუძლია ისეთი შაბლონების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩვეულებრივი კომპიუტერებისთვის მიუღწეველია. მისთვის არსებული იდეების გაერთიანება და გადაკეთებაც არ წარმოადგენს სირთულეს. გამოდის, რომ მას იდეების შექმნა ნებისმიერ ადამიანზე უკეთ შეუძლია.

ჩვენ ეპოქალური მომენტის მომსწერენი ვართ. კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ჩვენს თვალწინ მიმდიანარეობს. 2022 წელს პროცესი მნიშვნელოვნად დაიძრა, თუმცა მთავარი სანახაობა ჯერ კიდევ წინაა.

ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება
ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება
თემის მიხედვით
ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება

ახალი ტექნიკური განვითარება ჯანდაცვის სფეროში

2022 წელს მთელი მსოფლიო ორიენტირებული იყო კრიზისსა და ინფლაციაზე, რა დროსაც ჯანდაცვის ინდუსტრია მშვიდად და ეტაპობრივად ვითარდებოდა. ტექნოლოგიები მალე ყველა იმ გამოცდილებას გარდაქმნის, რასაც აქამდე შევხვედრილვართ.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია  დაავადებების დიაგნოსტიკასა და მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებაში გამოიყენება. მთელი პროცესი უფრო იაფი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფია.

ახალი ტექნოლოგიური განვითარება ფარმაცევტული ინდუსტრიისთვისაც მნიშვნელოვანია. ის ახალი პოტენციური წამლების იდენტიფიცირებას იმაზე ბევრად მალე ახერხებს, ვიდრე ტრადიციული, ძვირადღირებული მეთოდი.

არ ვიცით რა იქნება მომავალში, თუმცა, ფაქტია, ჯანდაცვის მთელი პასუხისმგებლობა პაციენტის უსაფრთხოება, რაც შეიძლება სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება და შესაბამისი მედიკამენტების დამზადებაა, რასაც ახალი ტექნოლოგიები სრულად უზრუნველყოფს.

ომი და ტექნოლოგიები

ომი ერთხელ უკვე ვახსენეთ და კრიზისი, ინფლაცია თუ დიდ კომპანიებში მასობრივი წმენდა ნაწილობრივ მას «დავაბრალეთ». საინტერესოა, როგორ შეცვალა ტექნოლოგიებმა ისეთი მგძნობიარე და სასტიკი მოვლენა, როგორიცაა ომი.

21-ე საუკუნემ ომში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა. ტექნოლოგიურმა განვითარებამ, როგორც ინტუიციურად, ისე მიზანმიმართულად, სამხედრო ოპერაციებისა და ტაქტიკის განახლება განაპირობა.

ამ წლის უმთავრესი მოვლენაც, რუსეთის უკრაინაში შეჭრაც, იმის აშკარა დემონსტრირებაა, თუ როგორ გარდაქმნა ახალმა ტექნოლოგიებმა ტრადიციული ომი. მიუხედავად ამისა, მიზანი უცვლელი რჩება: აიძულო მოწინააღმდეგე შენს ნებას დაემორჩილოს. 

უპილოტო საჰაერო ხომალდები

უპილოტო სისტემები  ომის მომავალად განიხილება და ნელ-ნელა იხვეწება. რუსეთ-უკრაინის ომში იმაზე მეტი დრონი იყო გამოყენებული, ვიდრე ნებისმიერ წინა დაპირსპირებებში. 

ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი დრონი, რომელმაც უკრაინის ოპერაციულ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თურქული Bayraktar TB-ია. ის ლაზერით მართვად ბომბებს ატარებს და მანქანებს, სამხედროებსა და სამხედრო სადგურებს ესხმის თავს.

ხელოვნური ინტელექტი

«იცნობდე შენს მტერს» — ფრაზა, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები ბოლომდე უზრუნველყოფს. 

უკრაინელებს იმ მონაცემებზე აქვთ წვდომა, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახურებიდან არის შეგროვებული. სწორედ ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიძლება  პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ქმედუნარიან შეიარაღებულ ძალად ჩაითვალოს.

უკრაინა, ამერიკული სახის ამოცნობის კომპანიასთან,  Clearview AI-თან, თანამშრომლობს, რომელიც უკრაინას პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს.  სახის ამოცნობის ტექნოლოგიას გარდაცვლილი ჯარისკაცების სოციალური მედიის პროფილების აღმოსაჩენად იყენებს.

კოსმოსი

ომის დაწყების დღიდან, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფედეროვმა, კოსმოსური დახმარების უზრუნველყოფა მოითხოვა, რასაც Space X-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი, გამოეხმაურა და უკრაინა Starlink-ის ინტერნეტით უზრუნველყო.

Starlink-ის გაწეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რუსული ჯარების გადაადგილებისთვის თვალის დევნებისა და უკრაინის სამხედრო საკომუნიკაციო ქსელების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად იყო.

რუსეთ-უკრაინის ომი ტექნოლოგიურად, ცალსახად, საუკეთესოა. იცვლება ტაქტიკები, გადაადგილება, სამხედრო ოპერაციები, ომის მიზანი და ბუნება კი უცვლელი რჩება.

საერთო ჯამში, 2022 წელი ერთდროულად საინტერესო და უცნაური, დაძაბული და მხიარული გამოვიდა. ამ წელს დაიწყო პროცესები, რომელთა ლოგიკურ ან სულაც ალოგიკურ განვითარებას 2023 წელს უნდა ველოდოთ.

FTX–ის დამფუძნებელს სემ ბანკმენ-ფრიდს შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
FTX–ის დამფუძნებელს, სემ ბანკმენ-ფრიდს, შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
თემის მიხედვით
FTX–ის დამფუძნებელს, სემ ბანკმენ-ფრიდს, შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
Lensa-მ შესაძლოა შიშველი ფოტოები  მომხმარებლის ნებართვის გარეშე დააგენერიროს
Lensa-მ, შესაძლოა, შიშველი ფოტოები მომხმარებლის ნებართვის გარეშე დააგენერიროს
თემის მიხედვით
Lensa-მ, შესაძლოა, შიშველი ფოტოები მომხმარებლის ნებართვის გარეშე დააგენერიროს
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება
თემის მიხედვით
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება


ასევე წაიკითხეთ
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა. 
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.