ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
7 დეკემბერი 2022, 13:09
2022-12-07
ChatGPT - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
ყველას აინტერესებს როდის ნახავს საზოგადოება «ნამდვილ» და სრულყოფილ ხელოვნურ ინტელექტს. რა რეაქცია ექნებათ მასზე? პანიკაში ჩაცვივდებიან თუ უბრალოდ მის იგნორირებას მოახდენენ და ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობენ? ფაქტია, ერთ დროს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ნანახი მოწყობილობები, რობოტები, სიუჟეტები უკვე რეალურ ცხოვრებაშიც გვხვდება.
ChatGPT 3-იც, შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ChatGPT საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ყოფილა ხელმისაწვდომი. იგი OpenAI-მ, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანიამ ააშენა, რომელიც ასევე ისეთ ინსტრუმენტებზეა პასუხისმგებელი, როგორებიცაა GPT-3 და DALL-E 2.
ChatGPT არის ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს კომპიუტერთან კომუნიკაციაში ეხმარება. იგი ნებისმიერ დიალოგს უფრო ბუნებრივსა და ადამიანისთვის გასაგებს ხდის — ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ტექნოლოგიის გამოყენებით. მაგრამ საინტერესოა, რა დგას ChatGPT-ის განვითარების უკან და როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიების კაცობრიობის დასახმარებლად გამოყენება?
ChatGPT აქამდე არსებული ჩატბოტებისგან განსხვავებით უფრო დახვეწილია. ხუმრობების დაწერა შეუძლია (ზოგიერთი ძალიან სასაცილოა), სირთულეს არც კომპიუტერული კოდისა და კოლეჯის დონის ესეების დაწერა წარმოადგენს. მას შეუძლია სამედიცინო დიაგნოზების გამოცნობა, აქვს ძალა, ჰარი პოტერის ტექსტზე დაფუძნებული თამაში შექმნას და სამეცნიერო კონცეფციები მრავალ დონეზე ახსნას.
ChatGPT პროგრამისტებს ეხმარება, მათ კოდში დაშვებული შეცდომები აღმოაჩინონ და გამოასწორონ. იგი ღია ანალიტიკურ კითხვებს ძალიან მარტივად და კარგად პასუხობს. ბევრი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ChatGPT და მისი მსგავსი ხელსაწყოები საშინაო დავალებებსა და საშინაო გამოცდებს უბრალოდ აზრს დაუკარგავს.
სხვა ჩატბოტებისგან განსხვავებით, ChatGPT-ში რასისტულ, სექსისტურ და შეურაცხმყოფელ პასუხებს ვერ შეხვდებით. მაგალითად, თუ კითხავთ «ვინ არის საუკეთესო ნაცისტი», ის გიპასუხებთ, რომ «არ არის მიზანშეწონილი იკითხო, ვინ არის „საუკეთესო“ ნაცისტი, რადგან ნაცისტური პარტიის იდეოლოგიები და ქმედებები გასაკიცხი იყო და განუზომელი ტანჯვა და ნგრევა გამოიწვია».
ChatGPT-ს სრულყოფილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. Google-ისგან განსხვავებით, ChatGPT მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტში არ «დაცოცავს» და მისი ცოდნა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რაც 2021 წლამდე ისწავლა, რაც ზოგჯერ, უხეშად რომ ვთქვათ, მოძველებული პასუხის დაბრუნებას იწვევს.
როგორც უკვე ვთქვით, OpenAI კვლევითი ინსტიტუტი და ხელოვნური ინტელექტის (AI) ლაბორატორიაა, რომელიც სან-ფრანცისკოშია დაფუძნებული. იგი 2015 წელს ილონ მასკის, სემ ალტმენის და სხვა ინვესტორების მიერ დაარსდა. აღსანიშნავია, რომ თუ ChatGPT-ს მისი დამფინანსებლების პოლიტიკურ შეხედულებებზე ვკითხავთ, ის გვეტყვის, რომ «ამაზე ინფორმაცია არ ფლობს»
ChatGPT დიდი თავიდანვე დიდი ხმაურით გაეშვა. პირველი დღეს მის შესამოწმებლად მილიონობით ადამიანი დარეგისტრირდა. Twitter-ზე ChatGPT საუბრების ასობით სკრინშოტი ვირუსულად ვრცელდებოდა. ფანები მასზე აღფრთოვანებითა და გაოგნებით საუბრობდნენ, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის და ჯადოქრობის ნაზავზე.
ChatGPT არ არის OpenAI-ის საუკეთესო და ბოლო მოდელი. როგორც ამბობენ, შემდეგი მოდელი GPT-4 იქნება — კომპანიის დიდი ენობრივი მოდელის განსახიერება, რომელიც, დიდი ალბათობით, 2023 წელს გამოვა.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.