FTX–ის დამფუძნებელს, სემ ბანკმენ-ფრიდს, შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
FTX-ის ყოფილ ხელმძღვანელს, სემ ბანკმენ-ფრიდს შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ. იგი აშშ-ში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
FTX-ის ყოფილ ხელმძღვანელს, სემ ბანკმენ-ფრიდს შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ. იგი აშშ-ში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
მოსამართლემ განაცხადა, რომ 30 წლის ყოფილი მილიარდელი ბიზნესმენი შესაძლოა, 250 მილიონი აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.
მოსმენაზე ბანკმენ-ფრიდმა დანაშაული არც აღიარა და არც უარყო.
მან ადრე განაცხადა, რომ თაღლითობა შეგნებულად არ ჩაუდენია.
«არ ვფიქრობ, რომ თაღლითობა ჩავიდინე. არ მინდოდა, რომ ეს მომხდარიყო. არ აღმოვჩნდი ისეთი კომპეტენტური, როგორც მე მეგონა» — განაცხადა მან 12 დეკემბერს.
კრიპტოვალუტის ბირჟის, FTX-ის ყოფილი უფროსი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური თაღლითობის ჩადენაშია ბრალდებული — სასამართლოს თანახმად, FTX-ის ფინანსური ვალდებულება 50 უმსხვილესი კრედიტორის თითქმის $3.1 მილიარდს შეადგენს, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ.
მანჰეტენის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, სემ ბანკმენ-ფრიდმა FTX-ის კლიენტებს მილიონობით დოლარი მოპარა, რათა შვილობილი კომპანიის, Alameda Research-ის ზარალის დაეფარა — თავის მხრივ, დაკავებულია ამ კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ბანკმენ-ფრიდის ყოფილი გელფრენდი, ქეროლაინ ელისონი.
22 დეკემბერს, ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო სხდომაზე აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ნიკ როსმა თქვა, რომ «ეპიკური მასშტაბის თაღლითობის» მიუხედავად ბრალდების მხარე ბენკმენ-ფრიდის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას არ ეწინააღმდეგება.
გათავისუფლებას თავისი პირობები აქვს, რომლის მიხედვითაც, ბენკმენ-ფრიდმა საკუთარი პასპორტი უნდა ჩააბაროს. ასევე, ლოკაციის მონიტორინგი უნდა გაიაროს და პატიმრობა მშობლების სახლში, კალიფორნიაში, გაატაროს.
ის ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის რეგულარულ მკურნალობასაც დათანხმდა. ბენკმენ ფრიდის ადვოკატის, მარკ კოენის თქმით, ყოფილი ბიზნესმენის მშობლები ხელს 250 მილიონი დოლარის ოდენობის ობლიგაციას მოაწერენ.
22 დეკემბერის სასამართლო პროცესზე ბენკმენ-ფრიდმა ხმა მხოლოდ ერთხელ ამოიღო, როდესაც ჰკითხეს, ესმოდა თუ არა გათავისუფლების პირობები და რომ მას დამატებით ბრალდებებს წაუყენებენ, თუ სასამართლოში არ გამოცხადდება.
«დიახ». — უპასუხა მან.
სემ ბანკმენ-ფრიდს გულშემატკივრების ლეგიონიც ჰყავდა, ცნობილი, როგორც SBF. ისინი მილიარდელს ქველმოქმედებისთვისა და გაჭირვებული ფირმების დახმარებისთვის გმირად და «კრიპტოს მეფედ» მიიჩნევდნენ.
მისი კომპანიის ჩამოშლამ ფართო ინდუსტრია დაარღვია, რამაც სხვა ფირმების გაკოტრების პროცესის დაწყება და კრიპტო ვალუტის ფასების შემცირება გამოიწვია.