ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიამსოფლიო
20 მაისი 2024, 10:00
2024-05-20
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
ამერიკული თავდაცვის ტექნოლოგიების სტარტაპის, Anduril-ის დამფუძნებლის, პალმერ ლაქის აზრით, ვლადიმირ პუტინი ხელოვნურ ინტელექტს რომ იყენებდეს, ეცოდინებოდა, რომ უკრაინაში ომის დაწყება არასწორი გადაწყვეტილება იყო.
Business Insider-ის თანახმად, პალმერ ლაქი დარწმუნებულია, რომ AI-ის წყალობით, ომების წარმოება მსოფლიოში გაუმჯობესდება. მისი თავდაცვის ტექნოლოგიების სტარტაპი Anduril იკვლევს AI-ზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს აშშ-უს სამხედროებისა და აშშ-უს მოკავშირეებისთვის პრობლემების გადასაჭრელად.
პალმერ ლაქი AI-ის შემდეგ ატომურ ბომბსაც ადარებს, რომელიც იწვევს შიშს მომავლის ომების შესახებ.
თავდაცვის ტექნოლოგია Anduril-ის საფუძველი პალმერისვე შემუშავებული, პროგრამული უზრუნველყოფის AI-ზე დაფუძნებული სისტემაა, სახელწოდებით Lattice. ის მოქმედებს, როგორც ადამიანური საოპერტორო ბრძანებათა ცენტრი, მართავს ავტონომიური მოწყობილობების ქსელს, რომელსაც შეუძლია, საფრთხეები გადალახოს და სადაზვერვო ან სხვა ტიპის მისიები შეასრულოს.
პალმერ ლაქი მიიჩნევს, რომ სწორედ სოფთვეარის და არა მძიმე სამხედრო აღჭურვილობის დახმარებით აშშ შეძლებს სხვა ქვეყნებზე უპირატესობის მოპოვებას.
Anduril სწრაფად დამკვიდრდა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც ამერიკულ სამხედროებს ფუტურისტული ტექნოლოგიებით ამარაგებს. გავრცელებული ინფორმაციით, აპრილში აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოდერნიზაციისთვის ეს სტარტაპი არჩიეს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Boeing, Lockheed Martin და Northrup Grumman.
რუსული AI ფორუმი, სახელწოდებით opentalks.ai, რომელიც 6-7 მარტს თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში უნდა გამართულიყო, აღარ შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ღონისძიების ორგანიზატორებმა გაავრცელეს.