ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება

FTX-სა და Binance-ს შორის გარიგება არ შედგება. კრიპტოვალუტის მსოფლიოს უმსხვილესმა ბირჟამ, Binance-მ თავისი კონკურენტის, FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა. 

კომენტარის დატოვება

Binance-მ განაცხადა, რომ დიუ დილიჯენსის — ბიზნესის საქმიანობის შეფასების და საოპერაციო რისკების იდენტიფიცირების შემდეგ შეთანხმებას არ გააფორმებს. 

კომპანია ამბობს, «მომხმარებელთა თანხების არასწორად მოხმარებისა და ამაზე სავარაუდო გამოძიების შესახებ» ცნობებმა მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. 

FTX- კრიპტოვალუტის ბირჟა ფაქტობრივად ჩამოიშალა. ლიკვიდობის მნიშვნელოვნად შემცირება თანხის განაღდების ტალღამ განაპირობა — გავრცელდა ინფორმაცია, რომ FTX-ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, შედეგად ბირჟიდან მხოლოდ 3 დღეში $6 მილიარდი გაიტანეს. 

8 ნოემბერს FTX-მა კონკურენტთან, Binance-თან «სამაშველო» კონტრაქტი გააფორმა.  თუმცა, როგორც გაირკვა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა. 

2022 წელს კრიპტოვალუტის ფასები დაეცა, ვინაიდან მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ვარდნამ ინვესტორები აიძულა, უარი ეთქვათ უფრო სარისკო აქტივობებზე. 2020 და 2021 წლებში სწრაფი ზრდის შემდეგ, 2022 წელს ბიტკოინის ფასი დაახლოებით 62%-ით შემცირდა.

ასევე წაიკითხეთ
ქართული CityPay.io და Binance პარტნიორები გახდნენ

FTX-ის ყოფილ CEO-ს, სემ ბანკმენ-ფრიდს ოთხი ახალი ბრალდება წარუდგინეს

Tesla-ს ბიტკოინის მფლობელებმა გასულ წელს $140 მილიონით იზარალეს

კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.