ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
27 მაისი 2024, 15:14
2024-05-27
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.
წლევანდელ ღონისძიებაზე შეკრებილმა აუდოტორიამ მოუსმინა სპიკერებს, რომლებმაც, სხვა თემებთან ერთად, ისაუბრეს პრივატიცაზიის როლზე, კრიპტო მაინინგსა და ენერგოდამოუკიდებლობაზე.
შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარდგა Citipay.io-ს დამფუძნებელი — სტარტაპისა, რომელიც მომხმარებლებს კრიპტო გადახდების სერვისს სთავაზობს და რომელშიც ცოტა ხნის წინ Tether-მა $10-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.
ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
«კრიპტო ბაზარი» უკვე მე-3 წელია, ამ ღონისძიებას მართავს და როგორც ავთანდილ კუჭავა ამბობს, ყოველ წელს იზრდება როგორც დამსწრეთა რაოდენობა, ისე — მოქალაქეების ცოდნა კრიპტოს შესახებ.
ავთანდილ კუჭავა
«პირველი წლის ღონისძიების მიზანი უბრალოდ კრიპტოს ახსნა იყო. მეორე წელს ვხსნიდით, რომ კრიპტოში, ფულის შოვნის გარდა, უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიპოვება. წელს კი პირდაპირ გადავედით ტოკენიზაციასა და დეცენტრალიზების მნიშვნელობაზე».
მისი თქმით, რუსულმა კანონმა და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ და უფრო მკაფიოდ აჩვენა დეცენტრალიზების მნიშვნელობა.
ავთანდილ კუჭავა
«როცა რეპრესიები იწყება, შენი ფინანსებიც საფრთხის ქვეშ დგება. შესაბამისად, იმისთვის, რომ შენი აქტივები დაცული გქონდეს, სხვა გამოსავალი არ გაქვს — თუ აქამდე ადამიანები კრიპტოში სურვილის გამო იყვნენ, ახლა იძულებულებიც კი არიან.
ერთია უსაფრთხოება და მეორე — მხოლოდ მდიდარ საზოგადოებას შეუძლია, უფრო მნიშვნელოვან პრობლემებსა და საკითხებზე ისაუბრონ და არა 6-გვერდიან კანონზე, რომელიც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, რომ ქვეყანას კურსი შეუცვალონ.
ოჯახს 5 ან 10 ბიტკოინი რომ ჰქონდეს შემოსავალი და ეს მოსახლეობის 40%-ს ჰქონდეს, არ მგონია, ვინმემ რამე მოახერხოს თავისი 22 მილიარდი დოლარით».
ავთანდილ კუჭავა ასევე ამბობს, რომ «კრიპტო ბაზარს» უკვე 200-მდე ქეისი აქვს, როცა კრიპტო სამყაროში გარკვევის შემდეგ ადამიანებმა სამსახური შეიცვალეს — გაიუმჯობესეს ან თავიანთი ბიზნესი დაიწყეს და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდნენ.
ავთანდილ კუჭავა
«როცა ეს ღონისძიება პირველად გავაკეთეთ, ხუმრობა გვქონდა, რომ ახლა ვართ ბევრი და მომავალ წელს ვიქნებით ორმაგი. მეორე წელს მართლა წინა წელზე ორჯერ მეტი ადამიანი ესწრებოდა. და წელს კიდევ ორჯერ ვართ გაზრდილები წინა წელთან შედარებით, თუნდაც, ქომიუნითის კუთხით.
მოხდა ისეც, რომ ადამიანი როცა გამდიდრდა, ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ მადლობის ნიშნად რამეს გადაგვიხდიდა. ჩვენ ვუთხარით, რომ დახმარებოდა მას, ვისაც ახლა ეს სჭირდებოდა, მაგალითად, მისთვის მოსაწონ სტარტაპს. მოკლედ, ქომიუნითი ერთმანეთს ავითარებს».