ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Lensa-მ, შესაძლოა, შიშველი ფოტოები მომხმარებლის ნებართვის გარეშე დააგენერიროს

Lensa ბოლო რამდენიმე კვირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა მთელ მსოფლიოში — ის მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტოების საფუძველზე მათ მხატვრულ რედაქტირებებს ქმნის და ახალ, აქამდე არარსებულ ფოტოს აგენერირებს. 

კომენტარის დატოვება
Lensa-მ, შესაძლოა, შიშველი ფოტოები  მომხმარებლის ნებართვის გარეშე დააგენერიროს

Lensa ბოლო რამდენიმე კვირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა მთელ მსოფლიოში — ის მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტოების საფუძველზე მათ მხატვრულ რედაქტირებებს ქმნის და ახალ, აქამდე არარსებულ ფოტოს აგენერირებს. 

ამასთან, როგორც ჩანს, შესაძლებელია, აპლიკაციამ შიშველი ფოტოები მომხმარებლის ნებართვის გარეშე შექმნას. 

«მე პლატფორმაზე ჩემი 20 ფოტო ავტვირთე და უკან სიშიშვლის მთელი კომპლექტით დამიბრუნდა. ჩემი არც ერთი ფოტო არ შეიცავდა სიშიშვლეს — პლატფორმა ამას კრძალავს». — დაწერა Twitter-ზე Lensa-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა. 

გამოცემა TechCrunch-მა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც, აპლიკაციით შიშველი ფოტოების შექმნა «ზედმეტად მარტივია». ჟურნალისტებმა გამოიყენეს ცნობილი მსახიობის 15 ფოტოსურათისგან შემდგარი ორი კომპლექტი — მათგან ერთ-ერთში 5 ფოტოში მსახიობი ფოტოშოფით იყო გაშიშვლებული. Lensa-მ პირველი კომპლექტის შემთხვევაში სტანდარტული ფოტოები დააგენერირა, მეორე კომპლექტის შემთხვევაში კი 100 ფოტო შექმნა, მათგან 11 — მაღალი ხარისხის topless ფოტო. 

როგორც აღმოჩნდა, ფოტოშოფით დამუშავებული სურათების შემთხვევაში, Lensa «თავს სიველურის უფლებას აძლევს» და სათანადო ფილტრაციას ავტომატურად თიშავს. 

TechCrunch-ის ჟურნალისტებმა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობას, ადვილად შექმნას შიშველი სურათები, «ეთიკური კოშმარი» უწოდეს.

«როგორც ჩანს, თუ თქვენ გაქვთ ადამიანის 10-15 „ნამდვილი“ ფოტო და მზად ხართ, დრო დაუთმოთ მათ გაყალბებას ფოტოშოფით, Lensa სიამოვნებით დააგენერირებს რამდენიმე პრობლემურ სურათს». — წერს გამოცემა. 

Lensa-ს მშობელი კომპანის, Prisma Lab-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ანდრეი უსოლცევმა განაცხადა, რომ ასეთი სურათები  აპლიკაციის მიერ «შემთხვევით არ შეიძლება შეიქმნას». მისი თქმით, ეს შეიძლება პროვოცირებული იყოს ადამიანების მიერ «განზრახ არასწორი ქცევით», როგორიცაა თავიდანვე შიშველი სურათების ატვირთვა.

მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, მოთხოვნის გარეშე რამდენად ხშირად აგენერირებს Lensa შიშველ სურათებს, მრავალი მომხმარებელი აცხადებს, რომ ეს მათაც შეემთხვათ.

«უცნაური ის არის, რომ მე  შიშველი სურათები არ გამიგზავნია, რადგან ეს აპლიკაციის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, გენერირება მაინც შიშველი ფოტოებით დასრულდა?» — დაწერე Twitter-ზე კიდევ ერთმა ადამიანმა.

ზოგიერთმა ქალმა თქვა, რომ აპლიკაციის მიერ დაგენერირებულ ფოტოში მათ სხეულს, მაგალითად, ზეწარი ფარავდა, თუმცა, სახის გამომეტყველება სექსუალიზებული იყო. 

ერთმა მომხმარებელმა CNN-ს უთხრა, რომ Lensa-სგან შიშველი ფოტოები მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ატვირთულ ფოტოთაგან რამდენიმე ბავშვობის დროინდელიც კი იყო. 

ზოგიერთ მომხმარებელს განსაკუთრებულად აშინებს, აქვს თუ არა აპლიკაციას რამე სახის წვდომა ტელეფონის შიდა მეხსიერებასთან, ფოტოებთან, რომლებიც არ აუტვირთავთ. 

სახიფათოა, თუ პლატფორმის  კონფიდენციალურობის პოლიტიკა აპის მიერ გენერირებული მონაცემების გამოყენების საშუალებას მესამე მხარის კომპანიებს აძლევს, როგორიცაა Google Cloud Platform და Amazon Web Services. 

Lensa-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ნათქვამია, რომ ისინი არ იყენებენ ატვირთულ ფოტოებს არანაირი მიზნით, გარდა სტილიზებული ფილტრების და ეფექტების გამოყენებისა. 

აპლიკაცია ასევე უთითებს, რომ მომხმარებლების მიერ ატვირთულ ფოტოებზე სხვადასხვა სტილიზებული ფილტრების და ეფექტების გამოსაყენებლად, «მათ შეიძლება ფოტოები ატვირთონ ისეთ ღრუბლოვან პროვაიდერებში, როგორიცაა Google Cloud Platform და Amazon Web Services. 

«ამ შემთხვევაში, ფოტოები ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ანონიმურად და ავტომატურად წაიშლება Lensa-ს მიერ დამუშავებიდან 24 საათის განმავლობაში». — ნათქვამია დოკუმენტში. 

Lensa-ს გამოყენება ფასიანია — 50 ავატარი $3,99 ღირს, 100 ავატარი — $5,99, 200 კი — $7,99. იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ფოტო დააგენერიროს, მას ამა იმ თუ ადამიანის სხვა ფოტოები სჭირდება. 

Lensa Prisma-ს პროდუქტია, რომელმაც პოპულარობა პირველად 2016 წელს მიაღწია ფუნქციით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთ ფოტოებს ცნობილი მხატვრების სტილში შექმნილ სურათების ეფექტი მისცენ. 



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.