ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

დიდი ტექნოლოგიური კომპანიები თანამშრომლებს ამცირებენ - რატომ?

დიდი ტექნოლოგიური კომპანიები თანამშრომლებს ერთი-მეორის მიყოლებით ამცირებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ Amazon თანამშრომლების 3%-ს, ანუ 10 000 ადამიანს გაათავისუფლებს.  11 ათასი ადამიანი გაათავისუფლა Meta-მ, ასევე, სამსახურიდან უშვებენ Twitter-ში, Coinbase-სა და Snap-ში დასაქმებულ ადამიანებს. 

Layoffs.fyi-ის ინფორმაციით — კომპანიის, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში სამუშაო ადგილებს აკვირდება — მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამსახური 120 ათასმა ადამიანმა დაკარგა. 

კომენტარის დატოვება

კომპანიები თანამშრომლებს სხვადასხვა მიზეზით ათავისუფლებენ, თუმცა, არსებობს საერთო მიზეზებიც. 

ერთ-ერთი ის არის, რომ პანდემიის და კარანტინის დროს ტექნოლოგიურ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა და კომპანიებს ეგონათ, რომ სულ ასე გაგრძელდებოდა. 

ამ მიზეზით, Meta-მ მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 15 ათასი ადამიანი დაიქირავა. 

თუმცა, ახლა კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რაღაცები არასწორად დათვალეს. 

გასულ კვირას მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ თანამშრომლების 13%-ს შეამცირებს — 11 ათას ადამიანს. 

«სამწუხაროდ, ისე არ გამოვიდა, როგორც ველოდი». — განაცხადა მან. 

გარდა ამისა, ბევრი ტექნოლოგიური კომპანიისთვის ონლაინ რეკლამები შემოსავლის მთავარი წყაროა. თუმცა, სარეკლამო ბიზნესს რთული პერიოდი უდგას. კომპანიები სულ უფრო და უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდებიან მომხმარებლებისთვის არასასურველი რეკლამის კუთხით. 

მაგალითად, Apple-მა გაართულა ადამიანების ონლაინ აქტივობებისთვის თვალ-ყურის დევნება და ამ მონაცემების რეკლამის დამკვეთებისთვის მიყიდვა. 

აქედან გამომდინარე და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბევრმა კომპანიამ ონლაინ რეკლამის ბიუჯეტი შეამცირა. 

პრობლემები შეექმნა ფინანსური ტექნოლოგიების სექტორსაც — მათზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები აისახა. 

თვით Apple-მაც გადაწყვიტა, სიფრთხილე გამოიჩინოს — კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა თქვა, რომ კომპანია «ჯერ კიდევ ასაქმებს ადამიანებს, თუმცა, ძალიან განსაზღვრული საფუძვლით».

Amazon-მა თანამშრომლების შემცირება «უჩვეულო და გაურკვეველ მაკროეკონომიკურ გარემოს» მიაწერა, რამაც კომპანია აიძულა, პრიორიტეტად ის განსაზღვროს, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ მომხმარებლებს.

«არსებული მაკროეკონომიკური გარემოს და წლების განმავლობაში ადამიანების სწრაფად დაქირავების პირობებში, ზოგ გუნდში ცვლილებები ხდება, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პოზიციები საჭირო აღარ არის. ჩვენ ეს გადაწყვეტილებები მარტივად არ მიგვიღია და ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ». — განაცხადეს კომპანიაში. 

კომპანიების გადაწყვეტილებებზე, შეამცირონ თანამშრომლები, გავლენა ინვესტორებმაც მოახდინეს, რომლებმაც ისინი აიძულეს, ხარჯები შეემცირებინათ. მათი განცხადებით, კომპანიები ცუდად, შენელებულად მუშაობენ და საჭიროა ამ შენელებაზე რეაგირება. 

ღია წერილში აქტივისტი ინვესტორი, სერ კრისტოფერ ჰონი Google-ისა და YouTube-ს დედა კომპანიას, Alphabet-ს  მოუწოდებს, შეამციროს სამუშაო ადგილები და გადაიხადოს. 

«Alphabet უფრო მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო ხარჯებთან მიმართებაში, შეემცირებინა დანაკარგები ისეთი პროექტებიდან, როგორიც არის თვითმართვადი მანქანების კომპანია Waymo». — დაწერა მან.

პრობლემები აქვს Twitter-საც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ილონ მასკმა შეიძინა. პრობლემები შეეხება როგორც მოგებას, ისე პლატფორმაზე ახალი მომხმარებლების მოზიდვას. 

Twitter-ის თანამშრომლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მასკმა თანამშრომლებს e-mail-ები გაუგზავნა და მოსთხოვა, ინტენსიურ და გახანგრძლივებულ სამუშაო საათებს დათანხმდნენ, ან სამსახურს დატოვებენ. 

ექსპერტი სკოტ კესლერი ამბობს, რომ ზოგიერთი კომპანია «უხეშ რეალობას შეეჯახა». 

მისი შეფასებით, ახლა ნაკლები მიმღებლობაა ისეთი ტექნოლოგიური პროექტების მიმართ, რომლიდანაც მოგება მოკლე ხანში არ შემოვა, მაგალითად, ვირტუალური რეალობა ან თვითმართვადი მანქანები. 

კესლერის განცხადებით, ინვესტორები ასევე ამბობენ, რომ მაღალი ხელფასები და შეღავათები, რომლითაც დიდ კომპანიებში ზოგიერთი თანამშრომელი სარგებლობდა, არამდგრადია. 

კიდევ ერთმა ექსპერტმა, ვეტერანმა მაიკ მელონმა BBC-ს უთხრა, რომ «ჯერ მაინც ნაადრევია ლაპარაკი სილიკონ ველის უკან მოტოვებაზე». 

«მე ჯერაც ძალიან იმედიანად ვარ». — განაცხადა მან. 

ამაზონში თანამშრომლების შემცირება იგეგმება რადგან გაყიდვები შენელებულია
ამაზონში თანამშრომლების შემცირება იგეგმება, რადგან გაყიდვები შენელებულია
თემის მიხედვით
ამაზონში თანამშრომლების შემცირება იგეგმება, რადგან გაყიდვები შენელებულია
Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს
Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს
თემის მიხედვით
Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.