ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება

Twitter-ის ფასიანი ვერიფიკაციის ფუნქცია, რომელიც ნოემბერში შეჩერდა, კიდევ ერთხელ ამოქმედდება

კომენტარის დატოვება
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება

Twitter-ის ფასიანი ვერიფიკაციის ფუნქცია, რომელიც ნოემბერში შეჩერდა, კიდევ ერთხელ ამოქმედდება

ის $8 ეღირება. თუმცა, უფრო ძვირი იქნება მომხმარებლებისთვის, რომლებიც Twitter-ს Apple-ის მოწყობილობებზე იყენებენ.

Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა თქვა, რომ აპლიკაციის შიგნით გაყიდვების შემთხვევაში  Apple-ის მიერ გადახდილი საკომისიოს ოდენობით  უკმაყოფილოა.

Twitter Blue-ის დამატებითი ფუნქცია რედაქტირების ღილაკი იქნება, რომელსაც პლატფორმის მრავალი მომხმარებელი ითხოვდა. მეორე მხრივ, ფასიანმა ლურჯმა ნიშანმა შესაძლოა დეზინფორმაციის გავრცელების პოტენციალი გაზარდოს. 

ასევე, Blue-tick-ით მოსარგებლეები ნაკლებ რეკლამას ნახავენ. შეძლებენ უფრო ხანგრძლივი და უკეთესი ხარისხის ვიდეოები ნახონ და განათავსონ.

ადრე ლურჯი ნიშანი გამოიყენებოდა, როგორც მაღალი დონის ანგარიშების დასტური. მას Twitter უფასოდ გასცემდა, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავად შეარჩევდა გამომწერების რაოდენობის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით. 

ილონ მასკს მტკიცებით, ეს უსამართლო მიდგომა იყო.

მათ, ვისაც ლურჯი ნიშანი უკვე აქვთ, შეუნარჩუნდებათ.

Twitter-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ეს ნიშნები საბოლოოდ ოქროსფერი (ბიზნესისთვის) ან ნაცრისფერი (სხვებისთვის, მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენელისთვის) ნიშნებით შეიცვლება.

ახალი სისტემის მიხედვით, აბონენტები, რომლებიც  სახელს ან  სურათს შეცვიან, ლურჯ ნიშანს დაკარგავენ, შემდეგ კი ანგარიში Twitter-ის მიერ განიხილება.

ფასიანი ლურჯი ნიშნის ჩაშვების პირველ ეტაპზე, ნოემბერში, ადამიანებმა ლურჯი ნიშნით მსხვილი ბრენდებისა და ცნობილი ადამიანების იმიტაცია დაიწყეს და ათობით ყალბი ანგარიში გახსნეს. 

ბევრმა თავი ილონ მასკად წარმოადგინა.

ერთმა მომხმარებელმა, რომელიც თავს ამერიკულ ფარმაცევტულ ფირმა Eli Lilly-იდ აჩვენებდა, დატვიტა — «ინსულინი უფასოა», რამაც კომპანიის აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია. თუმცა, Eli Lilly ინსულინის ფასების შემცირებას რეალურად დათანხმდა.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ აშშ დოლარად 2022 წლის ოქტომბერში იყიდა. 

ილონ მასკის გადაწყვეტილებით მომდევნო კვირამდე Twitter-ის ოფისები დაიხურა 
ილონ მასკის გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირამდე Twitter-ის ოფისები დაიხურა 
თემის მიხედვით
ილონ მასკის გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირამდე Twitter-ის ოფისები დაიხურა 
Twitter-ის დასუფთავების პერსონალი ამბობს რომ სამსახურიდან ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლეს
Twitter-ის დასუფთავების პერსონალი ამბობს, რომ სამსახურიდან ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლეს
თემის მიხედვით
Twitter-ის დასუფთავების პერსონალი ამბობს, რომ სამსახურიდან ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლეს
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
თემის მიხედვით
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით


ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.