
როგორ ეხმარება “ტექგოგო” ქვემო ქართლში ქალებს ციფრული პროფესიების დაუფლებაში
როგორ ეხმარება “ტექგოგო” ქვემო ქართლში ქალებს ციფრული პროფესიების დაუფლებაში

რა არის Smart Academy — ინტერვიუ დამფუძნებელთან, რატი გველესიანთან
რა არის Smart Academy — ინტერვიუ დამფუძნებელთან, რატი გველესიანთან

დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
Azry საქართველოს ICT ბაზარზე ვეტერანი კომპანიაა — ის 2004 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო პროექტი განახორციელა — Azry საბანაკო და სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიური ცვლილებების მთავარი შემოქმედი იყო. კომპანიას სათავეში დავით ჯაფარიძე უდგას. მან dev.ge-სთან ინტერვიუში განვლილ გზაზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების მუშაობა უნივერსიტეტებთან" — ინტერვიუ დავით ჩეჩელაშვილთან
"მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების მუშაობა უნივერსიტეტებთან" — ინტერვიუ დავით ჩეჩელაშვილთან
— ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია სპეციალურად dev.ge-სთვის
ვისაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემასთან რამე შეხება ჰქონია, დავით ჩეჩელაშვილს ყველა იცნობს, იმიტომ, რომ უამრავი სასარგებლო საქმე აქვს წამოწყებული ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის: ატარებს ლექციებს, მართავს პროექტებს, არის ბევრი მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი და ინვესტორი. გარდა ამისა, დათო კომპანიის XPAND Vision უფროსი ვიცე-პრეზიდენტია ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
დათო ჩეჩელაშვილი საქართველოში 2015 წელს დაბრუნდა, მანამდე კი რამდენიმე ათეული წელი ცხოვრობდა ამერიკაში, სადაც ტექნოლოგიურ ინოვაციებზე მუშაობა დაიწყო.
დათოს ლას ვეგასში შევხვდით, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე, რომელსაც უკვე ოცდამერვედ ესწრება, რადგან მისი კომპანია კონფერენციის დამაარსებელი ორგანიზაციის — სამომხმარებლო ელექტრონიკის ასოციაციის — დიდი ხნის წევრია.
ამიტომაც არის საინტერესო მისი გამოცდილება და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ — როგორ განვითარდა ამ წლებში სამომხმარებლო ელექტრონიკის ბაზარი და როდის გახდება საქართველო ინოვაციური ტექნოლოგიური სივრცის ნაწილი.