ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა არის Smart Academy — ინტერვიუ დამფუძნებელთან, რატი გველესიანთან

Smart Academy, რომელიც 2018 წელს რატი გველესიანმა დააფუძნა, ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე ზრუნავს. სტუდენტები მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ეუფლებიან — სწავლის დასრულების შემდეგ კი სერტიფიკატს იღებენ და დასაქმებაში ხელი ეწყობათ. რატი გველესიანის თქმით, Smart Academy-ში დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი კურსი ტარდება.

კომენტარის დატოვება
რა არის Smart Academy — ინტერვიუ დამფუძნებელთან, რატი გველესიანთან

Smart Academy, რომელიც 2018 წელს რატი გველესიანმა დააფუძნა, ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე ზრუნავს. სტუდენტები მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ეუფლებიან — სწავლის დასრულების შემდეგ კი სერტიფიკატს იღებენ და დასაქმებაში ხელი ეწყობათ. რატი გველესიანის თქმით, Smart Academy-ში დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი კურსი ტარდება.

Smart Academy-ის წარსულზე, ახლანდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე რატი გველესიანი დეტალურად გვესაუბრა.

— როდის და როგორ დაინტერესდით ტექნოლოგიებით?

— ციფრული ტექნოლოგიებით ბავშობიდან ვარ დაინტერესებული. მიზიდავდა Web Development, ამიტომ პირველი კომპანია, რომელიც შევქმენი იყო Smart Web, რომელიც ციფრული სააგენტოა და დღესაც აქტიურად მუშაობს. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ ბაზარზე ისეთი კომპანიის არსებობა იყო საჭირო, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს მაღალი ხარისხის განათლებას მისცემდა, Smart Academy ჩამოვაყალიბე. 

— როდის და როგორ დაფუძნდა Smart Academy?

— როგორც უკვე აღვნიშნე Smart Academy 2018 წელს დაარსდა. Smart Web-შიც და მთლიანად ბაზარზეც გამოცდილი ან თუნდაც დამწყები პროგრამისტის პოვნა, რომელსაც კომპანიაში მუშაობისთვის საკმარისი ცოდნა ექნებოდა, ძალიან რთული იყო. ამიტომ მივხვდით, რომ აუცილებელი იყო კურსების შექმნა, რომლის გავლის შემდეგაც ჩვენ და სხვა სააგენტოები მათ წარმატებით დავასაქმებდით. პირველი კურსი, რომელიც შეიქმნა Front-end Development იყო, შემდეგ კი მალევე სხვა კურსებიც დაემატა.

— რას ასწავლით და ვინ არიან თქვენი ლექტორები?

— დღეისთვის Smart Academy-ში 40-ზე მეტი კურსი გვაქვს, რომლებიც სხადასხვა მიმართულებას მოიცავენ. მთავარი მიმართულებებია — IT, მარკეტინგი, მენეჯმენტი, დიზაინი, ფინანსები და პიროვნული განვითარება. კურსს შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალი ლექტორი ჰყავს — გარკვეულ შემთხვევებში ერთ კურსზე ორი, სამი და მეტი ლექტორია, რაც პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ჩვენი აკადემიის ლექტორები საქართველოში წამყვანი სპეციალისტები არიან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. კურსების უდიდესი ნაწილი პრაქტიკაზეა დაფუძნებული, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, დასაქმებისთვის მზად იყოს და სხვა პრეტენდენტებთან შედარებით მეტად კონკურენტუნარიანი იყოს. 

— სად საქმდებიან თქვენი კურსდამთავრებულები?

— კარიერის კონსულტანტები გვყავს, რომლებიც ჩვენს სტუდენტებს CV-ების გაკეთებასა და LinkedIn-ის მოწესრიგებაში ეხმარებიან. ასევე მათ სხვადასხვა ვაკანსიებს უზიარებენ და დასაქმებაში ეხმარებიან. ლექტორები გამორჩეულ სტუდენტებს დამატებით წერილობით რეკომენდაციას აძლევენ. ამასთან ერთად, ბევრი კომპანია გვიკავშირდება, რომლებიც წარმატებული სტუდენტების დასაქმებით ინტერესდებიან. აქედან ბევრი ქართული, ბევრიც უცხოური კომპანიაა. მათ შორის არიან: საქართველოს ბანკი, TBC, EPAM, adjarabet.com, Visa, Space, Socar და სხვა — სადაც ჩვენს კურსდამთავრებულებს რეკომენდაციას ვუწევთ. პირველი დამსაქმებელი Smart Web იყო და ეს ტენდენცია ახლაც გარკვეულწილად გრძელდება. 

— კომპანიებს თუ აქვთ დაინტერესება თანამშრომლების გადამზადების?

— ინტერესი ძალიან დიდია, ამ წლების განმავლობაში, ბევრი მეგობარი კომპანია შემოგვემატა, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ჩვენი სტუდენტების დასაქმების, ისე მათი თანამშრომლების გადამზადებისა და კორპორატიული კურსების მიმართულებით.
კომპანიები აქტიურად ზრუნავენ თანამშრომლების გადამზადებაზე და ამაში მაქსიმალურად ვეხმარებით. გარდა ამისა მათ თანამშრომლებს ასევე აქვთ ინდივიდუალური ბენეფიტები, რომლითაც სარგებლობენ აკადემიაში კურსის შეძენისას. რაც შეეხება ინდივიდუალურად კორპორატიული კურსების ჩატარებას, კომპანიები, სხვადასხვა სფეროდან აქტიურად გვიკავშირდებიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ინტერესის სფერო ძირითადად მენეჯმენტის, მარკეტინგისა და IT-ს ეხება. უმეტესად ჩვენი არსებული კურსებით ხდება კომპანიის გუნდების გადამზადება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იქმნება მათ ინტერესებზე მორგებული უნიკალური კურსი.

— რა არის ის პროექტები და მიღწევები, რომლითაც თქვენი აკადემია ამაყობს? 

— საკმაოდ ბევრ აქტივობაში ვიყავით და ვართ ჩართულნი. «ჩართე”-ს პარტნიორები ვართ და მათი რამდენიმე პროექტი უკვე დავაფინანსეთ. ბოლო პროექტის ფარგლებში სამ ბავშვს ლეპტოპები ვაჩუქეთ. ასევე, სუპერგმირის პროექტი არსებობს, რომელიც ბავშვებს ეხმარება. ხუთი ბენეფიციარი გვყავს, რომელთაც ყოველთვიურად ფინანსურად ვეხმარებით. უამრავი სხვა პროექტიც არსებობს, რომელშიც ჩვენს ენერგიასა და ფინანსებს ვდებთ, რომ მონდომებული მოსწავლეები და სტუდენტები წავახალისოთ და მათ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა მივცეთ.

— მოგვიყევით დაბრკოლებებისა და მათი გადალახვის შესახებ. როგორი სტრატეგიით მოქმედებთ?

— ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც ამბიცია აქვს, იყოს წარმატებული, მსგავსი პერიოდი რაღაც კონკრეტულ მომენტში აუცილებლად უდგება. ყოველთვის ისმის კითხვა: «გადავიდეთ თუ არა განვითარების ახალ ეტაპზე?», რასაც, თავის მხრივ, გარკვეული რისკებიც ახლავს. სტარტაპის შემთხვევაში პრობლემა შეიძლება სწრაფი ზრდის აუცილებლობა აღმოჩნდეს. სტარტაპერები აუცილებლად უნდა ეცადნონ, რომ ამან მათი ბიზნესი არ დააზარალოს. სხვადასხვა პერიოდებში გვქონდა ასეთი მომენტები, როცა სწრაფი ზრდა გვჭირდებოდა და ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდით. არასდროს გვქონია ისეთი მომენტი, როცა ახალ ეტაპზე გადასვლაზე უარი გვეთქვას — ყოველთვის გააზრებულად და დალაგებულად ვითარდებოდით და ლოგიკურ რისკზე ყოველთვის მივდიოდით. ახლაც მსგავსი მიდგომით ვაგრძელებთ.

— რა განასხვავებს Smart Academy-ის კონკურენტებისგან?

— 2018 წელს, როდესაც აკადემია დავაფუძნეთ, ძალიან პატარა კონკურენცია იყო — მოთხოვნა დიდად არც კურსებზე არსებობდა. თავდაპირველად, ცნობადობის გაზრდა ჭირდა, თუმცა ეტაპობრივად ინდუსტრიაზე გავლენა მოვახდინეთ და კურსების გავლა პოპულარული გავხადეთ. ადამიანის ზრდის გზა მხოლოდ წარმატებულ კომპანიაში მუშაობას არ გულისხმობს, მათ აქვთ შესაძლებლობა კურსის გავლით საკმარისი და მნიშვნელოვანი ცოდნა შეიძინონ. Smart Academy-მ კურსების ხარისხი და ადამიანებისგან ნდობის ხარისხი გაზარდა. ბოლო წლებია ყველაზე დიდი სასწავლო პლატფორმა ვართ საქართველოში —  ყველაზე მეტი კურსი გვაქვს. ყოველთვის გვსურს, სტუდენტებმა არ აღგვიქვან მხოლოდ კომპანიად, რომელსაც კურსები აქვს. ჩვენ მათთან ვმეგობრობთ — ვაკეთებთ თემატურ ივენთებსა და ვორქშოფებს, რომლებიც კურსებს გარეთ სტუდენტების განვითარებას ემსახურება. ამასთან ერთად, ბევრი კურსი გვაქვს, რომლებიც ექსკლუზიურად, მხოლოდ ჩვენთან არის, ბევრის ცნობადობა კი ჩვენ გავზარდეთ. გარკვეული კურსები, რომლებსაც ახლა სხვაგანაც შეხვდებით, ქართულ ენაზე პირველად ჩვენ შევქმენით. თავიდანვე დიდი რესურსი ჩავდეთ, რათა კურსების პოპულარობა გაგვეზარდა. 

— რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები?

— ჩვენი მიზანი ყოველთვის არის არსებული კურსების კიდევ უფრო გაუმჯობესება. სტუდენტებისგან ყოველთვის ვითხოვთ უკუკავშირს, რათა სწრაფი ტემპით ვიმოქმედოთ და გავაუმჯობესოთ კურსები. ჩვენი მიზანია, რომ ბაზართან და მოთხოვნებთან თანხვედრაში და ერთი ნაბიჯით წინაც ვიყოთ. აქედან გამომდინარე, კურსები, რომლებიც, მაგალითად ერთი წლის წინ გვქონდა, ახლა ბევრად უკეთესი და გაუმჯობესებულია. ამასთან ერთად, სმარტ აკადემიის შვილობილ კომპანიაში, «ნიკოლა ტესლას სკოლაში» შაბათ-კვირის სკოლის გაკეთებას ვგეგმავთ, სადაც მშობლები მოზარდების თემატურ, რამდენიმე საათიან კურსებზე დატოვებას შეძლებენ. დამატებით, რამდენიმე თვის წინ  სმარტ აკადემიამ შვილობილი სასწავლებელი, Software Testers Academy, დააფუძნა, რომელიც ტესტირების მიმართულების განვითარებასა და მასთან დაკავშირებული კურსების მაღალი ხარისხით ჩატარებაზეა ორიენტირებული

— როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი, როგორც კომპანიებისთვის, ისე ინდივიდუალურ დონეზე?

— ამისთვის, ჩვენს შემთხვევაში, სამი საზრუნავი არსებობს: სტუდენტები, ლექტორები და თანამშრომლები. ეს სამი მიმართულებაა, რაზე ფიქრიც, როგორც დამფუძნებელს, მიწევს. უკუკავშირით ვრწმუნდებით, რომ სტუდენტები ამას გრძნობენ და აფასებენ — ხვდებიან, რომ ჩვენ მათი მეგობრები ვართ. მსგავსი კომუნიკაცია გვაქვს ლექტორებთანაც — მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გამოიყენონ. უფლებას ვაძლევთ, რომ კურსების ძირითადი ნაწილი საკუთარი გამოცდილებით შეადგინონ, განსაზღვრონ ლექციების რაოდენობა და შინაარსი, რათა კურსები უფრო საინტერესო და გამოსადეგი გახდეს. თანამშრომლების შემთხვევაშიც, მსგავსი წესი მოქმედებს — გვსურს, რომ მათ საკუთარი საქმიანობით იამაყონ.

რობოლაბი — ანუ როგორ ასწავლიან რობოტიკას რუსთავში ლეგოს დახმარებით
რობოლაბი — ანუ როგორ ასწავლიან რობოტიკას რუსთავში ლეგოს დახმარებით
თემის მიხედვით
რობოლაბი — ანუ როგორ ასწავლიან რობოტიკას რუსთავში ლეგოს დახმარებით


ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
LinkedIn-ის პროფილის 5 ხრიკი, რომელიც რეკრუტერებს თქვენს პოვნაში დაეხმარება
LinkedIn-ის პროფილის 5 ხრიკი, რომელიც რეკრუტერებს თქვენს პოვნაში დაეხმარება
LinkedIn-ის პროფილის 5 ხრიკი, რომელიც რეკრუტერებს თქვენს პოვნაში დაეხმარება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.