ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ მუშაობს პროგრამირების ქართული ენა — ინტერვიუ მის შემქმნელთან, პაპუნა გაგნიძესთან

კომპანია Georgian Software Testing Qualifications Board-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პაპუნა გაგნიძემ პროგრამირების ქართული ენა შექმნა. როგორც ამბობს, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ნებისმიერი მათემატიკური ამოცანის, ისე ალგორითმული ფუნქციის ამოსახსნელად. ასევე, შესაძლებელია, სურვილისამებრ შეიცვალოს სინტაქსი. 

როგორ და რატომ შეიქმნა პროგრამირების ქართული ენა და რა პერსპექტივები აქვს მას — dev.ge-ს მისი შემქმნელი, პაპუნა გაგნიძე ესაუბრა.

კომენტარის დატოვება
როგორ მუშაობს პროგრამირების ქართული ენა — ინტერვიუ მის შემქმნელთან, პაპუნა გაგნიძესთან

კომპანია Georgian Software Testing Qualifications Board-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პაპუნა გაგნიძემ პროგრამირების ქართული ენა შექმნა. როგორც ამბობს, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ნებისმიერი მათემატიკური ამოცანის, ისე ალგორითმული ფუნქციის ამოსახსნელად. ასევე, შესაძლებელია, სურვილისამებრ შეიცვალოს სინტაქსი. 

როგორ და რატომ შეიქმნა პროგრამირების ქართული ენა და რა პერსპექტივები აქვს მას — dev.ge-ს მისი შემქმნელი, პაპუნა გაგნიძე ესაუბრა.

როგორ გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ პროგრამირების ქართული ენა? 

იდეა გამიჩნდა სრულიად შემთხვევით, როდესაც ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამული ენის შემქმნელი რობერტო იერუსალიმსჩი, აკეთებდა კურსს, გადავწყვიტე ეს კურსი გამევლო. შუა პროცესში დამებადა იდეა, შემექმნა ქართული ენა. დავინტერესდი სხვა ქვეყნებსაც თუ ჰქონდათ მსგავსი პროექტები. აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში იყო გავრცელებული და მივხვდი, რომ ცუდი იდეა არ იყო. სწორედ ამ კურსის ფარგლებში და შემდგომაც ვმუშაობდი ამ ენის შექმნაზე, თავად რობერტო იერუსალიმსჩიმაც შეაფასა ეს პროექტი, რომელიც არის პროგრამული ენა «Lua”-ს შემქნელი და შესაბამისად, პროექტის ხარისხი გადამოწმებულია ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამისტის მიერ.

რამდენი ხანი დასჭირდა ქართული პროგრამული ენის შექმნას?

დიდი დრო არ დასჭირვებია, რადგან ამ პროგრამულ ენას აქვს მხოლოდ საბაზისო მახასიათებლები და არა ინდუსტრიული ენის მახასიათებლები. დიდი შრომა დასჭირდა ეკო სისტემის შექმნას, რადგან ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის მარტივი და კარგად გასაგები იყოს.

რისი გაკეთება შეუძლია თქვენს მიერ შექმნილ ენას?

მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, კარგად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი მათემატიკური ამოცანის ამოსახსნელად ან ნებისმიერი ალგორითმული ფორმულის ამოსახსნელად. 

არის თუ არა რომელიმე არსებული ენის ანალოგი?

ზუსტი ანალოგი არ არის. ამ ეტაპზე ძალიან ჰგავს JavaScript-ისა და Lua-ს მიქსირებულ ვერსიას, მაგრამ შესაძლებელია ჩვენივე სურვილისამებრ შევცვალოთ სინტაქსი, ეს არანაირ სირთულეს წარმოადგენს და ნებისმიერი ენიდან რაიმე მახასიათებლები თუ მოგვწონს, შეგვიძლია მისი ელემენტები შევიტანოთ. 

სად და როგორ შეიძლება ამ ენის სწავლა?

ამ ენის სწავლა ამ ეტაპზე შესაძლებელია თვითონ პროგრამული ენის ვებსაიტზე (ena-lang.org), სადაც განთავსებულია ზოგადი ინფორმაცია. ასევე, არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეგიძლია, დაუსვა კითხვები, გაუგზავნო დაწერილი კოდი. ჩვენს AI-ს შეუძლია, იპოვოს შეცდომა ამ კოდში და სხვა მრავალი ბრძანება შეასრულოს. ვებსაიტზე არის კოდის გამშვები, ნებისმიერი ინსტალაციის გარეშე შესაძლებელია მაგალითების გაშვება და შედეგების ნახვა. ასევე არის დოკუმენტაცია მხოლოდ გამოცდილი პროგრამისტებისთვის, მაგრამ მალე დაემატება სტატიები დამწყები პროგრამისტებისთვისაც. 

მხოლოდ ენის არ ცოდნა არ არის ბარიერი. შესაძლებელია ბევრმა იცოდეს ინგლისური ენა, JavaScript-ში ინგლისურ ენაზე დაწერილი კოდი, კი მათთვის მაინც გაუგებარი იყოს. ამიტომ გააზრებული მაქვს, რომ მხოლოდ ენის გაქართულება არ არის საკმარისი, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს პროგრამა თითოეული ადამიანისთვის მარტივი და გასაგები იყოს. 

როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ Discord ქომუნითი სადაც შეგიძლიათ, მოისმინოთ რჩევები, განიხილოთ ხალხის აზრი და მოაწყოთ დისკუსია. როგორ აფასებთ გამოხმაურებას და როგორ მიდის ენის დახვეწის პროცესი?

საერთო ჯამში დადებითად, უმრავლესობა თვლის, რომ დასაწყისთვის კარგი ვარიანტია, დასახვეწი არის სტატიები მარტივი ანალოგიებით, რომ კონცეფციების სწავლა უფრო მარტივად შეძლოს დამწყებმა პროგრამისტმა. ენის სინტაქსიც შეიძლება მეტად დაიხვეწოს.

თქვენივე ძალებით გიწევთ ყველაფრის გაკეთება?

ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება კავკასიის უნივერსიტეტი. სანამ ამ ყველაფერს გავაზიარებდი, ბევრ მნიშვნელოვან ფიგურასთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ვინც რეალურად გვერდში დამიდგა და დაინტერესდა ამ თემით, იყო კავკასიის უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტთან ერთად ვმუშაობ საცდელი კურსის შექმნაზე და ყველა არსებულ კითხვას ზუსტად ამ კურსის მეშვეობით გაეცემა პასუხი, თუ რამდენად რთული იქნება სწავლება. პირველ ეტაპზე ეს იქნება დახურული ანუ შიდა კურსი, შემდეგ კი უკვე ყველას შეეძლება დარეგისტრირება.

როცა ამ ყველაფერს აკეთებდი, გეგონა, რომ ამხელა გამოხმაურება ექნებოდა?

სიმართლე რომ გითხრათ, ველოდი. ქართველებს ძალიან გვიყვარს რაიმე ქართული. ამ ეტაპზე ეს, პირველ რიგში, არის ქართული პროგრამული ენა. როდესაც შენთვის ნაცნობ სიტყვებსა და ასოებს დაინახავ, რა თქმა უნდა, უფრო ინტერესდები. ამიტომ ეს ყველაფერი მორგებულია ქართველ ხალხზე. თუმცა, საბოლოოდ ამ ყველაფერმა მოლოდინებს გადააჭარბა.

როდის დაინტერესდი ტექნოლოგიებით და პროგრამირებით?

ღრმა ბავშვობიდან დავინტერესდი, 15 წლის ასაკში დავიწყე ქსელის ინჟინერიის სწავლა. უჩვეულოდ პატარა ასაკში — 16 წლამ ავიღე CCNA  სერტიფიკატი, 18 წლის ასაკში ავიღე უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატი, რომლის აღებაც ურთულესია. თავიდან ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი ვიყავი, დღეს კი DevOps-ის ინჟინერი ვარ. ადრეულ ასაკში გავიცანი ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა ამ სფეროში, მათთან ერთად მოვიფიქრე და გავაკეთეთ ქართული პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო, რომელიც არის იმავე საბჭოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ დღემდე ვაკეთებთ ივენთებს, გავცემთ სერთიფიკატებს, აკრედიტაციას ვაძლევთ ტრენინგ ცენტრებს და მეც ამ ყველაფრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ყოველთვის ვატარებთ კონფერენციებს და 9 სექტემბერსაც იქნება ივენთი, სადაც იქნებიან ჩამოსული ცნობილი სფიქერები, კონფერენციაზე იქნება თემები მიმართული ახალ ტექნოლოგიებსა და  იდეებზე. 

რა არის თქვენი სამომავლო მიზნები და გეგმები? 

ამ პროექტთან დაკავშირებით, პირველ რიგში მაინტერესებს საცდელი კურსი, შემდეგ კი ყველაფრის დახვეწა და მუდმივი განვითარება. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შემდეგ უკვე სხვა კურსებსაც გავაკეთებთ. ბოლომდე ამ პროექტზე არ ვარ კონცეტრირებული, სხვა პროექტებზეც ვმუშაობ და ყველაფერს ვუთმობ დროს. ჩემი ეს პროექტი დიდ დროს არ წაიღებს, რადგან ძირითადი ელემენტები უკვე გაკეთებულია და მომავალში მოგვიწევს პატარა დეტალების დამატება. ეს პროგრამა მზად არის იმისთვის, რომ კურსები შეიქმნას და ხალხი დააინტერესოს.

როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული თამარ ბოსიკაშვილი
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი
თემის მიხედვით
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი


ასევე წაიკითხეთ
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
ინდუსტრიული ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა მის ტექნიკურ გამართულობაზეა დამოკიდებული. დიდი უპირატესობაა, როდესაც მოსალოდნელი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაქვს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ქართული სტარტაპი SmartSense, რომელიც ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს და ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით შესაბამის აპლიკაციას იყენებს.
გასაუბრების 9 გავრცელებული კითხვა და როგორ ვუპასუხოთ მათ
გასაუბრების 9 გავრცელებული კითხვა და როგორ ვუპასუხოთ მათ
გასაუბრების 9 გავრცელებული კითხვა და როგორ ვუპასუხოთ მათ
ქვემოთ 9 კითხვაა მოცემული, რომლებსაც გასაუბრებებზე ყველაზე ხშირად სვამენ. წაიკითხავთ პასუხების გაცემის ტექნიკასაც, რომელიც წარმატებისკენ სვლაში დაგეხმარებათ.
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
ნიკოლოზ მურესიძე ეკო აქტივისტი და კრიპტო ენთუზიასტია, უფრო ზუსტად — ბიტკოინ მაქსიმალისტი. მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა პრობლემურია, ბიტკოინი კი მას ცვლის და აუმჯობესებს. ნიკოლოზმა dev.ge-სთან ვრცლად ისაუბრა ფულზე, მის ციფრულ მომავალზე, არსებულ პრობლემებსა და ხედვებზე. 
10 ყველაზე რთული კითხვა გასაუბრებაზე და როგორ ვუპასუხოთ მათ კარგად
10 ყველაზე რთული კითხვა გასაუბრებაზე და როგორ ვუპასუხოთ მათ კარგად
10 ყველაზე რთული კითხვა გასაუბრებაზე და როგორ ვუპასუხოთ მათ კარგად
სტარტაპ ქოუჩმა, ააკაშ გუპტამ ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გვირჩევს, როგორ ვუპასუხოთ სამსახურის გასაუბრებაზე დასმულ რთულ კითხვებს, მარტივად და სხარტად: 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.