ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ ეხმარება “ტექგოგო” ქვემო ქართლში ქალებს ციფრული პროფესიების დაუფლებაში

ტექგოგო პირველი ციფრული სოციალური საწარმოა ქვემო ქართლის რეგიონში, რომლის მისია ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა, მათთვის ციფრული განათლების მიცემითა და დასაქმების გზით. რისი სწავლა შეუძლიათ ქალებს პროექტის ფარგლებში, სად დასაქმდებიან და რას შეცვლის ინოვაციური პროექტი, რომელიც ევროკავშირისა და CSRDG-ის (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი) მხარდაჭერით ხორციელდება, ქვემო ქართლის რეგიონში. ციფრული სოციალური საწარმო ტექგოგოს აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ქავთარაშვილმა პროექტის შესახებ dev.ge-სთან დეტალურად ისაუბრა.

კომენტარის დატოვება

რა არის ტექგოგო?

ტექგოგო ქვემო ქართლის რეგიონში არსებული სოციალური საწარმოა, რომლის მიზანიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულნი არიან ქალების მოწყვლადი ჯგუფები — მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობები. ისინი შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები არ არიან, შესაბამისად ვერ საქმდებიან, ჩვენ კი მათ უნარების განვითარებაში ვეხმარებით. რაც შეეხება ბიზნეს მოდელ და მუშაობის სტრატეგიას — საწარმო თავდაპირველად ქალებს ციფრულ პროფესიებში გადაამზადებს და შემდეგ მათ დასაქმების ადგილს სთავაზობს. ეს არის სარეკლამო სააგენტო, სადაც პროექტში მონაწილე ქალების ნაწილი, კონკრეტულად 5 ადამიანი დასაქმდება. 

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?

ამ ეტაპზე მიღება უკვე დასრულებულია. თუმცა, მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვანს შეეძლო — ზედა ზღვარი დაწესებული არ გვაქვს. ვთვლით, რომ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია ცხოვრების რადიკალურად, უკეთესობისკენ შეცვლა. პროექტში 40 წელს გადაცილებული ორი მონაწილე გვყავს, რომლებიც ციფრულ მარკეტინგს სწავლობენ. აქედან გამომდინარე, პროექტში მონაწილეობის მიღება, ფაქტობრივად, ყველას შეუძლია. 

პროექტის ფარგლებში რისი შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ ქალებს?

ქალები, ამ ეტაპზე, ყველაზე მოთხოვნად ციფრულ პროფესიებს ეუფლებიან. ეს არის ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია მენეჯმენტი, გრაფიკული დიზაინი/UX. პროექტის მონაწილეები 6 თვის განმავლობაში მენტორების მიერ ამ პროფესიებში გადამზადდებიან. სამომავლოდ გვსურს, რომ ახალი ციფრული პროფესიებიც დავამატოთ.

რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ტექგოგო შეგექმნათ?

ჩვენი საწარმოს მისია მოწყვლადი ჯგუფებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნაა.  როგორც ვიცით, საქართველოში და მის ფარგელს გარეთაც, ქალებს სხვადასხვა ბარიერებიდან გამომდინარე, თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ. ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ ქალები მაღალხარისხიანი განათლების მიღებას იმსახურებენ. ქვემო ქართლი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ეს პრობლემა ამ რეგიონში განსაკუთრებით დგას — არის ენობრივი, კულტურული და სტერეოტიპული ბარიერები, რომლებიც მათი განვითარების სურვილს ხელს უშლის. შესაბამისად, ვთვლით, რომ ნებისმიერი ადამიანი თანაბარ შესაძლებლობას იმსახურებს.

საწარმოში დასაქმების გარდა, კიდევ სად შეძლებენ ქალები სამსახურის დაწყებას?

ჩვენ მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან ვაწარმოებთ, თუმცა დასრულებამდე მათ ვინაობას ვერ გავამჟღავნდებთ. მაგალითად, მარნეულის რადიომ სურვილი გამოთქვა, რომ ერთ-ერთ კურსადამთავრებულს დაასაქმებს. თუმცა, ჩვენი პროექტის მიზანია, რომ გადამზადებული ქალები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს საწარმოში დავასაქმოთ, თუმცა დანარჩენ ქალებზეც, რომლებიც კურსს გაივლიან, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას.

რამდენ ხანს გაგრძელდება პროექტი და რატომ არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი?

ამ ეტაპზე, პროექტი ევროკავშირისა და CSRDG-ის მხარდაჭერით ხორციელდება და 3 წელი გაგრძელდება. თუმცა, ვთლით, რომ ტექგოგოს მდგრადი განვითარება აქვს, ამიტომ დიდხანს გაგრძელდება. დღეს ციფრული პროფესიები მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი. ყველაზე მოთხოვნადია. მნიშვნელოვანია, რომ მათ დაუფლების შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს. ეს პროფესიები ეკონომიკური გაძლიერების მოკლე გზაა, შესაბამისად, გვსურს, რომ პროექტი დიდხანს გაგრძელდეს. 

რამდენად დიდია ადგილობრივების ჩართულობა?

ამ ეტაპზე პროექტის 12 მონაწილე არის შერჩეული. როდესაც ჩვენს კურსზე მიღება გამოვაცხადეთ, საკმაოდ ბევრი აპლიკაცია შემოვიდა და იყო ძალიან დიდი ჩართულობა ამ პროფესიების შესწავლის კუთხით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის მონაწილეები ძალიან მოტივირებულნი და ჩართულები არიან. რაც შეეხება მხარდაჭერას — მადლობა «ბოდი შოფსა» და «ტერმინალს», რომლებიც დაარსების დღიდან ჩვენთან არიან და მხარს გვიჭერენ. სხვა ბევრიორგანიზაციისგან თუ ადამიანისგან ყოველდღიურ თანადგომას ვგრძნობთ ქალების ეკონომიკური გაძლიერების საქმეში.

რატომ არის მნიშვნელოვანი IT-ში ქალების მეტი ჩართლობა?

გენდერული სტერეოტიპი არსებობს, თითქოს ეს ქალების საქმე არ არის. შესაბამისად, დასაწყისისისთვის მნიშვნელოვანია, ეს რწმენა-წარმოდგენები შეიცვალოს. აუცილებელია, რომ ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ, რადგან ქალებსა და კაცებს შორის, IT სფეროში მუშაობის კუთხით, არანაირი განსხვავება არ არსებობს. ვფიქრობ, ეტაპობრივად ამას იაზრებენ — ნელ-ნელა გადაფასება ხდება. როდესაც პროექტი დავაანონსეთ, აღმოჩნდა, რომ ამ პროფესიების დაუფლება უამრავ ქალს სურდა, თუმცა ენობრივი და სტერეოტიპული ბარიერები მათ აფერხებდა.

ტექგოგო — მარნეულში კოლეჯ მოდუსში პირველი ციფრული სოციალური საწარმო გაიხსნა
ტექგოგო — მარნეულში, კოლეჯ მოდუსში პირველი ციფრული სოციალური საწარმო გაიხსნა
თემის მიხედვით
ტექგოგო — მარნეულში, კოლეჯ მოდუსში პირველი ციფრული სოციალური საწარმო გაიხსნა
EU NEIGHBOURS EAST: ქართველი ქალები IT სფეროდან — გზა სირთულეებიდან წარმატებამდე
EU NEIGHBOURS EAST: ქართველი ქალები IT სფეროდან — გზა სირთულეებიდან წარმატებამდე
თემის მიხედვით
EU NEIGHBOURS EAST: ქართველი ქალები IT სფეროდან — გზა სირთულეებიდან წარმატებამდე

ასევე წაიკითხეთ
Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს, Women in Tech-ის გამარჯვებულია. ჯილდო საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის, OPMG-ის (Omnicom Precision Marketing Group) მიერ არის ორგანიზებული. 
10 ვაკანსია IT-ში, რომლებიც ბოლო 1 კვირაში გამოცხადდა
10 ვაკანსია IT-ში, რომლებიც ბოლო 1 კვირაში გამოცხადდა
10 ვაკანსია IT-ში, რომლებიც ბოლო 1 კვირაში გამოცხადდა
ჩვენ თქვენთვის 10 ახალი ვაკანსია შევაგროვეთ. წარმატებული ქართული და საერთაშორისო ტექ კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, პროფესიონალებს ეძებენ. 
ისწავლეთ უფასოდ —  4 მიზეზი, რის გამოც IT-სპეციალისტები MOOC-ს ირჩევენ
ისწავლეთ უფასოდ — 4 მიზეზი, რის გამოც IT-სპეციალისტები MOOC-ს ირჩევენ
ისწავლეთ უფასოდ — 4 მიზეზი, რის გამოც IT-სპეციალისტები MOOC-ს ირჩევენ
IT-სპეციალობასთან დაკავშირებით უამრავი უფასო კურსი არსებობს, სადაც მოძველებულ ფაქტებზე ყვებიან. ასეთი კურსების გავლა დროის ფუჭი კარგვაა. მაგრამ არსებობს გამონააკლისებიც, მათ შორის — MOOC-ის უფასო პროგრამები, რომლებიც ნამდვილად ღირს თქვენს ყურადღებად. მოგიყვებით, როგორაა მოწყობილი წამყვანი უნივერსიტეტების ღია კურსები, რომელთაც მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.  
ვაკეთებთ ქართული IT კომპანიების ყველაზე ვრცელ ბაზას — შემოგვიერთდით
ვაკეთებთ ქართული IT კომპანიების ყველაზე ვრცელ ბაზას — შემოგვიერთდით
ვაკეთებთ ქართული IT კომპანიების ყველაზე ვრცელ ბაზას — შემოგვიერთდით
გადავწყვიტეთ, dev.ge-ზე ქართული IT-კომპანიების ბაზა შევქმნათ, რომელიც რეგულარულად განახლდება. ბაზაში პოტენციურ კლიენტს შეეძლება იმის ნახვა, თუ სად მდებარეობს გუნდი და რა არის მათი სპეციალიზაცია (აუთსორსი, პროდუქტი, კონსტალტინგი, სერვისი, აუტსტაფი, სტარტაპი), რომელ სფეროში მუშაობს (automotive, healthtech, biotech და სხვა) და ა.შ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.