ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეინტერვიუ
23 ივნისი 2023, 08:59
2023-06-23
Orient Logic-ის 28-წლიანი ისტორია საქართველოს IT ბაზარზე — ინტერვიუ ოთარ ტაბატაძესთან
★ პარტნიორობა
1995 წელს შექმნილი Orient Logic უკვე 28 წელია, საქართველოში უკეთესი IT ეკოსისტემის ჩამოყალიბებაზე ზრუნავს. კომპანიამ არსებობის განმავლობაში, 1600 დამკვეთის 10 000-მდე პროექტი წარმატებით შეასრულა და დაგროვებულ გამოცდილების ახლაც აქტიურად იყენებს
dev.ge-სთან Orient Logic-ის ისტორიაზე, მიდგომებზე, სტრატეგიასა თუ სამომავლო გეგმებზე კომპანიის საოპერაციო დირექტორმა, ოთარ ტაბატაძემ ისაუბრა.
დღეს Orient Logic-ს რამდენიმე მსხვილი მიმართულება აქვს. ესენია IT/სერვერული ინფრასტრუქტურა — ამ კუთხით, ძალიან მსხვილი პროექტები გვაქვს, ქსელური და სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებები, ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები და ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა. კომპანიაში პერსონალური ტექნიკის მიმართულებასაც ვიინარჩუნებთ. ახალი მიმართულებაა OL Academy — პლატფორმა, პრაქტიკული IT კურსებისთვის, რომელსაც ტალანტ მენეჯმენტში ვიყენებთ და პარტნიორებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ OL Academy-ს სასწავლო პლატფორმა გამოიყენონ. Orient Logic რამდენიმე ქვებრენდით მუშაობს. მაგალითად, Codevice ჩვენი ქვებრენდია custom software დეველოპმენტის და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე გვაქვს OLgenz პლატფორმა მხოლოდ IT ვაკანსიებისთვის და სტაჟირების პროგრამებისთვის ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
ზოგადად, კომპანიის თითეული მიმართულება ბევრი ქვემიმართულებისგან შედგება და ძალიან მსხვილია. 27 წლიანი არსებობის განმავლობაში, იყო მომენტები, როცა გარკვეული მიმართულებები გვემატებოდა და რაღაც მიმართულებები ოპტიმიზირდებოდა. ასეთი იყო, მაგალითად, მონაცემთა ცენტრების მშენებლობა, თუმცა ჩავთვალეთ, რომ ეს სერვისი აუთსორსზე უნდა გაგვეტანა. IT ინფრაქსტრუქტურისა და ინფორმაციული უსაფრთოების მიმართულებით უდიდესი პროექტები გვაქვს.
ვინ არიან თქვენი კლიენტები? რა ბაზრებზე მუშაობთ საქართველოს გარდა?
ჩვენი დამკვეთები საქართველოს ყველაზე მსხვილი კომპანიები არიან, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან. ყველა მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში გახსენდებათ — ჩვენი ლოიალური პარტნიორი და დამკვეთია. საქართველოს საზღვრის გარეთ რამდენიმე პროექტი გვქონია, თუმცა ამას პერმანენტული სახე არ აქვს — მუდმივი წარმომადენლობები ქვეყნის გარეთ არ გვაქვს. გვქონდა დასავლეთ ევროპაში გაფართოების მცდელობა, თუმცა ამას უფრო პროექტული სახე ჰქონდა.
რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?
მთავარი, რითაც კონკურენტი კომპანიებისგან განვსხვავდებით, დამკვეთებთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობაა. არ ვართ იმაზე ორიენტირებულნი, რომ კაპიტალი დღესვე გავიზარდოთ, გავმდიდრდეთ და ისეთ პროექტებს მოვკიდოთ ხელი, რომელსაც ფული მოაქვს და არაფერი სხვა. კომპანიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიან ურთიერთობას ჩვენს ნებისმიერ დამკვეთთან, იქნება ეს ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს მიდგომა დამფუძნებლებისგან მოდის, რომელიც შემდეგ მთელს კომპანიაზე ვრცელდება. ეს კულტურა, როგორც კომპანიის შიგნით, უშუალოდ თანამშრომლებთან ურთიერთობისას, ასევე მის გარეთაც ვრცელდება — ჩვენი ყველა დამკვეთისა და პარტნიორის ლოიალურობა და ერთგულებაც აქედან მოდის. თითოეულ ჩვენს დამკვეთს და პრატნიორს, აქვს აბოსლიტური ნდობა იმისა, რომ რაზეც Orient Logic-ს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ყველა დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, მაინც შესრულდება.ჩვენი დამკვეთები საქართველოს ყველაზე მსხვილი კომპანიები არიან, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან. ყველა მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში გახსენდებათ — ჩვენი ლოიალური პარტნიორი და დამკვეთია. საქართველოს საზღვრის გარეთ რამდენიმე პროექტი გვქონია, თუმცა ამას პერმანენტული სახე არ აქვს — მუდმივი წარმომადენლობები ქვეყნის გარეთ არ გვაქვს. გვქონდა დასავლეთ ევროპაში გაფართოების მცდელობა, თუმცა ამას უფრო პროექტული სახე ჰქონდა.
როგორ უწყობს ფეხს კომპანია მუდმივად ცვალებად და განახლებად IT ტექნოლოგიებს?
Orient Logic-ში რამდენიმე ადამიანი გვყავს, რომელიც მომავალს უყურებს — ტრენდს აკვირდება, ანალიზს აკეთებს და აქედან გამომდინარე, კომპანიის შიგნით ახდენს განვითარების მიმართულებების ინიცირებას. ამუშავებს საკითხებს, რომელიც გარკვეულ ყურადღებასა და რესურსს მოითხოვს, რათა სამომავლოდ კონკურენტებზე წინ ვიყოთ. კონკრეტულად, ეს გუნდი მსოფლიო ტრენდებს მუდმივად უყურებს, განსაზღვრავს და ზომავს, როდის შეგვეძლება მათი პრაქტიკაში გამოყენება და რა გავლენა ექნება მათ ქართულ ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად ცვალებად გარემოს არა თუ ფეხს ვუწყობთ, არამედ აქტიურად ვმონაწილეობთ მასში და ხშირ შემთხვევაში ვასწრებთ კიდეც. გვქონია ისეთი პროექტები, რომლებისთვისაც საქართველოს ბაზარი მზად არ იყო, ამიტომ დავაპაუზეთ. ყოველთვის ვცდილობდით ჩენს გუნდში ცალკეული მიმართულებების საუკეთესო პროფესიონალები გვყოლოდა — თუ ბაზარზე ვინმე საკუთარი სფეროს საუკეთესო პროფესიონალაი იყო იმ მიმართულებით, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, გვსურდა, ჩვენს გუნდში ყოფილიყო, ერთად გვემუშავა და ამ მიდგომას ახლაც აქტიურად ვიყენებთ.
რამდენი თანამშრომელი გყავთ? და თუ გაქვთ გადამზადების პროგრამები, რომლითაც თქვენს თანამშრომლებს ამ სიახლეებთან ადაპტაციაში ეხმარებით?
ამჟამად Orient Logic-ში სრულ განაკვეთზე 150 ადამიანი მუშაობს. OL Academy, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სტაფის გადასამზადებლად შეიქმნა, თუმცა დღეს უკვე წარმატებული კომერცციულ პროექტად იქცა. წარმოიდგინეთ, ჩვენი პარტნიორები გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები არიან, ზოგიერთთან ექსკლუზიური თანამშრომლობა რეგიონში მხოლოდ ჩვენ გვაქვს. მათ აქვთ პროგრამები, რომელიც «გაიძულებს», კვალიფიკაცია უმაღლეს დონეზე გქონდეს იმისთვის, რომ საპარტნიორო სტატუსი გავაუმჯობესოთ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ჩვენი სტაფი, რომელიც პარტნიორობის ფარგლებში მათთან მუშაობს, ყოველთვის ადაპტირებული იყოს სიახლეებთან და კვალიფიკაციის მაღალი დონე ჰქონდეს. ასევე გვაქვს ჩვენი, საქართველოს ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი საკუთარი სასწავლო პროგრამები, OL Academy რეალურად მომავალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სასწავლო ცენტრია.
რა არის ყველაზე რთული თქვენი კომპანიის საქმიანობაში? — ტექნიკური კუთხით. რა არის ის მთავარი გამოწვევა, რასაც წააწყდით და გადალახეთ დაარსებიდან დღემდე?
უამრავი გამოწვევა გვქონია. დავაკვირდით და აღმოვაჩინეთ, რომ ყოველ 5-7 წელში სირთულეები დგება, რაც სავსებით ნორმალურია. ტექნოლოგიების კუთხით სირთულეები არ გვქონია, რადგან ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც მათ დანერგვაზე ზრუნავს. პრობლემა უფრო იმაშია, რომ ბაზარი ზოგჯერ იმისთვის მზარ არ არის, რაც უცხოეთში წარმატებით მუშაობს. ხშირად გიწევს იმის ახსნა რატომ უნდა დაინერგოს ეს ტექნოლოგია ახლა და არა სხვა დროს. ჩემი აზრით, IT ტექნოლოგიები როგორც ბიზნესი, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა იმ კუთხით, რომ კონკურენცია უდიდესია, რაც კომპანიის სწრაფი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
თუ შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ ამბავი, როცა, მაგალითად, ძალიან რთული ინფრასტრუქტურული სამუშაო წარმატებით შეასრულეთ და ამით იამაყეთ?
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ B2B ვართ, ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები ყველასთვის ცნობილი შეიძლება არ იყოს. ყველაზე ცნობილი, ალბათ, სასწავლო ჟურნალია, რომელსაც ყველა სკოლა, მოსწავლე, მშობელი და პედაგოგი იყენებს. უამრავი მსხვილი პროექტი გვაქვს, რომელთაგანაც ერთის გამოყოფა რთულია. ქუთაისის უნივერსიტეტიდან დაწყებული, სხვა უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტებით დამთავრებული, ტექნოლოგიურ მოწყობაზე ჩვენ ვასოცირდებით, ვინც ამ სფეროს იცნობს. ყველაზე მსხვილი პროექტები საქართველოში ჩვენ და ჩვენს რამდენიმე კონკურენტს აქვს გაკეთებული.
რა გამოწვევები და სირთულეები დგას დღეს საქართველოში IT ინფრასტრუქტურის კუთხით? და რა უნდა გაკეთდეს გამოსასწორებლად?
ყველაზე დიდი გამოწვევა კომპეტენციის დეფიციტია. უამრავი საერთაშორისო პლატფორმა არსებობს, სადაც კომპეტენტურ ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნის პროექტებზე მუშაობა შეუძლიათ. ასეთი ადამიანები გლობალურ პროექტებში არიან ჩართულნი და სულ უფრო ნაკლები კომპეტენტური რესურსი რჩება ისეთ პროექტებზე სამუშაოდ, სადაც დამკვეთი ქართული კომპანიაა. OL Academy ამ პრობლემასთან საბრძოლველადაც შეიქმნა და მიხარია, რომ ბოლო წლებში ჩვენი სასწავლო ცენტრის გარდა, კიდევ უამრავი IT სასწავლებელი შეიქმნა — სწორად მიხვდა მომწოდებელი, რომ მთავარი გამოწვევა კომპეტენციის დეფიციტია. ადრე ერთ ინტერვიუში ვთქვი, მთელი საქართველო რომ დეველოპერად გადაიქცეს, სამსახური ყველას გვექნება — იმდენად დიდია ამ კომპეტენციაზე მოთხოვნა ჯერჯერობით.
რა არის Orient Logic-ის სამომავლო გეგმა?
ჩვენი მიზნები უცხოური ბაზრების ათვისებას უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცე, არამედ დასავლეთ ევროპა. ამ კუთხით კიდევ უფრო გავაქტიურდებით, ვიდრე დღეს.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
IT ლიდერები ყოველთვის ცდილობენ, თავიანთი პროფილები და პერსპექტივები განავითარონ. ტექნოლოგიური ლანდშაფტი არ არის ერთადერთი ელემენტი, რომელიც IT დეპარტამენტში ვითარდება და არც სამხედრო სამსახურის (rank-and-file) თანამშრომლები არიან ერთადერთი IT პროფესიონალები, რომლებიც უნდა გაიზარდონ.