ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

შალვა დვალიშვილი: დეველოპერმა თავისი ინიციატივით უნდა იმუშაოს პატარა პროექტებზე

შალვა დვალიშვილი უკვე 8 წელია, პროგრამისტია. Full Stuck დეველოპერის ძირითადი სამუშაო ენა PHP-ია. პროექტების შესრულებასთან ერთად, შალვა ცოდნას, რომელიც ამ დროში დაუგროვდა, სხვა ადამიანებს გადასცემს — უძღვება კურსებს IT STEP ACADEMY-ში, ამასთან, გორში აკადემიაც გახსნა. 

dev.ge შალვა დვალიშვილს გამოცდილებაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

კომენტარის დატოვება
შალვა დვალიშვილი: დეველოპერმა თავისი ინიციატივით უნდა იმუშაოს პატარა პროექტებზე

შალვა დვალიშვილი უკვე 8 წელია, პროგრამისტია. Full Stuck დეველოპერის ძირითადი სამუშაო ენა PHP-ია. პროექტების შესრულებასთან ერთად, შალვა ცოდნას, რომელიც ამ დროში დაუგროვდა, სხვა ადამიანებს გადასცემს — უძღვება კურსებს IT STEP ACADEMY-ში, ამასთან, გორში აკადემიაც გახსნა. 

dev.ge შალვა დვალიშვილს გამოცდილებაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

მოგვიყევით აკადემიის შესახებ — რას სთავაზობთ პროგრამირების სწავლით დაინტერესებულ ადამიანებს? 

აკადემია ქალაქ გორში გავხსენით. ამ ეტაპზე მსურველებს ვთავაზობთ როგორც ონლაინ კურსებს, ისე აუდიტორიაში სწავლებას. 

სწავლის მეთოდოლოგია დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე — ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენება მოახერხონ, ლექციის პროცესი დაყოფილია რამდენიმე ეტაპად: დავალების შემოწმება, კოდის რევიუ, ახალი თეორიული მასალის ახსნა, პრაქტიკაში გამოყენება, ხოლო საშინაო დავალების სახით ახალი მასალის ირგვლივ კომპლექსური დავალებების მიცემა, რაც სტუდენტს «აიძულებს», მუდმივად იფიქროს სხვადასხვა ამოცანის გადაჭრაზე. ეს მას, თავის მხრივ, ლოგიკური აზროვნების გამომუშავებაში ეხმარება. 

რა იქნება თქვენი აკადემიის ძირითადი მისია, ფოკუსი და რა ექნება მას განსხვავებული და უნიკალური?

უამრავი სუპერ კომპანია არსებობს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, არის უამრავი სასწავლო ცენტრიც. თუმცა, ბოლო წლებია, ძირათი აქცენტი საბაზისო თეორიულ ცოდნაზე ხოლო ჩვენ გვინდა რომ ეს მიღებული ცოდნა ჩვენმა მოსწავლეებმა ერთი პროექტის კეთების დროს ისწავლონ და პრაქტიკაში გამოიყენონ. გარდა ამისა, სხვა სასწავლო ცენტრებისგან გამოვირჩევით პროფესიონალი და გამოცდილი კადრებით. ასევე, პროგრამირების სწავლით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, იმუშაოს პროექტებზე სტაჟირებით და მოემზადოს სამსახურისთვის. 

თქვენზე ვისაუბროთ — პირველად როდის დაინტერესდით პროგრამირებით და რატომ? როდის გქონდათ პირველად შეხება პროგრამირებასთან?

პირველად პროგრამირებით სკოლის პერიოდში დავინტერესდი. მიზეზი იყო ჩემი დიდი ინტერესი უშუალოდ კომპიუტერებისადმი. გადავწყვიტე, ინტერესი დამეკმაყოფილებინა და მეცადა.

რაც შეეხება პროგრამირებასთან პროფესიულ დონეზე შეხებას — ეს პირველად 2015 წელს მოხდა. მაშინ დავიწყე PHP-ის შესწავლა, შემდეგ გადავედი მის ერთ-ერთ Framework-ზე, Laravel-ზე,  ახლა კი Full-stack დეველოპერი ვარ. 

რატომ მაინც და მაინც PHP?

როდესაც პროგრამირების შესწავლა გადავწყვიტე, მოვძებნე ყველაზე მოთხოვნადი ენების სტატისტიკა, რამდენად მარტივი იყო მისი შესასწავლად და რაც მთავარია, რამდენად აგვარებდა პრობლემებს და ერგებოდა პოტენციური დამკვეთის საჭიროებებს. ბევრი ძებნის შემდეგ ვიპოვე PHP — ის გამოირჩევა უამრავი Framework-ით, რაც ამარტივებს კოდის წერას. 

რა გამოწვევები შეიძლება არსებობდეს პროგრამის შესწავლისას და რას ურჩევდით ამ პროფესიის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს?

გამოწვევაა სინტაქსური ნაწილი. რომელიც საკმაოდ რთულია ნებისმიერ პროგრამულ ენაში და ჩემი რჩევაც ის არის, რომ ამას არ შეუშინდეთ და აღიქვათ, როგორც რაიმე უცხო ენის სწავლა. გარდა ამისა არ შეუშინდეთ ბაგებს და ერორებს, რომელიც კოდის წერის დროს ხშირად წარმოაჩენს თავს. 

რა არის საჭირო პროგრამისტის პროფესიაში წარმატების მისაღწევად და დასაქმებისთვის?

ცოტა ნიჭი, ბევრი ინტერესი, დიდი ძალისხმევა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა. ასევე საჭიროა, მიღებული ცოდნა გამოვიყენოთ პრაქტიკაში, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაფართოოთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება

რა სირთულეები ახლავს ამ პროფესიას და თქვენ როგორ გაუმკლავდით მათ?

ყველაზე დიდ სირთულე გამოცდილების დაგროვებაა. დამსაქმებელი ცდილობს, იპოვოს გამოცდილი კადრი, რომელიც პროექტის აღების შემთხვევაში განსაზღვრულ დედლაინში შეძლებს გაკეთებასა და ჩაბარებას. 

მე სულ ვცდილობდი, პატარა პროექტებზე მემუშავა და ამით გამოცდილება დამეგროვებინა. კარგი პრაქტიკაა, როდესაც დეველოპერს შეუძლია, თავისივე ინიციატივით იმუშაოს პატარა პროექტებზე, მაგალითად, სტაჟიორად, რის შემდეგაც დეველოპერი ხდება გუნდის ღირებული წევრი. ამის შემდეგ მას ენიშნება სოლიდური ანაზღაურება. 

სხვადასხვა მოსაზრება არსებობს IT სფეროსთან დაკავშირებით, ნაწილი ადამიანებისა თვლის, რომ ეს მომავლის პროფესიაა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ პროფესიაზე მოთხოვნას შეამცირებს, თქვენ როგორ ხედავთ მომავალს? 

ამ კონკრეტულ მომენტში ხელოვნური ინტელექტი წარმოდგენილია, როგორც დამხმარე და არა ჩამნაცვლებელი. იმისთვის რომ ეს ყველაფერი მოხდეს, საჭიროა AI-ს იმ დონეზე განვითარება, რომ მარტივი ინსტრუქციის შემდეგ ის თავადვე აკეთებდეს ფრონტსა და ბექს. აი მაშინ ნამდვილად არ იქნება საჭირო პროგრამირება. თუმცა, არა მარტო პროგრამირება, არამედ უამრავი სხვა პროფესიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ოთო ზაკალაშვილი: ამბობენ რომ ტექში ფული მარტივად იშოვება — ასე არაა
ოთო ზაკალაშვილი: ამბობენ, რომ ტექში ფული მარტივად იშოვება — ასე არაა
თემის მიხედვით
ოთო ზაკალაშვილი: ამბობენ, რომ ტექში ფული მარტივად იშოვება — ასე არაა


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.