ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან

ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მაღალგანვითარებულად ითვლება, წარმატებით ხორციელდება. საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ქვეყანა ეტაპობრივად წინ მიიწევს. dev.ge-სთან ინტერვიუში მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტმა, დავით კიზირიამ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო დღეს უკვე აქტიურად ჩანს გლობალურ IT რუკაზე, თუმცა მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის. 

კომენტარის დატოვება
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან

ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მაღალგანვითარებულად ითვლება, წარმატებით ხორციელდება. საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ქვეყანა ეტაპობრივად წინ მიიწევს. dev.ge-სთან ინტერვიუში მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტმა, დავით კიზირიამ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო დღეს უკვე აქტიურად ჩანს გლობალურ IT რუკაზე, თუმცა მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის. 

 — რა ეტაპზე ვართ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხში?

 — უპირველეს ყოვლისა, უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს და გულისხმობს ციფრული ტრანსფორმაცია, რადგან ხშირად საზოგადოებას მისი არსი არასწორად ესმის. რეალურად, ციფრული ტრანსფორმაცია გულისხმობს არა უბრალოდ არსებული პროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციას, არამედ ბიზნესმოდელის სრულ ცვლილებას.

მაგალითად ხშირად მომყავს Wikipedia, სადაც მომხმარებელს საშუალება მიეცა, ავტორი თავად გამხდარიყო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ინკლუზიური იყოს — შეიქმნას სისტემა, როდესაც სიკეთეს მაქსიმალურად ბევრი იღებს.

არსებობს რისკი, რომ ციფრული ტრანსფორმაციის არასწორმა განვითარებამ უარყოფითი შედეგი გამოიღოს და უთანასწორობა გაზარდოს. ახალი ტერმინიც არსებობს, «ციფრული საჯარო სიკეთე», რომელიც სწორედ იმ მისიას ემსახურება, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. საქართველო და ბევრი სხვა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა რეაგირების რეჟიმშია — ახალი რეალობიდან გამომდინარე სწრაფი და გაუაზრებელი გადაწყვეტილების მიღება უწევთ. ამიტომ, შეიძლება ისედაც მცირე რესურსი არაეფექტურად იქნას გამოყენებული.

 — რა არის საჭირო ამ რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის? 

აუცილებელია, რისკები და ფაქტორები წინასწარ განისაზღვროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესში არა მხოლოდ მთავრობამ, არამედ ბევრმა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა, რაც ჩვენს ქვეყანაში იშვიათია. ერთიანი ხედვა უნდა შემუშავდეს, რაც არ გვაქვს. ამ სერვისების მფლობელი, ის, ვისაც სიტყვა უნდა ეთქმოდეს, სამთავრობო სექტორთან ერთად საზოგადოებაც უნდა იყოს. სწორედ ამ პროცესის სრულყოფისთვის შეიქმნა საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც IT სექტორსა და აკადემიას აერთიანებს.

აქტიურად არის ჩართული ეკონომიკის სამინისტროც. გასულ წელს, მათი ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო შეიქნმა, რომლის ნახევარი ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელებით, ნახევარი კი ბიზნესის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება ორგანიზაციულად ერთი ვერტიკალის აწყობას არ გულისხმობს. უფრო მოქნილი იქნება, განისაზღვროს ხედვა და ყველამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თავისი მიმართულება განავითაროს.

ამ თემებზე ივნისის ბოლოს Digital ფორუმზე ვისაუბრებთ, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. სხვადასხვა მიმართულებებზე ვიმსჯელებთ — პირველი ღია ციფრული ეკოსისტემების ფორმირება, კიბერუსაფრთხოება, რომელიც უმნიშვნელოვანესია. მეორე მიმართულება ფინანსური სექტორი და კაპიტალის ბაზარია — საერთაშორისო ექსპერტები გლობალურ სიახლეებზე ისაუბრებენ. ასევე განვიხილავთ ტელეკომუნიკაციებსა და ციფრულ ტრანსფორმაციას. მეოთხე მნიშვნელოვანი მიმართულება განათლება და უნარების განვითარებაა, რის გარეშეც ინკლუზიური ეკოსისტემის შექმნა რთულია. 

— როგორ მუშაობს «ციფრული ტრანსფორმაციის» კონსორციუმი?

— საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს «ციფრული ტრანსფორმაციის», საჯარო ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზებული ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას. კონსირციუმი არის მცდელობა მოხდეს საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდირება — აქ ერთიანდებიან IT ინდუსტრიის ვეტერანები, კვლევითი ორგანიზაციები და უნივერსიტეტები.

იდეა შესაძლებლობების გამოყენების სტრატეგიის ერთად დაგეგმვა და დეცენტრალიზებული გარემოს შექმნაა. როგორც უკვე გითხარით, ფორმალიზებული საბჭო შეიქმნა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობს. მათთან თანამშრომლობით კონსორციუმი საინტერესო მოდელებს ქმნის — მაგალითად, ქონების ეროვნული სააგენტოს ციფრული ტრანსფორმაციის მოდელი სწორედ კონსორციუმმა შეიმუშავა, რასაც საბჭოც დაეთანხმა.

 — რა გამოწვევები დგას საქართველოს ICT ბაზარზე?

Covid-ის შემდეგ IT სპეციალისტებზე მოთხოვნა გლობალურად გაიზარდა, თუმცა, მოთხოვნა უფრო მაღალი იყო, ვიდრე მიწოდება. საქართველოში კადრების დეფიციტი ისედაც შეინიშნებოდა, პანდემიამ კი სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. ბევრმა მუშაობა დისტანციურად უცხოურ კომპანიებში დაიწყო, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ადგილობრივ IT კომპანიებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. კარგად რომ გავიაზროთ, პრობლემა არა მოთხოვნის გაჩენა, არამედ ქართული კომპანიებში არსებული მდგომარეობაა — მათ საშუალება და საკმარისი ფინანსები არ აქვთ იმისთვის, რომ უცხოურ კომპანიებს კონკურენცია გაუწიონ და კადრებს შესაბამისი ანაზღაურება შესთავაზონ.

ადგილობრივი კომპანიების უმეტესობა აუთსორინგზე არიან გადართულნი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი პროდუქტების განვითარებას ხელს შეუშლის. 

ქართული IT ბაზარი ისედაც პატარა იყო. დიდი ინდუსტრიები ინდივიდუალურად მუშაობენ — მაგალითად, ენერგეტიკა, ტელეკომი, გემბლინგი, მედიცინა და საჯარო სექტორი, რომელიც IT-ის მიმართულებით ყველაზე დიდი დომეინი იყო. ისედაც ვიწრო სეგმენტს აუთსორსინგის მიმართულება დაემატა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.

  • რა გამოსავალს ხედავთ ამ ვითარებაში?

— პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა — ქართულმა კომპანიებმა ადგილობრივ სპეციალისტებს შესაბამისი ხელფასი უნდა შესთავაზონ და მათ მოზიდვაზე იზრუნონ. უნდა განისაზღვროს რისი საშუალება გვაქვს და როგორ გვსურს გლობალურ რუკაზე თავის დამკვიდრება. ხშირად ქვეყნის რეპუტაცია კომპანიების რეპუტაციაზეც ვრცელდება. სწორი ნიშა უნდა ვიპოვოთ, რაც, მაგალითად, ტაილანდმა ჩიპების ინდუსტრიის განვითარებით მოახერხა.

მთავარი ამოცანა ღია ეკოსისტემის შექმნაა, რაზეც ეტაპობრივად ვმუშაობთ. ისეთი სერვისები უნდა შეიქმნას, რომელიც მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს. ის სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ, რასაც ევროკავშირი ითხოვს, რაც კონკურენტუნარიან მოთამაშედ ჩამოგვაყალიბებს.

— კიდევ რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანაში IT სწრაფად განვითარდეს?

— უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მხოლოდ სწრაფი, არამედ ინკლუზიური განვითარება. მაგალითად, საქართველოში შეიძლება ძალიან კარგად ვცხოვრობე, მქონდეს მაღალი შემოსავალი, ფულს ქვეყანაში ვხარჯავდე. თუმცა, ეს ეკონომიკაზე არ აისახება. თუ ჩვენ ინკლუზიურ ციფრულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია ბევრი საკითხის წინასწარ განსაზღვრა. ამასთან ერთად, ქვეყანაში მხარდამჭერი სისტემებიც უნდა არსებობდეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, რაც, როგორც ინვესტორისთვის, ასევე სტარტაპებისთვისა და კომპანიებისთვის კაპიტალის მოზიდვის საშუალებას გააჩენს. უმნიშვნელოვანესია ადამიანური კაპიტალისა და უნარების განვითარება, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

— რას ითხოვენ ინვესტორები? რა პირობებს ვაკმაყოფილებთ და რას ვერ?

— საერთაშორისო ინვესტორისთვის ქვეყანაში ეკოსისტემის არსებობა უმთავრესია, რაც ერთი მხრივ, სამართლებრივ დაცულობას, ხოლო მეორე მხრივ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონას გულისხმობს — ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ინტერნეტზე მაღალხარისხიანი წვდომა და ელექტროენერგია, რომელსაც მონაცემთა ცენტრები დიდი რაოდენობით მოიხმარენ. ასევე საინტერესო შეიძლება იყოს კაპიტალზე შრომის ინსტრუმენტები, თუმცა, ამას ხშირად უფრო დიდ ყურადღებას შიდა ინვესტორები აქცევენ. ჩვენ კაპიტალის ბაზარი, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია. ერთადერთი და წამყვანი ინსტრუმენტი საბანკო სესხებია, რაც საინტერესო არ არის. არის გარკვეული ინსტრუმენტები, რომლებსაც სახელმწიფო გვთავაზობს — აწარმოე საქართველო და GITA, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას ცდილობენ, მაგრამ ეს სრულფასოვანი ეკოსისტემის შესაქმნელად საკმარისი არ არის. საერთაშორისო ინვესტორებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოში ინოვაციური სერვისების პილოტირება, რათა მომავალში გლობალურ ბაზარზე იქნას გადატანილი. იდეაში, ეს როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. 

— რა უპირატესობა აქვს საქართველოს, როგორც პატარა ბაზარს?

— პატარა ბაზრის უპირატესობა ის არის, რომ მოწინავე გადაწყვეტილებების დანერგვა ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი, რასაც «ჩამორჩენილის უპირატესობა» ეწოდება — როცა შეგიძლია, რომ სხვისი გამოცდილება გადაიაზრო და უკვე ახალი ინოვაცია დანერგო. ამის უამრავი დამტკიცებული მაგალითი არსებობს. დიდი ქვეყნებისთვის მსგავსი მიდგომა გამართლებული არ არის. მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შეგვიძლია გავიაზროთ სად ვართ, რა გამოწვევები არსებობს, რა არის ჩვენი ნიშა და რა ადგილის დაკავება გვსურს საერთაშორისო რუკაზე.

— რამდენია ეკონომიკაში IT სექტორის წილი?

— ეს ცოტა რთული საკითხია. არ არსებობს ხელშესახები სტატისტიკა და საზომი, რომელიც ზუსტად გვეტყვის რამდენია ეკონომიკაში IT სექტორის წილი. დადასტურებულად ამის თქმა რთულია. ამასთან ერთად, ცალკე ამ სექტორის გამოყოფაც აღარ არის მართებული. ყველა სფერო, მათ შორის სოფლის მეურნეობაც უკვე ტექნოლოგიებს იყენებს. ამიტომ თუ გვსურს, რომ ყველაფერი გავათანამედროვოთ და გავაციფრულოთ, IT ყველა სეგმენტში უნდა შევიდეს.

დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
თემის მიხედვით
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
თემის მიხედვით
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან


ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
როგორ იყენებდნენ ICT ტექნოლოგიებს საწარმოებში 2023 წელს
როგორ იყენებდნენ ICT ტექნოლოგიებს საწარმოებში 2023 წელს
როგორ იყენებდნენ ICT ტექნოლოგიებს საწარმოებში 2023 წელს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებოს შესახებ 2023 წელს. 
2023-ში IT სექტორის შემოსავლებმა 2.4 მლრდ ლარი შეადგინა — Galt&Taggart-ის ანგარიში
2023-ში IT სექტორის შემოსავლებმა 2.4 მლრდ ლარი შეადგინა — Galt&Taggart-ის ანგარიში
2023-ში IT სექტორის შემოსავლებმა 2.4 მლრდ ლარი შეადგინა — Galt&Taggart-ის ანგარიში
კვლევითი კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშის თანახმად, IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, აქედან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა. ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი — 26% აშშ-ში განხორციელდა, მას დიდი ბრიტანეთი — 15%) და მალტა  — 11%.
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.