ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Bard VS chatGPT — Google-მა თანამშრომლებს "სრული მობილიზაციისკენ" მოუწოდა

Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ მემორანდუმი გამოაქვეყნა და თანამშრომლებს სრული კონცენტრაციისკენა და მობილიზაციისკენ მოუწოდა — კომპანია ChatGPT-ის კონკურენტის, Bard-ის შემოწმებასა და გამოცდას იწყებს.

კომენტარის დატოვება

შიდა მემორანდუმი Google-ის ახალი ჩატბოტის დაანონსებიდან მალევე გავრცელდა. Bard მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე კვირაში იქნება.

კომპანია ინვესტორებისა და თანამშრომლების ზეწოლას განიცდიდა. ისინი მოითხოვდნენ, Google კონკურენცია გაეწია  ChatGPT-ისთვის — OpenAI-ის პროდუქტისთვის, რომელსაც მხარს Microsoft უჭერს და რომელიც მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

«მომავალ კვირას Google-ის ყველა თანამშრომლის მობილიზაციას მოვახდენთ, რათა Bard-ის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში წვლილი შეიტანონ. ჩვენ თქვენს გამოხმაურებას მოუთმენლად ველით. დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ». — წერს პიჩაი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში.

პიჩაიმ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პრაბჰაკარ რაღავანი Google-ის ბოლოდროინდელი პროგრესის შესახებ პარიზში გასამრთ ღონისძიებაზე მიმდინარე კვირის ბოლოს ისაუბრებს.

პიჩაიმ განაცხადა, Bard-ის პასუხებს მკაცრი ტესტირება და კონტროლი დასჭირდება, რათა ისინი რეალური სამყაროს შესაფერისი და მაღალი ხარისხის იყოს.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, Google-მა ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე პროექტზე მუშაობა ერთდროულად დაიწყო. მათ შორისაა ჩეტბოტი კოდური სახელწოდებით «Apprentice Bard».  ცვლილებებს ვიხილავთ საძიებო სისტემაშიც.

«წინ ბევრი საინტერესო და რთული სამუშაო გველის, რათა ეს ტექნოლოგიები სრულყოფილთან მიახლოვებული გავხადოთ. ჩვენ ამ საქმეს სრული კონცენტრაციით მივუდგებით». — განაცხადა პიჩაიმ.

მანამდე კი Microsoft-მა თავის საძიებო სისტემა Bing-ში უკვე დააინტეგრირა chatGPT. 

დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის რბოლა უკვე დაწყებულია. საინტერესოა, ვინ შეძლებს მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული საუკეთესო ჩატბოტი შესთავაზოს.

Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს სახელწოდებით — Bard
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard
თემის მიხედვით
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
თემის მიხედვით
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს რომელსაც Google უნდა მოეკლა
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
თემის მიხედვით
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»

ასევე წაიკითხეთ
Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა
Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა
Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს. დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია. 
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.