დღეიდან dev.ge-ზე ვაკანსიების გამოქვეყნება და ნახვა შეგიძლიათ — შესაბამისი სერვისი უკვე ამოქმედდა.
დღეიდან, 9 თებერვლიდან შეგიძლიათ, IT სფეროს წარმომადგენლებს თქვენს კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობები გააცნოთ — IT დამსაქმებლებისთვის სააქციო შეთავაზება გვაქვს.
დაინტერესებულ პირებს კი შეუძლიათ, გაეცნონ უკვე გამოქვეყნებულ ვაკანსიებს 👇
აქვე გაეცანით dev.ge-ის სარეკლამო შეთავაზებებს
როგორ მუშაობს jobboard
იმისთვის, რომ თქვენი ვაკანსია dev.ge-ზე გამოქვეყნდეს, უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების მენეჯერს, მარიამ გაბრელიანს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე — [email protected], ასევე, dev media-ს მოდერატორს, პოლინა მორგუნს — [email protected].
ჩვენ გთავაზობთ:
- 5 IT ვაკანსია უფასოდ ყველასთვის, ვისაც მათი გამოქვეყნების სურვილი აქვს.
- 5-ზე მეტი ვაკანსიის გამოქვეყნება შესაძლებელია Multipass-ის ყიდვის შემთხვევაში.
- თითო ვაკანსია ქვეყნდება 1 თვის ვადით.
- ვინაიდან ვაკანსიების სერვისს თებერვალში ვუშვებთ, გთავაზობთ ვაკანსიების ულიმიტო რაოდენობის განთავსების შესაძლებლობას.
💻 ვაკანსიები უნდა იყოს წარმოდგენილი ასეთი ფორმატით 👇
ვაკანსია
- სამუშაოს დასახელება; სპეციალობა;
- საჭირო სამუშაო გამოცდილება (სტაჟიორი, უმცროსი, საშუალო, უფროსი ან გუნდის ლიდერი);
- ქვეყანა და ქალაქი, სადაც საჭიროა სპეციალისტი (თუ ვაკანსია ითვალისწინებს დისტანციური მუშაობის ფორმატს, მაშინ მიუთითეთ მხოლოდ ქვეყანა);
- სამუშაო ფორმატი (დისტანციური, საოფისე, ნაწილობრივი დისტანციური);
- დასაქმების ტიპი: (სრული განაკვეთი, ნახევარ განაკვეთი, სტაჟირება);
- ხელფასი (სურვილისამებრ);
- განთავსების ვადა: (15 ან 30 დღე);
- აღწერა (უნდა შეიცავდეს მინიმუმ 500 სიმბოლოს. ტექსტში უმჯობესია, მიუთითოთ პროექტი, რომლისთვისაც ეძებთ პიროვნებას, მოსალოდნელი უნარები და მოთხოვნები კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისთვის.
გირჩევთ, დეტალურად აღწეროთ სამუშაო პირობები. რაც უფრო მეტი ინფორმაციაა სამუშაოს აღწერაში, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ მიიღოთ ბევრი გამოხმაურება და იპოვოთ სასურველი კადრი.
დამსაქმებელი
- ვაკანსიის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი;
- თანამდებობა;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი).
კომპანია
- კომპანიის სახელი;
- დასაქმებულთა რაოდენობა;
- კომპანიის LinkedIn-ის გვერდის ან ვებსაიტის ბმული;
- ლოგო (240×240, PNG ან JPEG ფორმატი, 5 მბ-მდე);
- მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ (სურვილისამებრ) — 500 სიმბოლომდე.