ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე

ხელოვნური ინტელექტით ფოტოების გენერირება უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. ინვესტორების მხარდაჭერიდან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტის გენერატორები ფულის გამომუშავების გზადაც იქცა. მათი გაყიდვის შესაძლებლობასთან ერთად სიტუაცია გართულდა.

კომენტარის დატოვება
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე

ხელოვნური ინტელექტით ფოტოების გენერირება უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. ინვესტორების მხარდაჭერიდან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტის გენერატორები ფულის გამომუშავების გზადაც იქცა. მათი გაყიდვის შესაძლებლობასთან ერთად სიტუაცია გართულდა.

2022 წლის დეკემბრის დასაწყისში Adobe-მ მხარდაჭერა გამოუცხადა ხელოვნური ინტელექტით შექმნილ გამოსახულებებს, რამაც კარი გაუხსნა ძალიან ბევრ ხელოვანს, დაეწყოთ AI-ის მიერ შექმნილი სურათების გაყიდვა და თანხის გამომუშავება. 

სწორედ ამან გამოიწვია უთანხმოება, გაჩნდა მოპარვის ბრალდებები და დაიწყო კამათი იმაზე, თუ რეალურად ვის ეკუთვნის ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული გამოსახულებები.

ბენი-კაშტანოვას ქეისი

ბრაიან პენიმ და კრის კაშტანოვამ ერთმანეთს Facebook ჯგუფით 2022 წლის სექტემბერში გაიცნეს. ჯგუფი ხელოვნური ინტელექტის გენერირების საზღვრების გაზრდის თემატიკას ეხებოდა.

პენიმ მალევე დაიწყო სურათების გენერატორებთან ხელოვნური ინტელექტით მუშაობა და თავისი გამოცდილება ჯგუფის წევრებს გაუზიარა.

კაშტანოვა, რომელიც  დაინტერესებულ ადამიანებს AI გენერირების სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებოდა, პენისთან ერთად მუშაობდა კონტენტის შექმნაზე, რომელსაც მოგვიანებით YouTube ვიდეოებად აქცევდა.

კაშტანოვაც და პენიც აქტიურად საუბრობდნენ Facebook ჯგუფში და საბოლოოდ, ორივე შეუერთდა დისკორდის Adobe-ის მიერ შექმნილ სერვერს, რომელშიც გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის საფონდო საიტებზე, მათ შორის Adobe Stock-ზე განთავსება განიხილებოდა. 

როგორ გავყიდოთ მომგებიანად გამოსახულებები ფოტოები და ვიდეოები
როგორ გავყიდოთ მომგებიანად გამოსახულებები, ფოტოები და ვიდეოები
თემის მიხედვით
როგორ გავყიდოთ მომგებიანად გამოსახულებები, ფოტოები და ვიდეოები

რამდენიმე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კაშტანოვამ მოახერხა Adobe-ის ყურადღების მიპყრობა და კომპანიამაც დაიწყო მასთან პირდაპირი თანამშრომლობა იმ მიზნით, რომ შეექმნათ უფრო მეტი ვიდეო და გაეზარდათ ადამიანების ინტერესი Adobe Stock-ზე კონტენტის განსათავსებლად.

პროცესში კაშტანოვამ აღმოაჩინა, რომ Adobe ეძებდა გზებს გარკვეული სურათების ბაზარზე გამოტანისთვის და აპირებდა კონკრეტული მხატვრებისა და სურათების გაყიდვას.

ამას მოჰყვა ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ნამუშევრების ოფიციალური მხარდაჭერა Adobe Stock-ზე, რაც კომპანიამ 5 დეკემბერს გამოაცხადა.

სწორედ ამ დროს იჩინა თავი უთანხმოებამ პენისა და კაშტანოვას შორის. კაშტანოვას თქმით, ის ცდილობდა, დახმარებოდა პენის, რომ მისი Adobe Stock ბიბლიოთეკა უფრო მიმზიდველი ყოფილიყო აუდიტორიისთვის.

პენი კი მიიჩნევს, რომ  კაშტანოვას მიზანი მისი ანგარიშის კონკურენტუნარიანობის შემცირება იყო.

Adobe ამბობს, რომ ისედაც აპირებდა პენის ბიბლიოთეკაში არსებული გამოსახულებების ნაწილის ამოღებას, ვინაიდან ამ ბიბლიოთეკაში ბევრია ისეთი გამოსახულება, რომელიც ვიზუალურად Pixar-ის პერსონაჟებს წააგავს. სწორედ ამ სურათების წაშლა სურდა Adobe-ს.

პენის თქმით კი, Adobe-მ მოიპარა მისი იდეა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათების საფონდო დანიშნულებით გამოყენების შესახებ.

ასევე, პენის თქმით, კაშტანოვამ მოიპარა მისი მეთოდიკა, რომლითაც ის ამუშავებდა AI სურათებს და რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკმაოდ მოთხოვნადი სურათების გენერირება. 

კაშტანოვა, თავის მხრივ ამბობს, რომ პენის ეს ინფორმაცია საჯარო ჯგუფში ჰქონდა გაზიარებული.

ბრაიან პენის AI გენერირებული სურათების ბიბლიოთეკა

მათი დიდი უთანხმოების მიუხედავად, იბადება ერთ შეკითხვა:

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათების შემთხვევაში, რა შეიძლება ჩაითვალოს შემქმნელის საკუთრებად?

ის, თუ როგორ შეიძლება მოვარგოთ საავტორო უფლებები ხელოვნურ ინტელექტს, ვრცელი და რთული საკითხია. ტექნოლოგია იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ვერ მოხერხდა სათანადო კანონების შემუშავება ნამუშევრების ფლობასთან დაკავშირებით.

პრესის ფოტოგრაფების ეროვნული ასოციაციის გენერალური მრჩეველი, მიკი ჰ. ოსტერრაიხერი Petal Pixel-თან საუბრისას ამბობს, რომ კანონი უნდა დაეწიოს ტექნოლოგიას. ოსტერრაიხერის მოსაზრებას იზიარებს ამერიკული მედიის ფოტოგრაფების საზოგადოების მთავარი იურიდიული ოფიცერი, თომას მადრეი.

«საავტორო უფლებების კანონი არ არის მზად იმ ხელოვანების ან მომხმარებლების დასაცავად, რომლებიც ახლა იყენებენ ხელოვნური ინტელექტის გენერატორს. სამწუხაროდ, ბევრი ფაქტორის გადაწყვეტა არა საავტორო უფლებებით, არამედ სასამართლო პროცესებით იქნება საჭირო».

საავტორო უფლებების კანონი იცავს იმ ხელშესახები ნამუშევრების ავტორებს, რომლებმაც თავდაპირველად შექმნეს ისინი. 

«იდეას ვერ მიანიჭებ საავტორო უფლებას. უნდა არსებობდეს რაიმე ხელშესახები, რასაც სხვაც დაინახავს. ასე მუშაობს კანონი». — ამბობს ოსტერრაიხერი.

თომას მადრეი ამბობს, რომ NFT-ის მსგავსად, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათებიც აჩენს ძალიან ბევრ შეკითხვას საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, რომლებსაც პასუხი არ აქვს.

«იმის გასაგებად, უნდა არსებობდეს თუ არა ხელოვნური ინტელექტით შექმნილ გამოსახულებებზე საავტორო უფლებები, შეგვიძლია რამდენიმე წლის წინანდელი მაგალითი გავიხსენოთ. საქმე ეხება მაიმუნს, რომელმაც სურათი გადაიღო და როდესაც დადგა საავტორო უფლებების მისთვის მინიჭების საკუთხი, პასუხი იყო — არა, რადგან ფოტოსურათის ავტორი არ იყო ადამიანი. სულ რაღაც ორი კვირის წინ საავტორო უფლებების ოფისმა გააუქმა მინიჭებული საავტორო უფლება, რადგან გაირკვა, რომ ნამუშევარი ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი». — ამბობს თომას მადრეი.

ამ ეტაპისთვის, საავტორო უფლებების კანონი იცავს მხოლოდ იმ ნამუშევრებს, რომლებსაც ადამიანები ქმნიან. საავტორო უფლებები არ გაიცემა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ნამუშევრებზე. კონგრესში არსებობს ხელოვნური ინტელექტის ჯგუფი, რომელიც იწყებს ამ საკითხის განხილვას. თუმცა, საავტორო უფლებების დეპარტამენტი აპირებს კითხვის დასმას, რატომ შეიქმნა ესა თუ ის ნამუშევარი ხელოვნური ინტელექტმა და არა — ადამიანმა. 

საავტორო უფლებების რაობაზე პასუხი არ აქვს Adobe-საც. მათი თქმით, იგივე მიდგომა აქვთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართ, როგორიც სხვა ტიპის კონტენტთან მიმართებაში. ვინაიდან, ადამიანები აგზავნიან გენერაციულ AI კონტენტს, რომელიც შემუშავებულია მესამე მხარის ინსტრუმენტების გამოყენებით, Adobe ვერ აწონ-დაწონის კონტენტში ჩართულ საკუთრების უფლებებს. მიუხედავად ამისა, Adobe Stock-ზე მასალის გაგზავნისას, მომხმარებლები აცხადებენ, რომ ფლობენ ამ კონტენტს ან აქვთ მფლობელობის უფლება. ასევე, მასალა არ არღვევს მესამე მხარის უფლებას.

მთლიანობაში Adobe Stock არ არის მზად საკუთრების შესახებ ზუსტი გადაწყვეტილების მისაღებად.

პასუხები არ ჩანს

იმ საკითხების უმრავლესობა, რის გარშემოც ახლა კითხვები არსებობს არა კანონმდებლობის, არამედ ეთიკის საგანია. როგორც მადრეიმ აღნიშნა, რომ წესების უმეტესობა ვერ დადგინდება მანამ, სანამ ადამიანები ერთმანეთს სასამართლოში არ უჩივლებენ და შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით არ დადგინდება რაიმე კანონი. მიუხედავად ამისა, სასამართლოსაც გადაწყვეტილების მიღებისას დასჭირდება კონსულტაცია საავტორო უფლებების ოფისთან, რომელიც, დიდი ალბათობით, არ დაადასტურებს ამ უფლებას.

«ამ პროცესს წლები დასჭირდება და ეჭვგარეშეა, რომ ახალი ტექნოლოგიები დაბნეულობას კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს». — ამბობს თომას მადრეი.

DALL·E 2 - ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
თემის მიხედვით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
Lensa-მ შესაძლოა შიშველი ფოტოები  მომხმარებლის ნებართვის გარეშე დააგენერიროს
Lensa-მ, შესაძლოა, შიშველი ფოტოები მომხმარებლის ნებართვის გარეშე დააგენერიროს
თემის მიხედვით
Lensa-მ, შესაძლოა, შიშველი ფოტოები მომხმარებლის ნებართვის გარეშე დააგენერიროს
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის
თემის მიხედვით
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.