ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Bing-მა GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა

Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing ბოლო ათწეულის განმავლობაში ყურადღების ცენტრში პირველად მოექცა, კერძოდ მას შემდეგ, რაც GPT ტექნოლოგიით მხარდაჭერილი ინტერფეისი გამოუშვა. თუმცა, აქამდე ტექნოლოგიური გიგანტი საკითხს ფრთხილად ეკიდებოდა. მომხმარებლებისთვის მომლოდინეთა სიაც (waiting list) ჰქონდა, რომელიც 15 მარტს გააუქმა.

კომენტარის დატოვება

OpenAI-ის მთავარმა ინვესტორმა, Microsoft-მა, GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე წვდომა ნებისმიერ მსურველს ექნება. Windows Central-მა, რომელმაც ეს ცვლილება პირველმა შენიშნა, თქვა, რომ მომხმარებლებს ახალი Bing-ის გამოცდისთვის ლოდინი აღარ სჭირდებათ. 

მიუხედავად იმისა, რომ Bing-ის ახალი ვებ-გვერდი ჯერ კიდევ აჩვენებს ღილაკს — «შეუერთდი მომლოდინე სიას» —  შეგიძლიათ შეხვიდეთ და მასზე წვდომა მყისიერად მიიღოთ. 

Microsoft ხუთშაბათს ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, სადაც მთავარი სასაუბრო თემა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი იქნება. კომპანია აქამდე ძირითადად Microsoft 356 (Office)-ზე და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იყო კონცენტრირებული, თუმცა გასაკვირი არ იქნება, თუ Bing–თან დაკავშირებულ განცხადებასაც მოვისმენთ.

სიეტლში დაფუძნებული კომპანია იმისთვის იბრძვის, რომ AI-ზე მომუშავე ჩათბოტი თავის ბევრ სერვისში ინტეგრირდეს. გასულ თვეში, Microsoft-მა Windows 11-ის ამოცანების პანელში GPT-4-ით აღჭურვილი ბოტი წარადგინა. ამ კვირის დასაწყისში კი, Edge ბრაუზერის სტაბილურმა ვერსიამ Bing AI ჩატბოტის ფუნქცია მიიღო. 

OpenAI-ის შემუშავებულმა ტექნოლოგიამ Bing-ს მეორე სიცოცხე აჩუქა. მას ყოველდღიურად 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. გასაკვირია არაფერია, თუ ხელოვნური ინტელექტის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს გავითვალისწინებთ. 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ Bing-საც და AI-ით მხარდაჭერის სხვა ტექნოლოგიებსაც სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ბერვი უკლიათ. ეს მხოლოდ დასაწყისია იმ სანახაობისა, რომელიც გველის.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
თემის მიხედვით
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Microsoft Internet Explorer-ს თქვენი კომპიუტერებიდან წაშლის
Microsoft Internet Explorer-ს თქვენი კომპიუტერებიდან წაშლის
თემის მიხედვით
Microsoft Internet Explorer-ს თქვენი კომპიუტერებიდან წაშლის

ასევე წაიკითხეთ
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება. ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი —  GPT-4. რას შეიძლება  ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?
LinkedIn გენერაციულ AI ასისტენტს აფართოებს
LinkedIn გენერაციულ AI ასისტენტს აფართოებს
LinkedIn გენერაციულ AI ასისტენტს აფართოებს
GPT-4 გამოვიდა
GPT-4 გამოვიდა
GPT-4 გამოვიდა
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.