ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

GPT-4 გამოვიდა

14 მარტს ხელოვნური ინტელექტის კვლევითმა ლაბორატორია OpenAI-მ ენობრივი პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი ვერსია — GPT-4 გამოუშვა. კომპანიის განცხადებით, GPT 4 ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდი ტალღის ტექნიკურ და ეთიკურ საზღვრებს გასცდება.

კომენტარის დატოვება

OpenAI-ის წინა პროდუქტმა, ChatGPT-მ, საზოგადოება ელეგანტური წერის გენერირების საოცარი უნარით მოხიბლა, კოლეჯის ესეების, სცენარებისა და საუბრების ვირუსული ტალღა გააჩინა — თუმცა იგი ძველი თაობის ტექნოლოგიას ეყრდნობოდა, რომელიც ხშირად ცდებოდა.

ამის საპირისპიროდ, GPT-4-ს უახლესი სისტემა აქვს, რომელსაც, არა მხოლოდ სიტყვებისა და წინადადებების შექმნა შეუძლია, არამედ ადამიანის მარტივი წერილობითი ბრძანებების საპასუხოდ სურათები აღწერაც. 

მაგალითად, როდესაც ფოტოზე კრივის ხელთათმანია გამოსახული, რომელიც ხეზეა ჩამოკიდებული, ხოლო დაბლა შეყვარებული წყვილი ზის, ადამიანს შეუძლია იკითხოს, რა მოხდება, თუ ხელთათმანი ჩამოვარდება, და GPT-4 უპასუხებს, რომ ის ფოტოზე გამოსახულ ერთ-ერთ პიროვნებას დაეცემა.

დეველოპერები მომხმარებლებს დაჰპირდნენ, რომ ტექნოლოგია მათ სამუშაოსა და ცხოვრებაში რევოლუციას მოახდენს. თუმცა, ამ დაპირებებმა შფოთვაც გააჩინა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ ადამიანები, რომ საშინლად დახვეწილ მანქანებს კონკურენცია გაუწიონ.

სან-ფრანცისკოს ლაბორატორიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ GPT-4-ის მულტიმოდალური სწავლება მას საშუალებას მისცემს, მხოლოდ ჩათის ფუნქციას გაექცეს და თავი ფერებისა და გამოსახულების სამყაროში დაიმკვიდროს. აღნიშნეს, რომ ის თავისი განსჯის გაფართოებული შესაძლებლობებით ChatGPT-ის უკან მოიტოვებს.

მაგრამ კომპანია გამოსახულების აღწერის ფუნქციის გამოშვებას არ ჩქარობს და მიზეზად შესაძლო ბოროტ და არამიზნობრივ გამოყენებას ასახელებს. GPT-4 ვერსია, რომელიც OpenAI-ის სააბონენტო სერვისის წევრებისთვის (ChatGPT Plus) არის ხელმისაწვდომი, მხოლოდ ტექსტის გენერირებას გვთავაზობს.

OpenAI-ის მკვლევარმა, სანდჰინი აგარვამ 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ კომპანიამ ფუნქცია პოტენციური რისკების უკეთ გასააზრებლად შეაჩერა. როგორც თავად ხსნის, ტექნოლოგიის გამოყენება მასობრივი მეთვალყურეობისთვის თავისუფლად შეიძლება.

თავის ბლოგ პოსტში OpenAI-მ მიუთითა, რომ GPT-4 წინა ვერსიების შეცდომებს ჯერ კიდევ იმეორებს, მათ შორის ჰალუცინაციურ სისულელეებს, სოციალურ მიკერძოებას აგრძელებს და მომხმარებლებს ცუდ რჩევებს სთავაზობს. მას ცოდნა მხოლოდ იმ მოვლენების შესახებ აქვს, რომლებიც 2021 წლის სექტემბრის შემდეგ მოხდა. არ სწავლობს გამოცდილებიდან, ამიტომ ადამიანები მას რაიმე ახალს ვერ ასწავლიან.

Microsoft-მა OpenAI-ში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო იმ იმედით, რომ მისი ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის არსებობის ისტორიაში საუკეთესო იქნება და AI რუკაზე მოწინავე ადგილს დაიკავებს. 

ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა მიღწევებმა, ChatGPT-ის უზარმაზარ პოპულარობასთან ერთად, AI დომინირების მომავალთან დაკავშირებით მრავალმილიარდ დოლარიანი რბოლის დაწყებაც გამოიწვია და ახალი პროგრამული გამოშვებები მთავარ სპექტაკლებად გადააქცია.

OpenAI 2015 წელს დაარსდა, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯადოქარი მალლევე გახდა. მისი შექმნილი პროდუქტებიდან ყველაზე პოპულარული, ცხადია, ChatGPT-ია (შეუძლია ადამიანთან საუბარი), ასევე GitHub Copilot (შეუძლია, პროგრამირების კოდი დაწეროს) და DALL-E 2 (ფოტორეალისტური სურათებს ქმნის).

წლების განმავლობაში, კომპანიამ თავისი მიდგომა პოტენციური სოციალური რისკების მიმართ რადიკალურად შეცვალა. 2019 წელს კომპანიამ GPT-2-ის გამოშვებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს იმდენად კარგი პროდუქტი იყო, რომ იმ დროისთვის გარკვეულ პრობლემებს შექმნიდა. 

პაუზა დროებითი აღმოჩნდა. ნოემბერში, ChatGPT-იმ, რომელიც თავდაპირველად 2020 წელს გამოვიდა, მისი საჯარო გაშვებიდან რამდენიმე დღეში მილიონობით მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
OpenAI-ის GPT 4 2023 წლის მარტის შუა რიცხვებში გამოვა
OpenAI-ის GPT 4 2023 წლის მარტის შუა რიცხვებში გამოვა
თემის მიხედვით
OpenAI-ის GPT 4 2023 წლის მარტის შუა რიცხვებში გამოვა
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
თემის მიხედვით
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
თემის მიხედვით
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Google ChatGPT-სთან საბრძოლველად წარუმატებელი Google + -ის დაბრუნებას განიხილავს
Google ChatGPT-სთან საბრძოლველად წარუმატებელი Google + -ის დაბრუნებას განიხილავს
თემის მიხედვით
Google ChatGPT-სთან საბრძოლველად წარუმატებელი Google + -ის დაბრუნებას განიხილავს

ასევე წაიკითხეთ
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.