ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ფილმები, რომელიც ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს მოეწონებათ

ლუმიერების პირველი კინო ჩვენებიდან Imax სეანსებამდე ტექნოლოგიებმა სამყარო მოიცვა და ეს ორი სფეროც ერთმანეთთან დაკავშირებული გახდა. რაც უფრო მეტად ვითარდება ერთი, მით უფრო იზრდება მეორეც და ამას უკვე ვეღარავინ შეაჩერებს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც კინო და ტექნოლოგიები ერთნაირად უყვარს, გადავწყვიტე იმ ფილმების სია შემედგინა, რომელიც ორივე სფეროს აერთიანებს და დროის სასიამოვნოდ გაყვანაში ნამდვილად დაგეხმარებათ. 

კომენტარის დატოვება

გაფრთხილება: ამ სიაში ვერ შეხვდებით ვერც მატრიცას, ვერც Blade Runner-ს და ვერც სხვა საკულტო ფილმებს, რადგან მათ შესახებ აუცილებლად ცალკე უნდა მოგიყვეთ.

მაშ ასე, დავიწყეთ: 

Her

მოდით ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმით დავიწყებ ამ სიას. სპაიკ ჯონსის Her ხოაკინ ფენიქსის, სკარლეტ იოჰანსონის, ემი ადამსისა და რუნი მარას მონაწილეობით ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ ერთ-ერთ გამორჩეულ კინოსურათად, რომელიც გვიჩვენებს რა შეიძლება მოხდეს ისეთ სამყაროში, სადაც ყველაფერი კომპიუტერიზებულია. სამყაროში, სადაც შეიძლება შენი ვირტუალური ასისტენტი შეგიყვარდეს. Her ძალიან სევდიანი, მელანქოლიური ფილმია დიდ სიყვარულზე, რომელიც რეალობად არასდროს იქცევა.

Ex Machina

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, საინტერესო და პოპულარული კინოსურათი გვიყვება ახალგაზრდა პროგრამისტზე, რომელსაც შანსი მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს სარისკო ექსპერიმენტში. მთელი სეანსის განმავლობაში მაყურებელს ერთადერთი კითხვა აწუხებს, რეალურად ადამიანები მართავენ ჭკვიან ანდროიდებს თუ პირიქით. შეუძლებელია, თითქმის ორი საათის განმავლობაში — Ex Machine-ის ყურების დროს მოიწყინოთ.

Tron

სტივენ ლისბერგერის ფილმი 1982 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლს ჯეფ ბრიჯესი ასრულებს. Tron გვიყვება ამბავს პროგრამისტზე, რომელიც თავისივე შექმნილ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გაიჭდება და იქიდან თავის დაღწევას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ფილმმა არც თუ ისე დიდი გამოხმაურება მოიპოვა, დღეს ის ერთ-ერთ საკულტო ფილმად ითვლება და სხვადასხვა გამოცემები IT სპეციალისტებს კინოსურათის ყურებას ურჩევენ იმისთვის, რომ მიხვდნენ, როგორ შეიძლება გამოიყენონ თავიანთი ცოდნა.

Johnny Mnemonic

1995 წელს გადაღებულ რობერტ ლონგოს კიბერპანკ ფილმში მთავარ როლს კიანუ რივზი ასრულებს და გვიყვება ისტორიას ე.წ. მონაცემების შემნახველ კურიერზე, რომელსაც მიღებული ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების დახმარებით საკუთარ გონებაში შეჰყავს და იქ ინახავს იქამდე, სანამ მისი გამოყენება ვინმესთვის საჭირო არ გახდება.

Anon

ენდრიუ ნიკოლის ფილმი გვიყვება სამყაროზე, სადაც კრიმინალი აღარ ხდება, სადაც ყველა მოქალაქის თითოეული ნაბიჯი კონტროლდება და იწერება. თუმცა, ერთ დღესაც, ერთ-ერთი დეტექტივი აღმოაჩენს, რომ არსებობს ერთი ქალი, რომლის შესახებაც ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში ვერ პოულობენ. ფილმში მთავარ როლებს ამანდა სეიფრიდი და კლაივ ოუენი ასრულებენ და ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ გამორჩეულ კინოსურათად, რომელიც მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.

Minority Report

სტივენ სპილბერგის გასაოცარი ნამუშევარი ტომ კრუზის მონაწილეობით გვიყვება ამბავს, სადაც სპეციალური ტექნოლოგიების დახმარებით პოლიციას აქვს შესაძლებლობა დანაშაულები მის ჩადენამდე აღკვეთოს. თუმცა, მალევე მთვარი პერსონაჟი ერთი შეხედვით გამართულ პროგრამაში ბზარს აღმოაჩენს და თავად გახდება ამ მიღწევის მსხვერპლი.

A.I. Artificial Intelligence

ამ სიას სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი შედევრის გარეშე ვერ დავასრულებდი. ბრაიან ოლდისის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი ჰეილი ჯოელ ოსმენტის, ჯუდ ლოუს, ფრენსის ო'კონორის, ბრენდან გლისონისა და უილიამ ჰარტის მონაწილეობით ნებისმიერი მაყურებლისთვის ნამდვილი გამოცდილება იქნება. ფილმი გვიყვება იმ დროზე, როდესაც ადამიანებმა გადაწყვიტეს მათი მსგავსი რობოტების შექმნა. მათი ერთ-ერთი ქმნილება კი დევიდია, რომელსაც ყველა ის ემოცია და გრძნობა უჩნდება, რაც ნამდვილ ადამიანს აქვს, მისი მთავარი ოცნება კი ნამდვილ ბიჭად გადაქცევაა. ფილმზე მუშაობა თავდაპირველად სტენლი კუბრიკმა დაიწყო, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ადგილი სპილბერგმა დაიკავა.

ბონუსი: Simone

რადგან სულ დრამები და თრილერები შემოგთავაზეთ, ბონუსად ალ პაჩინოს მონაწილეობით გადაღებული Simone მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც dev.ge-ის მთავარი რედაქტორის, თამთა ნაჭყებიას ერთ-ერთი ფავორიტი ფილმიც არის და მოდით, არც მას ვაწყენინოთ. Simone გვიყვება ამბავს წარუმატებელ რეჟისორზე, რომელიც ვერაფერ ახალს ვეღარ იღებს და ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით შექმნის მსახიობს — სიმონას, რომელსაც ყველაფერი აქვს რაც ჭეშმარიტ ვარსკვლავს სჭირდება. თუმცა, საინტერესოა, რამდენ ხანს მოახერხებს რეჟისორი ამ ტყუილის დამალვას?!

8 ფილმი IT ინდუსტრიაზე
8 ფილმი IT ინდუსტრიაზე
თემის მიხედვით
8 ფილმი IT ინდუსტრიაზე

ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.