ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

2023 წლის 10 საუკეთესო ტექნოლოგიური ტენდენცია

2022 წელი ტექნოლოგიური სფეროსთვის არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. დაიწყო ბევრი საინტერესო და რთული პროცესი, რომელიც 2023 წელსაც გაგრძელდება.

ყველას აინტერესებს, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ციფრული სამყარო როგორ ჩამოყალიბდება, რა გზით განვითარდება და რა სახეს მიიღებს.

კომენტარის დატოვება

რომელი ტექნოლოგია იპყრობს ხალხის ყურადღებას? რისთვის უნდა იყვნენ მზად ბიზნეს ლიდერები? 

გთავაზობთ ათ ძირითად ტექნოლოგიურ ტენდენციას, რომელსაც 2023 წელს ყურდღება უნდა მიაქციოთ.

AI ყველგან

2023 წელს ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციებში რეალური გახდება. No Code AI, თავისი სიმარტივით, ნებისმიერ ბიზნესს საშუალებას მისცემს, საკუთარი ძალები უფრო ინტელექტუალური პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად გამოიყენონ.

ამ ტენდენციას საცალო ბაზარზე უკვე ვხვდებით. მაგალითად, პერსონალური სტილის შერჩევის სერვისი, Stitch Fix, AI მხარდაჭერილ ალგორითმებს იყენებს, რათა მომხმარებლებს, ტანსაცმლის ზომის შესაბამისად, რეკომენდაცია გაუწიონ.

უკონტაქტო, სრულად ავრომატიზირებული შოპინგი და მიწოდება 2023 წლის კიდევ ერთი უზარმაზარი ტენდენცია იქნება. AI  მომხმარებლებს საქონლისა და მომსახურების გადახდასა და მიღებას გაუმარტივებს.

No-Code განვითარების საუკეთესო ინსტრუმენტები 2023 წლისთვის
No-Code განვითარების საუკეთესო ინსტრუმენტები 2023 წლისთვის
თემის მიხედვით
No-Code განვითარების საუკეთესო ინსტრუმენტები 2023 წლისთვის

მეტავერსის ნაწილები რეალური გახდება

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მეტავერსი გლობალურ ეკონომიკას 2030 წლისთვის 5 ტრილიონ დოლარს დაამატებს, ხოლო 2023 იქნება წელი, რომელიც მეტავერსის მომდევნო ათწლეულის მიმართულებას ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

გაძლიერებული რეალობისა (AR) და ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგია წინსვლას გააგრძელებს. ერთ-ერთი სფერო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, არის სამუშაო გარემო მეტავერში — 2023 წელს უფრო სრულყოფილი შეხვედრების გარემო შეიქმნება, სადაც ერთად ფიქრი საუბარი და შექმნა შეგვეძლება.

მეტავერსის ავატარებიც ბევრად დაიხვეწება. მეტიც, შეიძლება ის გამოიყურებოდნენ, როგორც ადამიანები რეალურ სამყაროში და ჩვენი მიმიკები, ჟესტები და სხეულის ენა სრულყოფილად გადმოსცენ.

აღწერილი პროცესები უკვე დაწყებულია, რაც 2023 წელს საქმეს გაამარტივებს. მაგალითად, საკონსულტაციო გიგანტმა, Accenture-მა, მეტავერსული გარემო, სახელწოდებით Nth Floor უკვე შექმნა ამ ვირტუალურ სამყაროში რეალური ოფისების ასლებია წარმოდგენილი, ამიტომ ახალ დაქირავებულებსა და ამჟამინდელ თანამშრომლებს შეუძლიათ  HR-თან დაკავშირებული საკითხები ფიზიკურ ოფისში ყოფნის გარეშე შეასრულონ.

საქართველოში ჩატარდა პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში
საქართველოში ჩატარდა პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში
თემის მიხედვით
საქართველოში ჩატარდა პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში

პროგრესი Web3-ში

2023 წელს ბლოკჩეინის ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განვითარდება, რადგან კომპანიები უფრო დეცენტრალიზებულ პროდუქტებსა და სერვისებს შექმნიან.

მაგალითად, ამ დროისთვის, ჩვენ ყველაფერს cloud-ში ვინახავთ — თუმცა, თუ მონაცემთა შენახვის დეცენტრალიზებას მოვახდენთ და ამ მონაცემებს ბლოკჩეინის დახმარებით დავშიფრავთ, ჩვენი ინფორმაცია არა მხოლოდ უსაფრთხო იქნება, არამედ მასზე წვდომისა და ანალიზის ინოვაციური გზებიც გვექნება.

NFT-იც ახალი წლიდან უფრო პრაქტიუკული გახდება. NFT შეიძლება ბევრ ციფრულ პროდუქტთან და სერვისთან ურთიერთობისთვის იმაზე მეტად გამოგვადგეს, ვიდრე აქამდე.

Web 3.0 - დიდებული და საზარელი - რა არის და როდის ველოდოთ მის “მოსვლას”
Web 3.0 — დიდებული და საზარელი — რა არის და როდის ველოდოთ მის «მოსვლას»
თემის მიხედვით
Web 3.0 — დიდებული და საზარელი — რა არის და როდის ველოდოთ მის «მოსვლას»

ხიდი ციფრულ და ფიზიკურ სამყაროებს შორის 

ამ ორ სამყაროს შორის ჩამოყალიბებულ ხიდს უკვე ვხედავთ და ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება. შერწყმის 2 კომპონენტი გვაქვს: ციფრული ტყუპი ტექნოლოგია და 3D ბეჭდვა.

ციფრული ტყუპები რეალურ სამყაროში პროცესების, ოპერაციებისა ან პროდუქტების ვირტუალური სიმულაციებია, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უსაფრთხო ციფრულ გარემოში ახალი იდეების შესამოწმებლად.

დიზაინერები და ინჟინრები ამ ტექნოლოგიას ვირტუალურ სამყაროში ფიზიკური ობიექტების ხელახლა შესაქმნელად იყენებენ, რათა ისინი რეალურ ცხოვრებაში ჩასატარებელი ექსპერიმენტების მაღალი ხარჯების გარეშე გამოსცადონ.

ვირტუალურ სამყაროში ტესტირების შემდეგ, ინჟინრებს კომპონენტების შეცვლა და 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის დახმარებით, მათი რეალურ სამყაროში შექმნა შეუძლიათ.

მაგალითად, ფორმულა 1-ის გუნდები ამჟამად მონაცემებს აგროვებენ, რომლებიც რბოლის დროს სენსორების დახმარებითაა გადაცემული. ამით იგებენ სხვადასხვა ამინდსა და კონდიციებში, მანქანა როგორ მოძრაობს. სხვადასხვა სცენარებს განიხილავენ, რათა დიზაინში ოპტიმალური ცვლილება შეიტანონ. ბოლო ეტაპზე კი, ტესტირების შედეგების საფუძველზე, 3D პრინტერით ნაწილებს ბეჭდავენ

რედაქტირებადი ბუნება

ჩვენ ისეთ სამყაროში ვიცხოვრებთ, სადაც ცვლილებების შეტანა ნივთებში, მცენარეებსა და ადამიანებშიც კი შეგვეძლება. ნანოტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს მასალები სრულიად ახალი ფუნქციებით შევქმნათ, როგორიცაა წყალგამძლეობა და თვითგანკურნების შესაძლებლობები.

CRISPR-Cas9 რამდენიმე წელია არსებობს, მაგრამ 2023 წელს ჩვენ გენის რედაქტირების ახალ ტექნოლოგიას ვიხილავთ, რომელიც დნმ-ის შეცვლით «ბუნების რედაქტირების» შესაძლებლობას ააჩქარებს.

კვანტური პროგრესი

მსოფლიოში კვანტური გამოთვლების დახვეწისთვისა და განვითარებისთვის რბოლა მიმდინარეობს.

კვანტური გამოთვლა, რომელიც სუბომატურ გამოთვლეს იყენებს, უდიდესი ტექნოლოგიური ნახტომია. გვექნება ისეთი კომპიუტერები, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომ კომპიუტერებზე ტრილიონჯერ სწრაფად იმუშავებენ.

კვანტური გამოთვლის პოტენციური საშიშროება არის ის, რომ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ერთმანეთის ბიზნესი, უსაფრთხოების სისტემები დაშიფროს და დაარღვიოს.

ეს არის ტენდენცია, რომელსაც, ცალსაცად, უნდა დავაკვირდეთ 2023 წელს.

ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება
ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება
თემის მიხედვით
ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება

პროგრესი მწვანე ტექნოლოგიაში 

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, ნახშირბადის გამონაბოლქვის მაქსიმალური შემცირებაა, რათა კლიმატის კრიზისთან გამკლავება შევძლოთ.

ჩვენ პროგრესს დეცენტრალიზებული ელექტრო ქსელების განვითარებაშიც დავინახავთ. ამჟამად, ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში უზარმაზარი გაზისა და ენერგეტიკული კომპანიები დომინირებენ, რომლებიც ნახშირბადის დიდ რაოდენობას გამოყოფენ, მაგრამ დეცენტრალიზებულ ენერგეტიკულ ინიციატივებს  პოტენციალი აქვთ, გააძლიერონ ძალაუფლება მთელ მსოფლიოში, რაც ნახშირბადის გამონაბოლქვს შეამცირებენ.

რობოტები ადამიანებს უფრო მეტად დაემსგავსებიან

2023 წელს რობოტები ადამიანებს გარეგნულად და შესაძლებლობებითაც კიდევ უფრო დაემსგავსებიან. 

მათი გამოყენება მრავალი მხრივ შეიძლება. ისინი იქნებიან ბარმენები, ღონისძიებების წამყვანები, ხანდაზმულთა თანამგზავრები და სხვა.

ისინი რთულ დავალებებსაც შეასრულებენ საწყობებსა და ქარხნებში, რადგან ისინი ადამიანებთან ერთად წარმოებასა და ლოჯისტიკაში მუშაობენ.

2022 წლის სექტემბერში, Tesla AI Day-ზე, ილონ მასკმა  ორი Optimus ჰუმანოიდური რობოტის პროტოტიპი წარადგინა და განაცხადა, რომ კომპანია შეკვეთებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში მიიღებს.

ამ რობოტს შეუძლია მარტივი დავალებები შეასრულოს, როგორიცაა ნივთების აწევა და მცენარეების მორწყვა — ასე რომ, შესაძლოა, მალე ჩვენ რობოტები გვყავდეს, რომლებიც  სახლში, სხვადასხვა საქმეებში, დაგვეხმარებიან.

ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანის ტვინში იმპლანტის გამოცდა სურს
ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანის ტვინში იმპლანტის გამოცდა სურს
თემის მიხედვით
ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანის ტვინში იმპლანტის გამოცდა სურს

პროგრესი ავტონომიურ სისტემაში

ბიზნეს ლიდერები ავტონომიური სისტემების შექმნაში პროგრესს გააგრძელებენ. განსაკუთრებით მიწოდებისა და ლოჯისტიკის გარშემო. ბევრი ქარხანა და საწყობი უკვე ნაწილობრივ ან სრულად ავტონომიური გახდა.

2023 წელს ჩვენ კიდევ უფრო მეტ თვითმართვად გემსა თუ სატვირთოს ვიხილავთ. ავტონიმიური ქარხნების რაოდენობას საგრძნობლად გაიზრდება.

McDonald’s თავის პირველ რობოტ რესტორანს ტესტავს
McDonald’s თავის პირველ რობოტ რესტორანს ტესტავს
თემის მიხედვით
McDonald’s თავის პირველ რობოტ რესტორანს ტესტავს

უფრო მდგრადი ტექნოლოგია

და ბოლოს, ჩვენ 2023 წელს ბიძგს უფრო მდგრადი ტექნოლოგიებისკენ ვიგრძნობთ. ბევრი ჩვენგანი (თუ არა ყველა) ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, მაგრამ საიდან მოდის ის ნივთები, რომლებიც ასე გვიყვარს?

ადამიანები უფრო მეტს იფიქრებენ, საიდან წარმოიქმნება, მაგალითად კომპიუტერების ჩიპები და როგორ ვიყენებთ მათ.

ჩვენ ასევე cloud სერვისებს ვიყენებთ, მაგალითად Netflix და Spotify ამ სივრცის დიდ ნაწილს მოიხმარენ.

2023 წელს მიწოდების ჯაჭვები უფრო გამჭირვალე გახდება, რადგან მომხმარებლები ითხოვენ, პროდუქტები და სერვისები, რომლებშიც ისინი ფულს იხდიან, ენერგოეფექტური და მხარდაჭერილი უფრო მდგრადი ტექნოლოგიებით იყოს.

მსოფლიო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს
მსოფლიო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს
თემის მიხედვით
მსოფლიო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.