No-Code განვითარების საუკეთესო ინსტრუმენტები 2023 წლისთვის
No-code პროგრამირების სტილია, რომელიც კოდირებას არ საჭიროებს და მის შემცვლელად GUI-ის (გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისი) იყენებს.
No-code პროგრამირების სტილია, რომელიც კოდირებას არ საჭიროებს და მის შემცვლელად GUI-ის (გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისი) იყენებს.
No-code ინსტრუმენტები ფუნქციონირებისთვის მათი მომხმარებლების უნარებსა და გამოცდილებას არ ეყრდნობიან. ისინი პროდუქტიულობის გასაზრდელად უფრო მარტივ მიდგომებს იყენებენ.
თქვენ No-code ინსტრუმენტის გამოყენება შეგიძლიათ, რათა შექმნათ ის, რაც გსურთ.
არსებობს მრავალი სახის No-code ინსტრუმენტი, მაგრამ ის ერთ კონკრეტულ ინდუსტრიაზე ან სამუშაო სფეროზე კონცენტრირებული არ არის.
Webflow- ბრაუზერზე დაფუძნებული ვიზუალური რედაქტირების ინსტრუმენტია, რომელიც დიზაინერებს საპასუხო ვებსაიტების შექმნის საშუალებას აძლევს.
Webflow-ს დახმარებით ვებსაიტის მორგება ძალიან მარტივია. თქვენ შეგიძლიათ მორგებული საპასუხო ვებსაიტი ნულიდან შექმნათ, ან თუ დროის დაზოგვა გსურთ შეგიძლიათ შაბლონი გამოიყენოთ.
ფასი: $0-დან.
Zapier-ის გამოყენებით, კოდის ერთი ხაზის დაწერის გარეშე შეგიძლიათ ორი ან მეტი აპლიკაცია ერთმანეთთან განმეორებითი ამოცანების ავტომატიზაციისთვის დააკავშიროთ.
Zapier-ს შეუძლია სხვა აპლიკაციას შეატყობინოს, როდის ხდება მოვლენა და შედეგად ამ აპლიკაციას შეუძლია კონკრეტული მოქმედება შეასრულოს.
2000-ზე მეტი აპლიკაციით, როგორიცაა Google Suite, Slack, Twitter და Gmail, Zapier უწყვეტ გამოცდილებას ქმნის.
ფასი: $0-დან.
Bubble.io-ს შიდა ინსტრუმენტების ძლიერი ნაკრების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მთელი ვებ აპლიკაცია რამდენიმე საათში შექმნათ და გამოაქვეყნოთ.
ის ერთდროულად ფუნქციონალური და მარტივი გამოსაყენებელია. ის, რაც ამ პროდუქტს შესანიშნავს ხდის, არის ფუნქცია, რომელიც მთავარი გვერდის შეცვლის საშუალებას გაძლევთ.
ფასი: $0-დან.
დეველოპერებს და დიზაინერებს Previewed აპლიკაციების გამოყენება განსაცვიფრებელი ვიზუალის შესაქმნელად შეუძლიათ.
შეგიძლიათ შაბლონების ფართო ასორტიმენტიდან არჩევა, მათი წუთებში შეცვლა და ზუსტი პიქსელის დიზაინის ჩამოტვირთვა
ფასი: $0-დან.
Shopify საშუალებას აძლევს ნებისმიერს, ონლაინ მაღაზია გახსნას და თავისი ნივთები გაყიდოს.
Shopify მაღაზიის დაყენება მარტივია და ამის გაკეთება პროგრამირების ცოდნის გარეშეც შეგიძლიათ
ფასი: 29 დოლარიდან
Airtable მონაცემთა ბაზის პროგრამაა. ის ასევე გემსახურებათ, როგორც ერთობლივი ონლაინ ინსტრუმენტი. Airtable ძალიან მრავალფეროვანი და მარტივი გამოსაყენებელია.
თქვენ შეგიძლიათ ის ინვენტარის ჩაწერისა და ორგანიზებისთვის, ცერემონიის დაგეგმვისთვისა და სხვა მიზნებისთვის გამოიყენოთ.
ფასი: $0-დან.
თქვენ შეგიძლიათ ბრაუზერის გაფართოებები Extension.dev-ის დახმარებით შექმნათ და გამოაქვეყნოთ.
ისინი ნიმუშების ბიბლიოთეკას გთავაზობენ, რათა მალე დაიწყოთ. მიუხედავად ამისა, ნულიდან დაწყებაც შეგიძლიათ.
ფასი: $0-დან.
NoCodeAPI თქვენს დროსა და ფულს დაზოგავს იმით, რომ საშუალებას გაძლევთ დააყენოთ 50+ აპი, მათ შორის Google Sheets, Airtable, Google Analytics, Twitter, Telegram, Open Graph API, MailChimp და სხვა.
ფასი: $0-დან.