ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

McDonald’s თავის პირველ რობოტ რესტორანს ტესტავს

McDonald’s თავის პირველ სრულად ავტომატიზირებულ რესტორანს ტესტავს, რომელიც ადამიანებს პერსონალის გარეშე ემსახურება.

კომენტარის დატოვება
McDonald’s თავის პირველ რობოტ რესტორანს ტესტავს

McDonald’s თავის პირველ სრულად ავტომატიზირებულ რესტორანს ტესტავს, რომელიც ადამიანებს პერსონალის გარეშე ემსახურება.

ტეხასის შტატში მდებარე ფორტ უორტის ფილიალი ინტროვერტების ოცნებას რეალობად აქცევს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კერძი სხვა ადამიანებთან პირისპირ შეხვედრის გარეშე მიირთვან. 

საჭმელს ისევ ადამიანები მოამზადებენ. თუმცა, ისინი სამზარეულოს გარეთ არ გამოვლენ. რესტორნის დანარჩენი ნაწილი სრულად ავტომატიზირებულია.

რესტორანი მხოლოდ წასაღებ და ე.წ. დრაივ შეკვეთებს უზრუნველყოფს. ამიტომ, რესტორნის შიგნით ადგილს ვერ დაიკავებთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს სასადილო რესტორანი არ არის, ზომით ტეხასის ფილიალი სტანდარტული ფილიალების ნახევარია და სხვებისგან არაფრით გამოირჩევა.

ეს რამდენიმე მიზეზის გამო პრაქტიკული და წინ გადადგმული ნაბიჯია. უპირველეს ყოვლისა, მომსახურება უფრო სწრაფია და ადამიანური შეცდომების რისკიც მაქსიმალურად შემცირებულია. ასევე, მომხმარებლების, პანდემიის შემდგომ პერიოდში, საკვების უსაფრთხოდ მიღებასაც უზრუნველყოფს.

მაკდონალდსის გლობალური დიზაინისა და რესტორნების განვითარების უფროსმა დირექტორმა, მაქს კარმონამ თქვა, რომ რესტორანი  მომხმარებლების ისეთ მომსახურებას უზრუნველყოფს, რომელიც აქამდე არ გვინახავს.

«ჩვენ ახალ გზებს ვეძებთ, რომ მომხმარებლებს სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მოვემსახუროთ». — თქვა მან.

ამ სიახლის წარმატებულობა ან წარუმატებლობა ბევრი სწრაფი კვების ობიექტისა თუ რესტორნის მომავალზე უდიდეს გავლენას მოახდენს. ეს თავისუფლად შეიძლება კვების ინდუსტრიაში რევოლუცია აღმოჩნდეს.

ხალხის რეაქცია, ცხადია, არაერთგვაროვანი იყო. ზოგის აზრით, იდეა პრაქტიკულია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს ტექნოლოგიების მიერ ადამიანის სრულად ჩანაცვლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი, შემაშფოთებელი ნაბიჯია.

მომხმარებელთა უკუკავშირი უშუალოდ მომსახურებასთან დაკავშირებით დადებითი აღმოჩნდა. ისინი შეკვეთის მიღების სისწრაფითა და სიზუსტით აღფრთოვანებულნი არიან.



ასევე წაიკითხეთ
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
Amazon-მა უსაფრთხოების ახალი რობოტი გამოუშვა
Amazon-მა უსაფრთხოების ახალი რობოტი გამოუშვა
Amazon-მა უსაფრთხოების ახალი რობოტი გამოუშვა
სტივ ვოზნიაკი სახლში დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს
სტივ ვოზნიაკი სახლში დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს
სტივ ვოზნიაკი სახლში დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს
Meta და Amazon Facebook-სა და Instagram-ზე შოპინგის ახალ ფუნქციას დაამატებენ
Meta და Amazon Facebook-სა და Instagram-ზე შოპინგის ახალ ფუნქციას დაამატებენ
Meta და Amazon Facebook-სა და Instagram-ზე შოპინგის ახალ ფუნქციას დაამატებენ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.