ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანის ტვინში იმპლანტის გამოცდა სურს

ილონ მასკის მიერ დაფუძნებული Neuralink-ის მიზანი ექვს თვეში ადამიანის ტვინში მონეტის ზომის იმპლანტის ჩანერგვაა. თავის ტვინში ჩასანერგი იმპლანტის — BCI-ის მიზანია, ადამიანებს, რომლებსაც ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი აქვთ ან ინსულტის შემდგომ შედეგებს ებრძვიან, საკუთარი ფიქრებით კომუნიკაციის საშუალება მისცეს. კომპანიამ სადემონსტრაციოდ წარმოადგინა მაიმუნი, რომელიც მის წინ მდებარე ეკრანზე «ტელეპათიურად ბეჭდავდა». 

კომენტარის დატოვება

Neuralink იმ პროდუქტის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რომელიც პაწაწინა ხელსაწყოსგან — ელექტრომავთულისგან და რობოტისგან შედგება. ეს უკანასკნელი ადამიანის თავის ქალას კვეთს და იმპლანტს ტვინში ნერგავს. მასკის თქმით, აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციასთან მიმდინარე დისკუსია იმდენად კარგად წარიმართა, რომ კომპანიამ ადამიანებზე პირველი გამოცდის უფლებაც მოიპოვა.

Neuralink სწრაფი ტემპით ვითარდება და იმპლანტის ჩანერგვას უკვე სხეულის სხვა ნაწილებზეც განიხილავს. 

მასკმა, გარდა ტვინის იმპლანტისა,  მუშაობის კიდევ ორი ძირითადი მიმართულება გაამხილა: ზურგის ტვინის იმპლანტი, რომესლაც დამბლის მქონე ადამიანებში მოძრაობის აღდგენა შეეძლება და თვალის იმპლანტი, რომელიც მიმართული იქნება მხედველობის გაუმჯობესებაზე, ან საერთოდ აღდგენაზე.

«რაც არ უნდა სასწაულებრივად ჟღერდეს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შესაძლებელია მთელი სხეულის ფუნქციონირება აღვუდგინოთ ვინმეს, ვისაც ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული. ან, მაშინაც კი, თუ მათ აქამდე არასდროს უნახავთ სამყარო, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ოდესღაც ხედავდნენ». — განაცხალა ილონ მასკმა.

ილონ მასკს და მის გუნდს სადემონსტრაციო ჩვენებები აკადემიურ გარემოში აქამდეც ჩაუტარებია. მეცნიერები მას Neuralink-ის მიღწევების გადაჭარბებით წარმოდგენასა და ზედმეტი  დაპირებების გაცემაში ადანაშაულებენ.

მეცნიერები ტვინის იმპლანტის ტექნოლოგიას უკვე ათწლეულებია, იკვლევენ. 

Neuralink-ს, როცა საქმე ეხება იმპლანტის ადამიანზე გამოცდას ეხება, რამდენიმე სხვა კომპანია უსწრებს. მაგალითად, ნიუ-იორკში დაფუძნებული საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო ფირმა Synchron Inc., რომელმაც ავსტრალიელი და ამერიკელი პაციენტების ტვინში სტენტის მსგავსი პატარა მოწყობილობის ჩანერგვა შეძლო. პროდუქტმა  პაციენტებს, რომლებსაც არ შეეძლოთ მოძრაობა ან საუბარი, აზრებით კომუნიკაციის შესაძლებლობა მისცა.

Neuralink პრიმატებზე კვლევებს უკვე რამდენიმე წელია, ატარებს. ისინი ამტკიებენ, რომ ოპერაცია უსაფრთხოა და იმპლანტი თავის ტვინში დიდი ხნის განმავლობაში ზიანის მიყენების გარეშე შეიძლება დარჩეს. 

ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფები კრიტიკულად აფასებდნენ Neuralink-ის მიერ ზოგიერთი ექსპერიმენტისთვის პრიმატების გამოყენებას. თუმცა, ბოლო 2 წლის განმავლობაში მედიამ კომპანია რამდენჯერმე გააშუქა — ცხოველები კარგად მოვლილები ჩანდნენ და იმპლანტებისგან დამაზიანებელი ზემოქმედება არ ეტყობოდათ.  Neuralink-ის ცხოველთა მოვლის დირექტორმა, აუტუმ სორელსმა ცხოველების გასაწვრთნელად რამდენიმე ახალი ტექნიკა დანერგა. სწორედ სორელსია პასუხისმგებელი მაიმუნებსა და ღორებზე ჩატარებული ექსპერიმენტების უსაფრთხოებაზე. 

Neuralink-ის უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით არის მაღალი გამოთვლითი ძალა. მასკის კომპანიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ უფრო ინვაზიური ოპერაცია და მეტი გამოთვლითი შესაძლებლობები Neuralink-ის აპარატურას დაეხმარება, მიაღწიოს უკეთეს შედეგებს. 

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.