ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სტარტაპების მართვა და მენტალური ჯანმრთელობა — დამფუძნებლები გამოცდილებას გვიზიარებენ

ანა აბაშიძემ თავისი დაფუძნებული სტარტაპი — მანქანების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა, Carusell შეაჩერა. ერთ-ერთი მიზეზი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და გადაღლაა — სტარტაპის შექმნა და მართვა ფსიქოლოგიური ომია, რომელთან გამკლავებაც არც ისე მარტივია. ანა ამბობს, რომ არც არის აუცილებელი, ადამიანმა ამ სტრესს ყველაფრის ფასად გაუძლოს — გაჩერება და დამსახურებული პაუზის აღება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება
სტარტაპების მართვა და მენტალური ჯანმრთელობა — დამფუძნებლები გამოცდილებას გვიზიარებენ

ანა აბაშიძემ თავისი დაფუძნებული სტარტაპი — მანქანების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა, Carusell შეაჩერა. ერთ-ერთი მიზეზი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და გადაღლაა — სტარტაპის შექმნა და მართვა ფსიქოლოგიური ომია, რომელთან გამკლავებაც არც ისე მარტივია. ანა ამბობს, რომ არც არის აუცილებელი, ადამიანმა ამ სტრესს ყველაფრის ფასად გაუძლოს — გაჩერება და დამსახურებული პაუზის აღება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

თითქმის ვერსად შეხვდებით სატელევიზიო ინტერვიუს თუ სტატიას, სადაც სტარტაპერი საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად ლაპარაკობს და ეს მხოლოდ საქართველოში დამკვიდრებული ტენდენცია არ არის. ჩვენ ამ მანკიერი პრაკტიკის შეცვლა ვცადეთ და სტარტაპების ქართველ დამფუძნებლებს ვესაუბრეთ სტრესზე, რომელიც მათ საქმიანობას თან ახლავს. 

როგორ მოქმედებს სტარტაპის მართვა დამფუძნებლის მენტალურ ჯანმრთელობაზე?

ანა აბაშიძე, Carusell: სტარტაპის მართვას უამრავი დადებითი მხარე აქვს. თუმცა, თან ახლავს ის სირთულეებიც, რომლებსაც ყველა ვერ უძლებს. უპირველეს ყოვლისა, ძალიან ბევრ შფოთვას გკიდებს — შესაძლოა, ღამე უბრალოდ გაგეღვიძოს და იმაზე ფიქრი დაიწყო, რა მოხდება, თუ ხვალ ჩემი პროდუქტი აღარავის ენდომება და მას აღარ გამოიყენებენ. სულ იმის ფიქრში ხარ, რომ რამენაირად გადარჩე — საქართველოში სტარტაპებს დაფინანსების მოპოვება უჭირთ. პატარ-პატარა გრანტებით თავის გატანა რთული და დამღლელია. ნაცვლად იმისა, რომ პროდუქტის განვითარებაზე იზრუნო, იმაზე ფიქრი გიწევს, საიდან იშოვო ფული. 

ძალიან დიდი სტრესია, რომელსაც ყველა ვერ უძლებს და ეს ერთი წამით არ ნიშნავს სისუსტეს. მთლიანად შენზეა დამოკიდებული გიღირს თუ არა კონკრეტული საქმის კეთება მენტალური ჯანმრთელობის დაზიანებად. 

ანა აბაშიძე

ბექა დალაქიშვილი, Kernel: სტარტაპის მართვა ძალიან ბიპოლარული საკითხია და უმეტეს შემთხვევაში ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რომ იფიქრო, «ყველაფერი დასრულდა», მაგრამ ზუსტად ერთ საათში გაიგო ინფორმაცია, რომელიც პირიქით, მოტივაციას მოგცემს და გაფიქრებინებს, რომ «ყველაფერი გამოგივიდა». 

ეს ხშირად early-stage სტარტაპებში ხდება — შეიძლება ერთ დღეს top of the world იყო და მეორე დღეს — bottom of the ocean. სტარტაპერობას მსგავსი რამეები თან ახლავს და ეს გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს.

ბექა დალაქიშვილი

რა არის ის საწყისი ნიშნები, როდესაც ხვდებით, რომ თქვენი სტარტაპი თქვენივე სტრესის წყაროა?

სანდრო ოქროპირიძე, STORI.AI: დღის მეორე ნახევარში გრძნობ, რომ დაღლილი ხარ, სხვა რამეზე გადართვა გინდა, უკვე საქციელებზე და სახეზეც გეტყობა. სხვათაშორის, სახუმარო თემა არ არის და ამ სიმპტომის დროულად აღმოჩენა საკმაოდ რთულია. 

ამასთან ერთად, ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირასაც კი საქმესთან დაკავშირებული კომუნიკაცია გიწევს. ფაქტობრივად, შენი სტარტაპის გარეშე ვეღარ ცხოვრობ, რაც, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს. 

სანდრო ოქროპირიძე

ნათია ქუხილავა, Helio.Ai: სტარტაპის მართვა სწორედ იმიტომაა საინტერესო, რომ ხშირ შემთხვევაში ისეთ პრობლემებთან გიწევს გამკლავება, რომელთანაც აქამდე შეხება არ გქონია. ასეთი პრობლემების გადაჭრით იღებენ სტარტაპერები მთავარ ადრენალინს და სიამოვნებას. თუმცა, ასეთ სიტუაციაში ყოფნა რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს, მაინც ყველასთვის სტრესულია. ამ დროს ყველაზე რთული ამ პრობლემის აღმოჩენა და აღიარებაა. 

Helio.AI — რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან ნათია ქუხილავასთან
Helio.AI — რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ნათია ქუხილავასთან
თემის მიხედვით
Helio.AI — რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ნათია ქუხილავასთან

სტარტაპერი იმდენად არის ჩართული სტარტაპის ყოველდღიურობაში, რომ ცდილობს, ყურადღება არ მიაქციოს სტრესისგან გამოწვეულ შედეგებს.  მთავარია, ვიპოვოთ მიზეზი და ვაღიაროთ, შემდეგ გამკლავების გზა ყველასთვის განსხვავებულია. პირადად მე აღმოვაჩინე, რომ რაც არ უნდა რთული და დაძაბული პერიოდი იყოს სტარტაპის ცხოვრებაში, აუცილებელია, გარკვეული დრო დაუთმო თვითგანვითარებას და სტარტაპისგან დამოუკიდებლად განიტვირთო შენთვის საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობით. ზოგჯერ გონების სხვა რამეზე გადართვა აუცილებელია. 

ნათია ქუხილავა

საუბრობენ თუ არა სტარტაპერები ამაზე გუნდთან ან თუნდაც ინვესტორებთან საქართველოში? 

ბექა დალაქიშვილი: ვფიქრობ, ამაზე საუბარი უმნიშვნელოვანესია. როდესაც დამფუძნებლები ერთმანეთს ვხვდებით, საკუთარ აზრებს აუცილებლად ვცვლით და ამ საკითხზე მაქსიმალურად ბევრს ვსაუბრობთ. არ ვიცი, სხვა გუნდებში როგორ ხდება, თუმცა ჩვენს გუნდში ერთმანეთთან ძალიან გახსნილები ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, რათა არ გადავიღალოთ და გადავიწვათ. 

რაც შეეხება ინვესტორებს — მათ ყველაფერზე არ ესაუბრებიან. თუმცა, ინვესტორმა თავად კარგად იცის რასთან არის დაკავშირებული სტარტაპის მართვა. მოკლედ, არ ვიცი ამაზე რამდენად ღირს ინვესტორთან გულახდილად ლაპარაკი. თუმცა. დარწმუნებული ვარ, რომ იციან რამდენად სტრესული საქმეა.

მენტალური სიძლიერე უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ წარმატებული ბიზნესი ააშენო. უნდა აღვნიშნო, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად უფრო ხშირად დამწყები სტარტაპერები საუბრობენ, ისინი, ვისაც ბრძოლის ნაიარევები ჯერ კიდევ ეტყობათ.

ცვლილებები Kernel-ში — CEO-ს პოზიციაზე ბექა დალაქიშვილს გიორგი ტუხაშვილი შეცვლის
ცვლილებები Kernel-ში — CEO-ს პოზიციაზე ბექა დალაქიშვილს გიორგი ტუხაშვილი შეცვლის
თემის მიხედვით
ცვლილებები Kernel-ში — CEO-ს პოზიციაზე ბექა დალაქიშვილს გიორგი ტუხაშვილი შეცვლის

ნათია ქუხილავა: ამ თემებზე საუბარი აბსოლუტურად ინდივიდუალურია და ყველას თავისი მიდგომა აქვს. მენტალური ჯანმრთელობა და სტრესი ტაბუდადებული თემა ნამდვილად არაა, თუმცა, ინვესტორებთან ალბათ მაინც ცოტა საუბრობს ამ საკითხზე. რაც შეეხება გუნდს — ამ დროს ყველაზე მთავარი სწორედ მათი მხარდაჭერაა. რადგანაც მათ ყველაზე კარგად ესმით შექმნილი სიტუაცია. «ჰელიოში» ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოწვევებს და ეს ყოველთვის გვეხმარება სიტუაციის გამოსწორებაში.

აქვს თუ არა გავლენა ამ ფაქტს იმაზე, თუ როგორ მართავთ სტარტაპს? რა იცვლება?

ანა აბაშიძე: ჩემს გარშემო სტარტაპერების 80%-ს ფსიქოლოგი ჰყავს. ამ საკითხს ყველა სერიზოულად ეკიდება, რადგან, ცალსახად, საქმეზეც აისახება. ხშირად პატარა, ბუნებრივ პრობლემებს ძალიან მძაფრად აღიქვამ. შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯებიც გადადგა და ისეთი რამე გააკეთო, რაც ბიზნესს დააზარალებს. თუმცა, ეს ყველა სტარტაპში ხდება — გინდა თუ არა, პანიკა აუცილებლად გიპყრობს. მთავარია, მისი მართვა ისწავლო.

სანდრო ოქროპირიძე: რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა აქვს — მიკრომენეჯმენტში ერევი, გადაწყვეტილებების მიღების დროს უფრო იმპულსური ხდები, ჩქარობ და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებ როგორც სტარტაპში, ისე პირად ცხოვრებაში. შემოდის აგრესიულობა, რომელიც ადამიანზე ყოველთვის უარყოფითად აისახება. 

ბექა დალაქიშვილი: შეუძლებელია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები სტარტაპის მართვასა და პირად ცხოვრებაზე არ აისახოს. ამიტომ მთავარია, რომ მართვა ვისწავლოთ. თუ ფსიქიკურად მყარად არ ხარ, გუნდისა თუ ოჯახის წევრებთან, შეყვარებულთან თუ მეგობართან ურთერთობა აუცილებლად გეძაბება. შეიძლება, რაღაც პერიოდი დამალო, თუმცა ბოლოს ინვესტორთან, გუდნის წევრთან თუ სრულიად უცხო ადამიანთან საუბრისას აუცილებლად შეგემჩნევა. 

როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას?

ბექა დალაქიშვილი: უპირველეს ყოვლისა, ამ პრობლემასთან გამკლავება რომ დაიწყო ჯერ უნდა შეგაწუხოს. თავიდანვე ამაზე არავინ ფიქრობს და ზრუნავს. წარსულში იყო მომენტები, როდესაც nervous breakdown-თან ძალიან ახლოს ვიყავი და შესაბამისად გადავწყვიტე კონტროლი მესწავლა. ხშირ შემთხვევაში, დისციპლინა იმაზე ძლიერი იარაღია, ვიდრე მოტივაციაც კი. თუ საკუთარ თავს ფიქიკურად და ფსიქოლოგიურად თანაბრად წარმატებით უვლი გაცილებით ძლიერი ხარ. 

მე პირადად ყოველდღიური რუტინა მაქვს, რაც მდგრადობაში მეხმარება — ყოველდღიურად ვმედიტირებ, კვირის ყველა დღეს ვარჯიშობ და ვიღებ ცივ შხაპს. ცივი შხაპი სტრესის დამარცხების აპრობირებული ხერხია.

სანდრო ოქროპირიძე: ვფიქრობ, ამ პრობლემასთან გამკლავების საუკეთესო გზა დასვენებაა. როგორღაც უნდა შეძლო, რომ დასვენება ისწავლო, როგორც სპორტსმენმა. არ უნდა გახსნა ტელეფონი, კომპიუტერი. ამ ბოლო დროს კომპიუტერს სახლში ვტოვებ. თუმცა აქამდე თუ მიხვედი უკვე ნიშნავს, რომ კონტროლი დაკარგული გაქვს. უნდა მიხვდე, რომ ესეც საქმეს სჭირდება გრძელვადიან ვადაში — არ არის აუცილებელი, ყველა ქოლს დაესწრო, იმ ერთ კონკრეტულ ზარს უპასოხო ან მიმოწერა დაიწყო, რომელსაც საერთოდ არ აქვს დიდი მნიშვნელობა.

STORI — ქართული AI აპლიკაცია რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
თემის მიხედვით
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ

რა რჩევას მისცემდით სტარტაპერებს, რომლებიც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან?

ნათია ქუხილავა: ვფიქრობ, ამ სიტუაციაში მთავარი პრობლემის დანახვაა. ხშირად სტარტაპერები ცდილობენ, ყურადღება არ მიაქციონ შფოთვას, დემოტივაციას, ძილის დარღვევას და სხვა ფაქტორებს და ამას იმით ამართლებენ, რომ სტარტაპებში დატვირთული გრაფიკია. ცხადია სტარტაპზე მუშაობას ბევრი დრო და ენერგია სჭირდება. თუმცა, პრობლემების აღიარება და მასთან გამკლავება ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველაზე რთული ეტაპია აღიარებამდე მისვლა, შემდეგი ეტაპი კი გუნდის წევრებისთვის პრობლემის გაზიარებაა, რადგან მსგავს სიტუაციაში მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. საუკეთესო გამოსავლის პოვნა სწორედ გუნდის წევრებთან ერთად არის შესაძლებელი. თუ მოგვწონს ჩვენი საქმე, ვფიქრობ, გამოსავლის მოძებნა ჯანმრთელობას, მენტალურ ბალანსსა და აქტიურ მუშაობას შორის ყოველთვის შეიძლება ვიპოვოთ. 

ანა აბაშიძე: სტარტაპერები უნდა დაფიქრდნენ, ნამდვილად უნდათ თუ არა იმის კეთება, რასაც აკეთებენ. ხშირად არის, როდესაც მხოლოდ იმიტომ არ წყვეტენ საქმის კეთებას, რომ ფიქრობენ სუსტები გამოჩნდებიან. დაფიქდით, საჭიროა თუ არა, რომ სტარტაპი აკეთოთ. მენტალური პრობლემა დაძლევადია. თუმცა, არ არის აუცილებელი, ფსიქიკა სტარტაპის მართვას შეწიროთ. უბრალოდ ჩათვალეთ, რომ ეს არის სწორი და ამაში ვერავინ შეგეეწინააღმდეგებათ და გაგამტყუნებთ.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც სტარტაპი შეაჩერეთ?

ანა აბაშიძე: დავიწყე საკუთარი თავისა და სხვების გადაფასება. აქამდე სულ სტრესი მქონდა, გარე აზრებს ვისმენდი — «რა ცუდი იქნება, რომ არ გამოგივიდეს» — არ მქონდა საკუთარი თავის აღქმა, ამიტომ მივდიოდი უკან. როგორც კი საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ნიჭი და შესაძლებლობა მაქვს. იწყებ საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭებას — არასდროს დავდიოდი მეგობრებთან ერთად გასართობად, რადგან ეს დროის ხარჯვა მეგონა. საკუთარი თავის დაფასებისა და სიყვარულის გარეშე რთულია რამეს მიაღწიო. თუ ეს გრძნობა არ გაქვს და საკუთარ თავს არ აფასებ, აუცილებლად უკან-უკან მიდიხარ.

შესაძლოა 2024-ში სტარტაპერები „უპრეცედენტო“ მენტალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ
შესაძლოა, 2024-ში სტარტაპერები «უპრეცედენტო» მენტალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ
თემის მიხედვით
შესაძლოა, 2024-ში სტარტაპერები «უპრეცედენტო» მენტალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ
5 ქართველი ჯენ ზი სტარტაპერი
5 ქართველი ჯენ ზი სტარტაპერი
თემის მიხედვით
5 ქართველი ჯენ ზი სტარტაპერი


ასევე წაიკითხეთ
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.