ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

შესაძლოა, 2024-ში სტარტაპერები „უპრეცედენტო“ მენტალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ

ადრეულ ეტაპზე დაფინანსების ლოგიკა, დახურული ფანჯარა IPO-ებისთვის — თუ ინვესტორების გაფრთხილებებს დავუჯერებთ, წელს სტარტაპებს, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან, პრობლემები ექნებათ, რადგან ფულადი სახსრები მცირდება და ფრთხილი ინვესტორები დამფუძნებლებს კაპიტალის დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარის დატოვება

«სამწუხაროა, მაგრამ არც ისე გასაკვირი, რომ ჩვენ უპრეცედენტო ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით». — თქვა Business Insider-თან Primary-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა პარტნიორმა, ბრედ სვრლუგამ, რომელიც სტარტაპებში ინვესტიციას ადრეულ ეტაპზე ანხორციელებს.

ანტრეპრენერების ემოციური ტვირთი სტარტაპერებისთვის ცნობილია: მარტოობა და თავდაუჯერებლობა, უძილო ღამეები და ცივი ოფლიანობა. მაგრამ სვრლუგა ამბობს, რომ იყო დამფუძნებელი ტექნოლოგიური ვარდნის პერიოდში გაცილებით რთულია.

დამფუძნებლები ცდილობენ, თანამშრომლებისთვისა და ინვესტორებისთვის სახე შეინარჩუნონ, როცა სტარტაპის დაფინანსების დეფიციტის შიშით არიან შეპყრობილნი. დამფუძნებლებზე ასევე ორწლიანი მძიმე ეკონომიკური პირობები, დისტანციურო მუშაობა, ომები, რეორგანიზაციები და აშშ-ის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიც მოქმედებს.

სვრლუგამ განაცხადა, რომ ის არაერთ დამფუძნებელს შეხვდა, რომლებმაც განუცხადეს, რომ მათ შფოთვითი შეტევები ჰქონდათ.

«ჩვენ ვხედავთ დამფუძნებლებს, რომლებიც სტრესის უპრეცედენტო დონეს განიცდიან». — თქვა სვრლუგამ. — «ვინაიდან, 2024 წელს კაპიტალის ბაზრები სავარაუდოდ ვერ გაუმჯობესდება, ვშიშობ, რომ ეს ზეწოლა გაძლიერდება».

საკითხზე Initialized Capital-ის მმართველმა პარტნიორმა, ჯენიფერ ვოლფმაც ისაუბრა:

«ბევრი სტარტაპისთვის ასაფრენი ბილიკები ამოიწურება, კომპანიები დაიხურება და ახალი შესაძლებლობების შემთხვევაშიც კი, დამფუძნებლებს ცვლილებების პერიოდში ბევრი სტრესი ექნებათ». — თქვა მან.

ჩნდება კითხვა: უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება და გაერთანდება დამფუძნებლების მხარდასაჭერად თუ უბრალოდ პასუხისმგებლობას აირიდებენ?

ტანჯული დამფუძნებლის გამოცდილება ფართოდ არის გავრცელებული და მაინც ბევრი ჩუმად იტანჯება. დამფუძნებლები წუხან, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბარმა შეიძლება მათი გუნდის ან საბჭოს ნდობა შეამციროს. ინვესტორებმა შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან ბრძოლა სისუსტედ აღიქვან. ასე რომ, ზოგიერთი დამფუძნებელი ფოლადისგან დამზადებული, მყარი ექსტერიერის მიღმა იმალება. ბევრი თავის საიდუმლოს მხოლოდ სხვა დამფუძნებელს ან ცოლს/ქმარს უყვება.

ადრეული ეტაპის ღია ინვესტორმა და აქტივისტმა, ჯოშ ფელსერმა Business Insider-ს განუცხადა, რომ VC-ების უმრავლესობას არ სურს, გაიგოს დამფუძნებლის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. 

«კარგი ამბავი ის არის, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი და მისი მოგვარების გზების პოვნა აღარ არის ისეთი ტაბუდადებული, როგორიც ადრე იყო. ინვესტორები დახმარების გზებს გვთავაზობენ». — თქვა ფელსერმა.

ბოლო წლებში ბევრმა ინვესტორმა შეიმუშავა პროგრამა დამფუძნებლების ფსიქიკური ჯანმრთელობის მოსაგვარებლად. Grand-მა, სტარტაპმა, რომელიც ჯგუფურ ქოუჩინგს უზრუნველყოფს Business Insider-ს განუცხადა, რომ ბიზნესის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სეგმენტი არის ქოუჩინგი დამფუძნებლებისთვის.

«ჩვენ ამ კონცეფციის ნორმალიზება გვინდა». — თქვა სვრლუგამ.

ჯენიფერ ვოლფის კომპანიას (Initialized) დამფუძნებლებისთვის რეგულარული სამუშაო საათები აქვს გამოყოფილი, რაც მათ საშუალებას აძლევს თავიანთი ბიზნესისა თუ ცხოვრებისეული სტრესის შესახებ ისაუბრონ და საკუთარ თავზე იზრუნონ. Initialized-მა ასევე რეკომენდაცია გაუწია Torch-ს, მისი პორტფელის ერთ-ერთი სტარტაპს, რომელიც სტარტაპერებს იმავე სერვისს სთავაზობს.

რატომ აბანდებენ ფულს ინვესტორები ქართულ სტარტაპებში? — ნიკოლოზ ქევხიშვილის კომენტარი
რატომ აბანდებენ ფულს ინვესტორები ქართულ სტარტაპებში? — ნიკოლოზ ქევხიშვილის კომენტარი
თემის მიხედვით
რატომ აბანდებენ ფულს ინვესტორები ქართულ სტარტაპებში? — ნიკოლოზ ქევხიშვილის კომენტარი
კონფუცის 8 ციტატა რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
თემის მიხედვით
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა

ასევე წაიკითხეთ
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.