ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაქართული კომპანიები
10 ოქტომბერი 2023, 14:00
2023-10-10
ცვლილებები Kernel-ში — CEO-ს პოზიციაზე ბექა დალაქიშვილს გიორგი ტუხაშვილი შეცვლის
ქართული კომპანიის, Kernel-ის მენეჯმენტში ცვლილებებია — აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დალაქიშვილს გიორგი ტუხაშვილი შეცვლის, ბექა კი COO-ს თანამდებობას დაიკავებს.
ქართული კომპანიის, Kernel-ის მენეჯმენტში ცვლილებებია — აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დალაქიშვილს გიორგი ტუხაშვილი შეცვლის, ბექა კი COO-ს თანამდებობას დაიკავებს.
Kernel საქართველოში დაარსებული სტარტაპია, რომელიც ახლა ძირითადად ინდოეთის ბაზარზე პოზიციონირებს. კომპანიებსა და ბუღალტრებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად 2019 წელს მიხეილ ზღულაძემ და ბექა დალაქიშვილმა მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი, Kernel დააფუძნეს. მალევე მათ გიორგი ტუხაშვილიც შეუერთდა.
ახლა გიორგი ტუხაშვილი კომპანიის CEO ხდება. კერნელში ამას სტრატეგიულ ცვლილებად აფასებენ.
«ჩვენ ახალი აღმასრულებელი დირექტორი გვყავს და ახალი ხედვა გვაქვს. ეს სტრატეგიული ცვლილებაა. საქართველოს უმსხვილეს ბანკში (თიბისი) სესხების დიგიტალიზაციის გამოცდილებით, გიორგი კომპანიის ახალ თავგადასავალში ლიდერი იქნება». — დაწერა კომპანიის თანადამფუძნებელმა, მიშო ზღულაძემ Linkedin-ზე.
მისივე თქმით, Kernel-ის სტრატეგია ინდოეთში კვლავ მიკრო და მცირე საწარმოებზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, ახალი ხედვით, კომპანია აქცნეტს ფინანსურ და ფულადი ნაკადების მონაცემების შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე გააკეთებს.
გიორგი ტუხაშვილი dev.ge-ს უხსნის, რაში მდგომარეობს სიახლე:
«ინდოეთი, შესაძლოა, ეკონომიკური სუპერძალა გახდეს. ზოგიერთი იმასაც წინასწარმატეყვლებს, რომ ინდოეთის ეკონომიკა ჩინეთს გადაასწრებს. ინდოეთი მიისწრაფის, $5-ტრილიონიანი ეკონომიკა გახდეს. ძირითადი გამოწვევა და შესაძლებლობა კი MSME-ში დევს — მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესში.
და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა დიდია, ამ ბიზნესებისთვის ფორმალურ ფინანსებზე, სესხებზე წვდომა რთულია. gap — $500 მილიარდია.
ინდოეთის ხელისუფლება ამას აცნობიერებს და რეფორმების გატარებაში ძალისხმევას დებს. მაგრამ არსებული მოთხოვნის საპასუხოდ მისი ეს ნაბიჯები, ჯერჯერობით, არასაკმარისია.
ბიზნესს ძალიან სჭირდება კრეტიდები, სესხებზე წდომა. ასევე, სჭრდებათ, სწორად გადაიხარონ და აღრიცხონ გადასახადები — ეს ძალიან უჭირთ. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ზრდის უზარმაზარი პოტენციალი, აუცილებელია ამ ბიზნესების ფინანსური მხარდაჭერა.
რას აკეთებს კერნელი? — ქმნის აპლიკაციას, რომელიც იქნება ხიდი ბიზნესებსა და ფინანსურ რესურსებს შორის. აპლიკაცია დაეხმარება ბიზნესებს, შეასრულონ და სწორად მართონ საგადასახადო რეგულაციები.
აპლიკაციას ექნება წვდომა დეტალურ ფინანსურ ინფორმაციასა და ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემებზე. მიღებული და სათანადოდ წარმოდგენილი ინორმაცია როგორც სესხის მსურველს, ისე — გამცემს საქმეს გაუმარტივებს. ჩვენ მონაცემებს კრედიტების ხელშესახებ შესაძლებლობებად აქცევს».