ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეთიბისი
19 სექტემბერი 2023, 12:59
2023-09-19
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
★ ფასიანი თანამშრომლობა
თიბისის მხარდაჭერით 15 სექტემბერს კიდევ ერთი ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG-ის შემოდგომის სერია ჩატარდა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
თიბისის მხარდაჭერით 15 სექტემბერს კიდევ ერთი ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG-ის შემოდგომის სერია ჩატარდა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
VMware User Group (VMUG) Georgia-ის შემოდგომის სერია — ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით 15 სექტემბერს ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
VMware User Group (VMUG) Georgia 2010 წლის აგვისტოში დაარსებული გლობალური ორგანიზაციაა. მათი მთავარი მიზანი ცოდნის გაზიარების, ტრენინგების, თანამშრომლობისა და ღონისძიებების მეშვეობით VMware გამოცდილების გაზიარება და ამ ტექნოლოგიის რაც შეიძლება მეტ ტექ პროფესიონალამდე მიტანაა.
VMware ვირტუალიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს. ვირტუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა კომპიუტერის აპარატურაზე აბსტრაქტულ ფენას ქმნის, რომელიც კომპიუტერის ტექნიკის ელემენტებს — პროცესორებს, მეხსიერებას, საცავს და სხვა და საშუალებას აძლევს, მრავალ ვირტუალურ კომპიუტერად დაიყოს, რომელსაც ვირტუალურ მანქანებს (VM) უწოდებენ.
ღონისძიებაზე VMUG-ის ლიდერებმა, ირაკლი ბეროშვილმა და დავით ბერაიამ VMware-ის მნიშვნელობაზე, სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. მათთან ერთად სცენაზე უფროსი ტექნიკური მენეჯერი (Senior Technical Account Manager), ვლადიმირ მიტკო წარსდგა. მან დამსწრე საზოგადოებას VMware-ის აუცილებლობაზე მოუთხრო და კომპანიაში მისი დანერგვის გამოცდილებაც გაუზიარა.
დავით ბერაიამ ღონისძიება დადებითად შეაფასა და თქვა, რომ მსგავსი აქტივობები VMware-ის ფართო გავრცელებასა და ტექ.პროფესიონალების კიდევ უფრო დაახლოებას უწყობს ხელს.
დავით ბერაია
«საინტერესო ღონისძიება გამოვიდა. ასეთი დღეები ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას გვაძლევს და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთთან გვაახლოებს».
ღონისძიებაზე თიბისის წარმომადგენელი, თიბისი ჯგუფის IT ინფრასტრუქტურის არქიტექტორი, ზურაბ ტალიკაძე იყო. მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იყენებს თიბისი VMware-ს AWS-ზე (Amazon Web Services).
ზურაბ ტალიკაძის აზრით, ღონისძიების უმთავრესი მიზანი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება იყო, რაც წარმატებით შესრულდა.
ზურაბ ტალიკაძე
«ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი გავიცნოთ და გამოცდილება გავცვალოთ. თიბისი დიდი ტექ ორგანიზაციაა და საინტერესო სიახლეების დანერგვის საშუალება გვაქვს, თუმცა არიან პროფესიონალები, რომლებიც პატარა კომპანიებში მუშაობენ და მსგავსი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ჩვენ მათ გამოცდილებასა ვუზრდით».
VMUG Georgia-ს სესიები საქართველოში 2010 წლიდან ტარდება და დაინტერესებულ პირთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ში მონაწილეობს. GameDay შეჯიბრია. მისი ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
★ ფასიანი თანამშრომლობა
9-10 სექტემბერს GeoSTQB-მ, თიბისის მხარდაჭერით, ტესტერთა დღე აღნიშნა. 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა არაერთ სპიკერს, დაესწრო პანელურ დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფებში.
უკვე 2 წელია, თიბისის ტექ გუნდს ცოტნე აბურჯანია შეუერთდა — მას ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიცია უკავია. როგორც გვიყვება, უნიკალური შემთხვევაა, როცა კომპანიაში მხოლოდ ტესტირების ავტომატიზაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი არსებობს — როგორც წესი, ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები სხვადასხვა გუნდებში არიან გადანაწილებულნი, სადაც დეველოპერებს, სისტემის ანალიტიკოსებს და სხვადასხვა პროფილის მქონე პროფესიონალებსაც შეხვდებით.