ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
10 ნოემბერი 2023, 16:38
2023-11-10
„რესპუბლიკაში" Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით Agile Summit გაიმართა
31 ოქტომბერს «რესპუბლიკაში», Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა. ღონისძიების მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორი ალისტერ ქობერნი იყო. ის ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო.
31 ოქტომბერს «რესპუბლიკაში», Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა. ღონისძიების მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორი ალისტერ ქობერნი იყო. ის ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო.
ალისტერ ქობერნმა შეკრებილი საზოგადოებისთვის ვრცლად ილაპარაკა, რა არის ეჯაილი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.
მოკლე განმარტება, მისი თქმით, ასეთია:
«ეს არის მოძრაობისა და მიმართულების სწრაფად და მარტივად შეცვლის უნარი».
ხოლო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მსოფლიო არასტაბილური, გაურკვეველი, რთული და არაერთგვაროვანია, მასში სწორად ნავიგაცია კი — გადამწყვეტი.
«ჩვენ გვჭირდება ეჯაილის გული». — ამბობს ალისტერ ქობერნი, რაც მისივე ახსნით, გულისხმობს შემდეგს: კოლაბორაციას, გაუმჯობესებას, [შედეგს] მიწოდებას და რეფლექსიას.
ოთხოვე ამ კომპონენტს თავისი მცირე მიმართულება აქვს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია.
ალისტერ ქობერნმა თავისი პრეზენტაციისას მუდმივ სწავლასა და განვითარებაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ მეტი ცოდნა ნაკლებ რისკს უდრის.
რაც შეეხება შედეგებს — ქობერნი ამბობს, რომ ყოველი მათგანი ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგადაა მიღებული. ხოლო ადამიანი 5-10 გადაწყვეტილებიდან ერთ შეცდომას ყოველთვის უშვებს.
ალისტერ ქობერნის შემდეგ აუდიტორიის წინაშე ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი, ანტონ მარკი წარდგა.
მან ეჯაილის ბენეფიტებზე ილაპარაკა და საზოგადოებას გააცნო 8 ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც საჭიროა წარმატებული ეჯაილ ტრანსფორმაციისთვის.
ეს ნაბიჯებია:
შექმენით გადაუდებლობის განცდა;
შექმენით ხელმძღვანელი კოალიცია;
ჩამოაყალიბეთ სტრატეგიული ხედვა და ინიციატივები;
შემოიკრიბეთ მოხალისეები;
მოშალეთ ბარიერები და შესაძლებელი გახადეთ მოქმედება;
დააგენერირეთ მცირე გამარჯვებები;
შეინარჩუნეთ სისწრაფე;
განიცადეთ ინსტიტუციური ცვლილება;
შეხვედრის დასასრულს პანელური დისკუსია გაიმართა. მასში მონაწილეობა ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს, კერძოდ: თიბისის ეჯაილ მწვრთნელმა/ჯგუფის ლიდერმა, გუკა კიტიამ, NGT partners-ის მმართველმა პარტნიორმა, დავით ხოსიაშვილმა და Apeople-ის IT განვითარების დირექტორმა. დისკუსიას მოდერაცია Agile Mentor-ის ხელმძღვანელმა, მარია ღლონტმა გაუწია.
თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მრავალ უპირატესობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს.
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. რიგით მე-13 GITI კონფერენცია ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო სახელმწიფო და კერძო უწყებებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს.
თიბისიში საკრედიტო პროდუქტების განაცხადების დამუშავებისა და სესხების გაცემის პროცესების ავტომატიზაციის სისტემის დეველოპმენტისთვის მსოფლიოში მოწინავე Low-Code პლატფორმას, OutSystems-ს იყენებენ.
OutSystems, რომელიც 2001 წელს ლისაბონში დაფუძნდა, წელიწადში 3 მასშტაბურ კონფერენციას ატარებს 3 სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში — აშშ-ში, პორტუგალიასა და ინდოეთში. თიბისის OutSystems დეველოპერები და ასოცირებული პარტნიორები: მიხეილ ოსიპოვი, ლევან ტეტემაძე, ირინა კაზარიანი და ჯაბა აგულაშვილი ღონისძიებას ლისაბონში, 12-13 სექტემბერს დაესწრნენ.
მიხეილ ოსიპოვმა dev.ge-სთან კონფერენციის დეტალებზე, მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.