საქართველოში პირველი AI ასოციაცია შეიქმნა — ინტერვიუ თავჯდომარე გიგი გიორგაძესთან
საქართველოში პირველი AI ასოციაცია (GAIA) დაფუძნდა, რომელიც გვპირდება, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით უამრავი შესაძლებლობის შექმნას შეეცდება.
საქართველოში პირველი AI ასოციაცია (GAIA) დაფუძნდა, რომელიც გვპირდება, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით უამრავი შესაძლებლობის შექმნას შეეცდება.
dev.ge-სთან საქართველოს ხელონვური ინტელექტის ასოციაციის თავჯდომარემ, გიგი გიორგაძემ GAIA-ს არსზე, მიზნებზე, მნიშვნელობასა და სამომავლ გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.
— რა არის, რისთვის და როდის შეიქმნა საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია?
საქართველოს AI ასოციაცია ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ადამიანების — პროფესიონალების, ენთუზიასტების, მკვლევრების… — არაკომერციული გაერთიანებაა. ორგანიზაციას სექტემბერში დავარეგისტრირეთ. თუმცა, სრულყოფილად ფუნქციონირება ნოემბრის ბოლოს დავიწყეთ. ჩვენი მიზანი საქართველოში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით არსებული დიდი პოტენციალის სწორად და მაქსიმალურად რეალიზების ხელშეწყობაა.
— რა გახდა მთავარი მამოძრავებელი, რამაც მსგავსი ასოციაციის შექმნა შთაგაგონათ?
დაახლოებით ერთი წელია, რაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა თავად დავიწყე. პროცესში მივხვდი, რომ AI ძალიან საინტერესო და რაც მთავარია პერსპექტიული თემაა. მელევე აღმოვაჩინე, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ერთიანი სისტემური ხედვა არ არსებობს — ცალკეული ინიციატივები, ცხადია, არსებობს, მაგრამ ეს დიდი მიზნების მიღწევისთვის ნაკლებადაა საკმარისი. ვიფიქრე, რომ ადამაინების გაერთიანება შემეძლო, ამავდროულად ხელოვნური ინტელექტით გატეცებული ვიყავი, ამიტომ GAIA დავაფუძნე.
— როგორ წარმოგიდგენიათ AI-ის როლი საქართველოს ტექნოლოგიური ლანდშაფტის ფორმირების პროცესში?
ხელოვნურ ინტელექტს საქართველოში მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ შეგვიძლია, რომ რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბი გავხდეთ, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მედიცინა, განათლება თუ სხვა სფერო, კარგ მოდელებს შექნის, რომლებიც გლობალურად მასშტაბირებადი იქნება.
თუ ახლა ამას მხოლოდ ბანკებში ვხვდებით, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სხვა ორგანიზაციებსა და სექტორებსაც მივწვდეთ. გვეყოლება მონაცემთა მეცნიერები, რომლებიც კვლევებს დაწერენ, რაც მაღალი დონის სტარტაპებისა და მოდელების შექმნას შეუწყობს ხელს.
— რა გამოწვევები შეგხვდათ ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დაფუძნების პროცესში და როგორ გაუმკვალდით მათ?
მთავარი გამოწვევა სფეროს წარმომადგენლების დარწმუნება იყო იმაში, რომ ის ხალხი ვართ, ვისი ნდობაც შეიძლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს მალევე დავძლიეთ, რადგან ჩვენს მიერ წარდგენილი ხედვები, მათი შეხედულებების მსგავსი იყო — პროფესიონალები ამბობენ, რომ ეს სწორი, დროული და საჭირო ინიციატივაა.
მეორე გამოწვევა ამ ხალხის გაერთიანებაა — არიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული, შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვა და ამბიცია აქვთ. შესაბამისად, მათი ერთი მიზნისთვის გაერთიანება რთულია. საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პრეზენტაციის ღონისძიებაზეც მთავარი მესიჯი იყო, რომ თუ საქმეს ერთად არ გავაკეთებთ, ცალკეული პროექტებით პოტენციალს ვერ გავზრდით.
ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ბევრი რამეა გასაკეთებელი. მაგალითად, აკადემიური მიმართულებით — უნივერსიტეტებში AI-ის პროგრამა არ არსებობს. ამ მიმართულებით სახელწიფოს არანაირი სტრატეგია არ აქვს. ვფიქრობ, ქართული ChatGPT-ის არარსებობა დიდი პრობლემაა. ბიზნესმენებს არ ესმით რატომ და როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი. მოკლედ, ბევრი პრობლემა და გამოწვევაა, რომლის მოგვარებასაც დრო, ენერგია და რესურსი დასჭირდება.
— როგორ აპირებთ სხვა ორგანიზაციებთან, ბიზნესთან ან თუნდაც მთავრობასთან თანამშრომლობას?
ჩვენი ხედვაა, რომ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც რაიმე ღირებულსა და სასარგებლოს ქმნის. თანამშრომლობის ფორმატი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია და საჭიროებებს ერგება — მაგალითად, უნივესიტეტებთან ვითანამშრომლებთ, რათა სასარგებლო კვლევებს ხელი შევუწყოთ. სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მიზანი AI სტრატეგიის შექმნაზე ზრუნვა და ჩვენი ექსპერტიზით მათი დახმარებაა. სტარტაპებს სხვა წარმატებული სტარტაპების გამოცდილებას გავუზიარებთ და ფონდების მოძიებაში დავეხმარებით.
— როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს GAIA ადგილობრივ საზოგადოებაზე?
ჩვენი ხედვაა, რომ ქართველებს 2024 წლის ბოლოს გაცილებით მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ორ რამეზე — პირველი, რა ცვლილებებს მოიტანს ხელოვნური ინტეელქტი და მეორე, როგორ გამოიყენონ ცვლილებები თავის სასიკეთოდ. მოსახლეობის 90%-ზე მეტმა კითხვა, «ChatGPT რა არის?», აღარ უნდა დასვას, პირიქით, ის თავისი მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს.
— რას ურჩევდით კონკრეტულ პირებსა და სტარტაპებს, რომლებიც საქართველოში AI ტექნოლოგიის დანერგვა და განვითარება სურთ?
სტარტაპერებმა უნდა გაიაზრონ, რომ ხელოვნური ინტელექტი buzzword-ი არ არის — AI სადღაც მართლა ქმნის ღირებულებას, სადღაც კი უბრალოდ buzzword-ია. მათ ამის ერთმანეთსგან გარჩევა და სწორად შეფასება უნდა ისწავლონ. ამისთვის მეტი ექსპერტი და მეტი ცოდნა, მეტი საერთაშორისო ექსპერტიზის მოკვლევაა საჭირო.
— რა არის ასოციაციის უახლოესი და გრძელვადიანი გეგმები?
უახლოესი გეგმა სხდასხვა ჯგუფთან რამდენიმე დიდი ღონისძიების ჩატარებაა — სტარტაპებთან, მკვლევრებთან, დაინტერესებულ პირებთან და ა.შ. ასევე სახელმწიფოსთან მუშაობის დაწყებას ვაპირებთ, რათა სტრატეგიის შემუშავების გეგმა დავძრათ. უფრო გრძელვადიან გეგმაში ერთიანი მონაცემთა ცენტრის შექმნა გვინდა, რათა ყველას, ვინც ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ზრუნავს, ერთიანი ბაზა ჰქონდეს, რომლითაც იმუშავებს.