ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

15 sci-fi ფილმი, რომლებსაც უნდა უყუროთ

სამეცნიერო ფანტასტიკა ძირითადად მომავლის შესაძლო ალტერნატიულ სამყაროთა რაციონალურობის აღწერას ეფუძნება. იგი ფენტეზის ჟანრს ჰგავს, მაგრამ იმით გამოირჩევა, რომ თხრობის ელემენტები მეცნიერული საფუძვლის მქონე ფაქტებს ან ბუნების კანონების მეცნიერულ პოსტულატებს არ სცდება და უარყოფს. როცა სამეცნიერო ფანტასტიკის ნარატივების ტიპებს უყურებ, ძნელია უარყო ის ფაქტი, რომ ეს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური, მრავალმხრივი და ამაღელვებელი ჟანრია.

კომენტარის დატოვება
15 sci-fi ფილმი, რომლებსაც უნდა უყუროთ

სამეცნიერო ფანტასტიკა ძირითადად მომავლის შესაძლო ალტერნატიულ სამყაროთა რაციონალურობის აღწერას ეფუძნება. იგი ფენტეზის ჟანრს ჰგავს, მაგრამ იმით გამოირჩევა, რომ თხრობის ელემენტები მეცნიერული საფუძვლის მქონე ფაქტებს ან ბუნების კანონების მეცნიერულ პოსტულატებს არ სცდება და უარყოფს. როცა სამეცნიერო ფანტასტიკის ნარატივების ტიპებს უყურებ, ძნელია უარყო ის ფაქტი, რომ ეს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური, მრავალმხრივი და ამაღელვებელი ჟანრია.

გთავაზობთ საუკეთესო sci-fi ფილმებს, გმირული ტრილერებიდან დრამებამდე, პოლიტიკიდან სუპერგმირების სასწაულამდე, რომელსაც 2023 წელს აუცილებლად უნდა უყუროთ.

პლატფორმა/Platform

ამ ესპანური ანტიკაპიტალისტური იგავის სიუჟეტი ვერტიკალურ ციხის დაწესებულებაში ვითარდება, სადაც მცხოვრებლები 300 დონეზე არიან განლაგებულნი. ყოველდღე საკვებით სავსე პლატფორმა ზემოდან ქვევით ეშვება, რაც პატიმრებს საშუალებას აძლევს, ჭამონ, რამდენიც უნდათ. მაგრამ ადამიანების საშუალო და ყველაზე დაბალი საფეხური — ზოგიერთი ხანდაზმული და მცირეწლოვანი ბავშვი — ყოველგვარი სარჩოს გარეშე რჩება. შიმშილით გაგიჟებულნი, იძულებულნი არიან კანიბალიზმით გადარჩნენ.

ფილმი კლასების, სიმდიდრისა და სიღარიბის, უთანასწორობისა და ციხის ინდუსტრიული კომპლექსის შემზარავი შერწყმით მივიღეთ. «პლატფორმა» ჩვენს გარშემო არსებულ საშინელ რეალობის ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში საკვები გემრიელად გამოიყურება, ყურების დროს ჭამას აუცილებლად მოერიდეთ.

მოხეტიალე დედამიწა/The Wandering Earth

კატასტროფის, საშინელების მოყვარულნო, დროა კოსმოსური კატასტროფის უკანასკნელ ფილმზე ვისაუბროთ. ამ ჩინურ სამეცნიერო ფანტასტიკურ ეპოსში დედამიწა დიდ უბედურებაში იმყოფება. მზისგან კლიმატის სრული განადგურების თავიდან აცილების მიზნით, რომელიც ჩვენი პლანეტის შთანთქმას აპირებს, ასტრონავტთა ჯგუფს დედამიწის სხვა მზის სისტემაში გადატანა ევალება. მგონი სიგიჟეა, არა? პლანეტა იუპიტერთან შეჯახების გზაზეა.

აიღეთ როლანდ ემერიხის ფილმებისა და Interstellar-ის დიდებული ვიზუალი გრავიტაცია და ჯოჯოხეთურ სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმს მიიღებთ. გასაკვირი არ არის, რომ «მოხეტიალე დედამიწა» ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ჩინური ფილმი გახდა.

განსხვავებული აზრი/Minority Report

კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში ექსპერიმენტალური პროგრამა შექმნეს, რომლის მეშვეობითაც ჯერ კიდევ ჩაუდენელი დანაშაულის შესახებ წინასწარ შეუძლიათ გაიგონ და დამნაშავე დააკავონ, რათა მკვლელობა თავიდან აიცილონ. ყველაფერი კარგად მიდის, მანამ სანამ ერთ-ერთი პოლიციელი, ჯონ ანდერტონი (ტომ კრუზი) თავად არ აღმოაჩენს, რომ მკვლელობას აპირებს. იგი ერთ-ერთ წინამორბედს (სამანტა მორტონი) გაიტაცებს და ჭეშმარიტების საძიებლად მიდის.

20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, «განსხვავებული აზრი» მაინც აქტუალური და პოპულარულია. ეს არა მხოლოდ სპილბერგის ოსტატობას უსვამს ხაზს, არამედ იმ პრობლემის მარადიულობას გვანახვებს, რომელსაც ფილმში ვხვდებით.

ფსიქოკინეზი/Psychokinesis

«ფსიქოკინეზში» Train To Busan-ის რეჟისორი იონ სანგ-ჰო სუპერგმირების ნარატივს განსხვავებულად გვანახებს — ჩვეულებრივი ფეთქებადი სამყაროს გადარჩენის ნაცვლად, ის ისტორიას მამაზე, მის ქალიშვილსა და ბიზნესის მფლობელთა ჯგუფზე მოგვითხრობს, რომლებიც კორუფციას ებრძვიან.

ერთი უბრალო სამხრეთ კორეელი შუახნის მამაკაცი, სოკ-ჰენ-შინი შემთხვევით ზებუნებრივ ძალას, ფსიქოკინეზის უნარს შეიძენს. მთავარი გმირი ახლად შეძენილი ზებუნებრივი ძალის გამოყენებას გადაწყვეტს, რათა ახალგაზრდა ქალიშვილსა და გარშემო მყოფ ადამიანებს დაეხმაროს, მაგრამ პროცესში ის უამრავი სირთულის წინაშე აღმოჩნდება.

«ფსიქოკინეზი» სუპერგმირების სიჭარბის ეპოქაში შექმნილი მნიშვნელოვანი პროდუქტია, სადაც ვიზუალურ სიდიადესთან ერთად, მნიშვნელოვან მოსაზრებებსაც გადააწყდებით. ეს სუპერგმირების წარმოშობის ისტორიაა, რომელიც უფრო გვჭირდება.

ბურუსი/The Mist

თუ ზებუნებრივი მონსტრების ხასიათზე ხართ, მაშინ The Mist თქვენთვისაა. ფრენკ დარაბონტის მიერ სტივენ კინგის ნოველის ადაპტაცია პატარა ქალაქ მეინზე და მის მოსახლეობაზე გვიყვება, რომლებიც სასტიკი ქარიშხლის დროს ბუნკერში იმალებიან, თუმცა, ეს მთავარი პრობლემა არ არის. ქალაქს ბურუსი მოიცავს, რომლიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ადგილობრივებს ანადგურებენ.

«ბურუსი» სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის შეუდარებელი გაერთიანებაა. ფილმი ურჩხულებსა და საშინელ არსებებს უფრო მეტად ადამიანთა ქცევაზე ხაზგასასმელად იყენებს, ვიდრე უბრალოდ ვიზუალისთვის. ეს არ არის ფილმი სუსტი გულისთვის — დარაბონტის ფილმი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ფინალით არის ცნობილი.

რა შეემთხვა ორშაბათს/What Happened To Monday

თუ ოდესმე აღმოაჩენთ, რომ Girl With the Dragon Tattoo-ის ტრილოგიის ყურების შემდეგ რამე მსგავსი მოგინდათ — მაშინ «რა შეემთხვა ორშაბათს» იმედებს არ გაგიცრუებთ.

სამყაროში, სადაც ოჯახს მხოლოდ ერთი შვილის გაჩენის უფლება აქვს, 7 ტყუპი და გაჩნდება. იმისათვის, რომ შვიდი შვილიშვილი ფაშისტური მთავრობისგან დაცული იყოს, ბაბუა (უილიამ დეფო) თითოეულ გოგონას კვირის დღეების სახელებს არქმევს. სახელების მიხედვით, ისინი სახლიდან კვირაში მხოლოდ ერთხელ გადიან. ერთ დღესაც კი ორშაბათი დაიკარგება, რის გამოც დები გამოძიებას იწყებენ და პოლიტიკოსების ბოროტ განზრახვებს უპირისპირდებიან.

დავიწყება/Oblivion

Top Gun: Maverick-მდე «დავიწყება» იყო. შესაძლებელია თუ არა, გენატრებოდეს ადგილი, სადაც არასდროს ყოფილხარ, გიყვარდეს და ოცნებობდე გოგოზე, რომელსაც არასდროს შეხვედრილხარ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში.

ჯეკ ჰარპერი (ტომ კრუზი) და ვიქტორია (ანდრეა რაიზბორო) თვითმფრინავის ტექნიკოსები არიან, დანგრეული. ომით განადგურებული დედამიწის ნაშთებს იკვლევენ, მაგრამ მალე ჯეკი პლანეტის განადგურების შესახებ სიმართლეს გაიგებს, რასაც მოჰყვება ის, რაც ისეთივე სასაცილოა, როგორც გასართობი ვიდეოების ყურება. (სპოილერების გარეშე.)

ჟანგბადი/Oxygen

ამ ტრილერში, მელანი ლორანი მოულოდნელად კრიოგენურ კუბოში იღვიძებს და წარმოდგენა არ აქვს, იქ როგორ მოხვდა, თავად ვინ არის, არადა გადარჩენისთვის მხოლოდ 90 წუთის ჟანგბადი აქვს დარჩენილი. ყველა საიდუმლოს ამოხსნა არავის შეუძლია, გარდა A.I. რობოტის ასისტენტისა, ის ფრაგმენტული მოგონებების გახსენებას იწყებს, რათა ლორანის გმირის წარსული გააერთიანოს. სიუჟეტი დაძაბულია, თუმცა არა ყველაზე საინტერესო. 

კინემატოგრაფიის ემოციური და დაძაბული ძალა ფრანგმა რეჟისორმა, ალექსანდრე აჯამ, რომელიც საშინელებათა ფილმებით არის სახელგანთქმული, კარგად გამოიყენა. თუ თქვენ მცირედიდან მაქსიმუმის მოპოვება გიზიდავთ, მაშინ «ჟანგბადი» ცუდი საყურებელი არ უნდა იყოს.

მე ვარ დედა/I Am Mother

«მე ვარ დედა» პოსტ-აპოკალიფსური ჟანრის კლასიკაა, რომელშიც მსოფლიოს რობოტები მართავენ. თინეიჯერ გოგონას მალულად რობოტი, სახელად დედა ზრდის, რომელიც იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანების გადაშენების შემთხვევაში, დედამიწის რეპოპულაცია მოახდინოს. მოზარდმა ქალიშვილმა ყველაფერი თავისი რობოტი მომვლელისგან ყველაფერი ისწავლა, მათ შორის ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი გადაშენდა. მაგრამ, მოულოდნელად ერთ დღეს უცხო ადამიანი გამოჩნდება, რომელიც ყველაფერს, რაც ქალიშვილმა იცოდა უარყოფს. 

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ნარატივით ათასობით სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმი არსებობს, «მე დედა ვარ» დახვეწილი რეჟისორული ხედვით, გასაოცარი ტრიუკებითა და ქალის პროტოტიპით, მოლოდინებს აჭარბებს.

ჩიტის ყუთი/Bird Box

რეჟისორ სიუზან ბიერის «ჩიტის ყუთ» საშინელებათა ფილმად არ გამოდგება. პროტაგონისტები ზედმეტად საყვარელნი არიან და ერთმანეთზე ზრუნავენ. ირგვლივ აპოკალიფსის შემდგომი პერიოდია გამეფებული. თვალებახვეული ქალი და ორი ბავშვი მდინარის გასწვრივ გზის გაგნებას ცდილობენ.

სანდრა ბალოკი, ტრევანტე როდსი, ჯონ მალკოვიჩი და ჩიტის ყუთის დანარჩენი ვარსკვლავური მსახიობები, რომლებიც დემონურ, პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში მოგზაურობენ, ტრილერის, action-ისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრებს აერთიანებენ. ფილმი რეალობისგან მოწყვეტილი არ არის და საინტერესო საყურებელია.

შევხვდებით გუშინ/See You Yesterday

ოჯახურ სიყვარულზე, კულტურულ განსხვავებებზე და წარსულის შეცდომების შეცვლის საყოველთაო სურვილზე დაფუძნებული სათავგადასავლო სამეცნიერო-ფანტასტიკა, რომელიც საშუალო სკოლის საუკეთესო მეგობრების და ვუნდერკინდი-მეცნიერების, სიჯეის და სებასტიანის შესახებ მოგვითხრობს.

ისინი თავისუფალ დროს თავიანთ თვითნაკეთ გამოგონებაზე მუშაობენ: ზურგჩანთებზე, რომლებიც დროში და სივრცეში მოგზაურობის საშუალებას იძლევა. მაგრამ, როდესაც სიჯეის უფროსი ძმა კალვინი პოლიციასთან შეხვედრის შემდეგ დაიღუპება, ახალგაზრდა გმირები წარსულის შეცვლის და კალვინის გადარჩენის სასოწარკვეთილ მცდელობაში მათი დაუმთავრებელი ტექნოლოგიის გამოყენებას გადაწყვეტენ, რასაც საბოლოოდ არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება.

ეს მომხიბვლელი, სახალისო და კლასიკური ჟანრის ძალიან საჭირო აღქმაა. სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმები, რომლებიც შავკანიანთა ცხოვრებას ასახავს, დიდი ხანია იშვიათობაა.

ბეკეკა შონის ფილმი — ფარმაგედონი/A Shaun The Sheep Movie: Farmageddon

2015 წლის წარმატებული ანიმაციური ფილმის გაგრძელება ცხვარი შონისა და მისი მეგობრების მხიარული თავგადასავლების შესახებ. ერთ დღეს გმირების მშვიდი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მათ ფერმასთან ახლოს შორეული გალაქტიკიდან მოფრენილი უცხოპლანეტელების ხომალდიდან გასაოცარი შესაძლებლობების მქონე პატარა უცხოპლანეტელი ჩამოვარდება. ახლა, სანამ ბოროტი ორგანიზაცია მას ხელში ჩაიგდებს, ცბიერი შონი უცხოპლანეტური გართობისა და თავგადასავლების მიზნით, გალაქტიკათშორისი უცნაური პატარა სტუმრის სახლის მოსაძებნად და მის მშობლიურ პლანეტაზე დასაბრუნებლად საშიშ მისიაზე მიდის.

«ბეკეკა შონი კინოში» სულელური, ტკბილი და დამამშვიდებელი, გალაქტიკური მოგზაურობა, რომლის ყურებაც მთელ ოჯახს შეუძლია.

კოდი 8/Code 8

«კოდი 8» სამყაროს აღწერს, სადაც კონკრეტული ადამიანები ზესახელმწიფოების მფლობელები არიან, მაგრამ მეორე ინდუსტრიული რევოლუციის სტიმულირების შემდეგ ისინი შეიცვალნენ და საზოგადოების ქვედა საფეხურზე დაქვეითდნენ. 

ეს არის მომავლის სამყარო, სადაც მოსახლეობის 4% სხვადასხვა ზებუნებრივ შესაძლებლობას ფლობს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მილიონერები ან სუპერგმირები იყვნენ, ისინი დისკრიმინაციას განიცდიან და სიღარიბეში ცხოვრობენ.  ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული უნარის მქონე სასოწარკვეთილი ახალგაზრდა — კონერ რიდია, რომელიც მისი ავადმყოფი დედის მკურნალობის მთელი ძალებით ცდილობს. ფულის გამომუშავების მიზნით, იგი შემოსავლიან კრიმინალურ სამყაროს უერთდება.

ზოგიერთ მომენტში სიუჟეტი მონუმენტურად მიმდინარეობს, ფაქტობრივად არაფერი ხდება, თუმცა მოულოდნელი ცვლილებები და დამაინტრიგებელი სიუჟეტი ფილმს მოსაბეზრებელს ნამდვილად არ ხდის.

Space Sweepers/კოსმოსური ხომალდი

მოვლენები 2092 წელს ვითარდება და ნაგვის შემგროვებელი კოსმოსური ხომალდის «გამარჯვება”-ს ეკიპაჟის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მიტოვებული საშიში თანამგზავრების და კოსმოსური ხომალდების ნაგვით სავსე უსაზღვრო კოსმოსში მოგზაურობენ, სადაც ისინი ნაგვის მოგროვებასა და მის გაყიდვას ცდილობენ. 

სიჩქარის გამოყენებით, შემგროვებელ ხომალდებს ეჯიბრებიან და მათ დამარცხებას ცდილობენ.  როდესაც გმირები ერთ-ერთ მიტოვებულ ხომალდში პატარა ჰუმანოიდ-რობოტ ბავშვს სახელად დოროთის იპოვიან, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღი აღმოჩნდება, ისინი ძალიან სარისკო კომერციული გარიგების დადებას გადაწყვეტენ.

ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიაში ყველაზე ორიგინალური ისტორია არ არის, მაგრამ მშვენიერი ვიზუალი, ძლიერი მსახიობები და შეთქმულება ამ ორსაათიან მოგზაურობას სახალისოს ხდის.

dev.ge-მ ვაკანსიების სერვისი გაუშვა: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები ჩვენთან და მიიღეთ გამოხმაურებები!

8 ფილმი IT ინდუსტრიაზე
8 ფილმი IT ინდუსტრიაზე
თემის მიხედვით
8 ფილმი IT ინდუსტრიაზე


ასევე წაიკითხეთ
2023 წლის 10 უდიდესი ინოვაცია
2023 წლის 10 უდიდესი ინოვაცია
2023 წლის 10 უდიდესი ინოვაცია
2023 წლის ინოვაციებმა ტექნოლოგიური ლანდშაფტი მკვეთრად შეცვალა. კვანტური გამოთვლების წინსვლით დაწყებული, გენერაციული AI-ის, ერთი შეხედვით, შეუჩერებელი ზრდით დამთავრებული, შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი ტექნოლოგიური სფეროსთვის წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა.  გთავაზობთ 2023 წლის ტოპ 10 ინოვაციას 👇
საქართველო: რა მოხდა IT სფეროში 2023 წელს
საქართველო: რა მოხდა IT სფეროში 2023 წელს
საქართველო: რა მოხდა IT სფეროში 2023 წელს
2023 წელი როგორც მსოფლიო, ისე ქართული ტექნოლოგიური სივრცისთვის საინტერესო, ინოვაციური და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. ქვეყანამ საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე კუთვნილი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა და ძალები უახლეს ინოვაციებშიც მოსინჯა. გთავაზობთ საინტერესო და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მოვლენების ჩამონათვალს, რომლებმაც 2023 წელი საქართველოსთვის გამორჩეული გახადეს 👇
რას უყურებდნენ Netflix-ზე 2023 წელს 
რას უყურებდნენ Netflix-ზე 2023 წელს 
რას უყურებდნენ Netflix-ზე 2023 წელს 
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.