ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Change Inspire — რა ხდებოდა საქართველოს ყველაზე დიდ ტექ კონფერენციაზე

★ ფასიანი თანამშრომლობა

7 ივლისს HT Solutions-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდა. ღონისძიებას 500-მდე IT სპეციალისტი და ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული 500-მდე ადამიანი დაესწრო. 

კომენტარის დატოვება

ღონისძიება მთავარ სცენაზე დაიწყო, შემდეგ კი 2 სცენა დაემატა — DevOps-ის და კიბერუსაფრთხოებისა და დიდი მონაცემების. კონფერენციის მონაწილეებს შეეძლოთ, თავად გადაეწყვიტათ, რომელ სცენაზე რომელ სპიკერს მოუსმენდნენ. 

სპიკერების სია შთამბეჭდავი იყო, არჩევანი კი — რთული. 

მთავარ დარბაზში გამომსვლელთა შორის იყვნენ:

  • აზერტელეკომის CEO ანა ნაკაშიძე;
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელძღვანელი ზვიად გაჩეჩილაძე;
  • საქართველოს ოპერატრიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელი ლადო უთმელიძე; 
  • Siemens Digital Factory-ის უფროსი პროგრამული არქიტექტორი გიორგი მამალაძე;
  • ამერიკული კომპანია Cloudera-ს და სხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.
  • აუდიტორიის წინაშე წარდგნენ სპიკერები თიბისიდან და HT Solutions-იდან. 

DevOps-ის დარბაზში სესიები ჩაატარეს თიბისის, Space International-ის, Amazon Web Services (AWS)-ის და Cisco-ს წარმომადგენლებმა. 

კიბერუსაფრთხოებისა და დიდი მონაცემების დარბაზში კი მომსხენებელთა შორის Google-ის მონაცემთა, ანალიტიკისა და AI პროდუქტის სპეციალისტიც იყო. 

კონფერენციის ორგანიზატორმა, HT Soluitions-ის დირექტორმა, ნინო გვაზავამ გვითხრა, რომ კონფერენციის ჩატარების მოტივაცია და მიზანია, IT სფეროში მომუშავე ადამიანებს გლობალური პრაქტიკები და ტრენდები გაუზიარონ. 

ნინო გვაზავა

«HT Soluitions საქართველოს ბაზარზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე დიდი IT ინტეგრატორი კომპანიაა. ჩვენ ვართ გლობალური წამყვანი ტექ კომპანიების წარმომადგენლები და მათ ტექნოლოგიებს ვნერგავთ ქართულ ბაზარზე. იმისთვის, რომ ტექნოლოგიებს ჰქონდეთ დიდი, ფართო, მაქსიმალურად პოზიტიური ეფექტი, მნიშვნელოვანია, ცოდნა გავავრცელოთ, ბევრს ვესაუბროთ ამ ტექნოლოგიებზე, ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს ისინი და რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ მათ როგორც ბიზნესზე, ისე საზოგადოებაზე. ამიტომ შევკრიბეთ კონფერენციაზე 500-ზე მეტი IT სპეციალისტი.  სტუმრად გვყავს ისეთი კომპანიები, რომელსაც ბევრი ღირებული ინფორმაციის გაზიარება შეუძლია ქართული აუდიტორიისთვის». 

ღონისძიება თიბისის გარეშე ვერ ჩატარდებოდა. სწორედ ისაა კონფერენციის მთავარი მხარდამჭერი. 

თიბისის ინფორმაციის მთავარი ოფიცრის, ბიძინა მაცაბერიძის თქმით, თიბისი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა, სადაც ტექნოლოგიური ცხოვრება დუღს.  

ბიძინა მაცაბერიძე

«ამ კონფერენციაზე სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების გამოცდილი წარმომადგენლები დაგროვილ ცოდნას და გამოცდილების გვიზიარებენ და ამ პროცესში ხდება სწორედ ის, რაც ამ კონფერენციის სათაურშია ჩადებული — ცვლილებების შთაგონება. საბოლოო ჯამში, ამ ცვლილებებს აქვთ პოზიტიური გავლენა ჩვენს კომპანიებზეც, ქვეყანაზეც და რეგიონზეც.

შესაბამისად, თიბისი დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით ერთვება ასეთ კონფერენციებში როგორც მხარდაჭერის, ისე მონაწილეობის თვალსაზრისით. თიბისისთვის ტექ კომუნის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია». — თქვა ბიძინა მაცაბერიძემ.  

Change Inspire, რომელიც წელს მესამედ გაიმართა, წარმატებული იყო. კონფერენციამ გაამართლა სახელი, გააჩინა შთაგონება და ხელი შეუწყო ქართულ IT საზოგადოებას, გადაედგა ნაბიჯი წინ საქართველოს ტექნოლოგიური ლანდშაფტის ტრანსფორმაციის გზაზე. 

ასევე წაიკითხეთ
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება —  VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
★ ფასიანი თანამშრომლობა თიბისის მხარდაჭერით 15 სექტემბერს კიდევ ერთი ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG-ის შემოდგომის სერია ჩატარდა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ში მონაწილეობს. GameDay შეჯიბრია. მისი ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.
TBC Group-ის საერთაშორისო ოპერაციებს Tinkoff Group-ის ყოფილი დირექტორი გაუძღვება
TBC Group-ის საერთაშორისო ოპერაციებს Tinkoff Group-ის ყოფილი დირექტორი გაუძღვება
TBC Group-ის საერთაშორისო ოპერაციებს Tinkoff Group-ის ყოფილი დირექტორი გაუძღვება
DevFest Georgia — FreeUni-ის ტექნოლოგიური ფესტივალი 1-ლ ოქტომბერს გაიმართება
DevFest Georgia — FreeUni-ის ტექნოლოგიური ფესტივალი 1-ლ ოქტომბერს გაიმართება
DevFest Georgia — FreeUni-ის ტექნოლოგიური ფესტივალი 1-ლ ოქტომბერს გაიმართება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.