ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემარკეტინგი
20 დეკემბერი 2023, 16:00
2023-12-20
Simple Steps რეგიონში Meta-ს პირველი საერთაშორისო ავტორიზებული საგამოცდო ცენტრი გახდა
Simple Steps ქართული კომპანიაა, რომელიც არაერთ ცნობილ ბიზნესს სწორი მარკეტინგული ნაბიჯების გადადგმასა და ციფრულ სივრცეში ეფექტურად პოზიციონირებაში ეხმარება. ის 2021 წლის თებერვალში დაფუძნდა და სწრაფი ტემპით ვითარდება — 2023 წლის დეკემბერში კომპანია Meta-ს საერთაშორისო ავტორიზებული საგამოცდო ცენტრი გახდა.
dev.ge-სთან ციფრული მარკეტინგის პროფესიონალმა და Simple Steps-ის პარტნიორმა, ალექსანდრე ჩომახიძემ მიღწეული შედეგის არსზე, მნიშვნელობასა და დეტალებზე ისაუბრა.
ალექსანდრე ამბობს, Simple Steps საქართველოში და მთლიანად რეგიონშიც პირველი ავტორიზებული საგამოცდო ცენტრია, რომელმაც Meta-ს ტესტირების ჩატარების უფლება მოიპოვა — აქამდე ნებისმიერ მსურველს, მაგალითად, მარკეტერს, თუ Meta-ს სერტიფიკატის მიღება სურდა, უშალოდ Meta-ს ვებსაიტზე შესვლა, დარეგისტრირება, თანხის გადახდა და ონლაინ გამოცდის ჩაბარება უწევდა, ხოლო თუ გამოცდის ფიზიკურად ჩაბარება დასჭირდებოდა, მაშინ აშშ-ში ან ლონდონში უნდა წასულიყო.
ალექსანდრეს თქმით, პროცესის ყველაზე საინტერესო. თუმცა, ამავდროულად რთული ნაწილი Meta-ს კრიტერიუმების დაკმაყოფილება იყო. ის გვიყვება, რომ Meta-ზე ყველაზე დიდი «შთაბეჭდილება» კომპანიის კლიენტების რაოდენობამ მოახდინა — ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ სააგენტო ყველანაირ წესებს იცავს, თანხის გადამხდელია და ვითარდება.
შემდეგი ეტაპი კომპანია Pearson VUE-სთან დაკავშირება იყო, რომელიც Meta-ს საერთაშორისო გამოცდების ჩატარებაში ეხმარება — თავად Meta-ს ამის უფლება არ აქვს.
Meta-ს სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება Simple Steps-ის დახმარებით 2024 წლის იანვრიდან იქნება შესაძლებელი.