ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გიორგი ჩუგოშვილი: აგენტის სტატუსი ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუშლის

ყიდვა-გაყიდვის აპლლიკაცია Phubber-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი dev.ge-სთან ამბობს, რომ რუსული, რეპრესიული კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლოა მის კომპანიას და გუნდს აგენტების სახელი დაერქვათ, რაც ინვესტიციების მოზიდვისთვის ცუდი იქნება. 

კომენტარის დატოვება

გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ Phubber-ის ინვესტიციების დაახლოებით 80% უცხოეთიდან შემოდის. 

«დემოკრატიისთვის რომ ცუდია ეს კანონი გასაგებია. რაც შეეხება, IT სექტორსა და სტარტაპ ინდუსტრიას — ჩვენი უმეტესობა ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს გარედან ცდილობს.

მთელი ინდუსტრიის იდეაც ისაა, რომ ვენჩერულ კაპიტალზე და NGO-ებზე გავიდეთ. მათგან ვიზიდავთ თანხებს და ხდებიან საქართველოს ეკონომიკის ინვესტორები.

რაც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ხელს უშლის, ყველაფრის წინააღმდეგი ვარ. რაც ქვეყნისა და ინდუსტრიის განვითარებას ხელს უშლის იმაზე, რა თქმა უნდა, ხმა უნდა ამოვიღოთ». — ამბობს გიორგი.

რა ხდება

საქართველოს ხელისუფლება და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი გეგმავს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს» ეხება. 

ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, არსით რუსული და რეპრესიულია. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის «წყარო უცხოური ძალაა». 

  • ასევე, კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალაა: 
  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. 

ამ ვერსიის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი საჯარო რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და თავადაც დაარეგისტრირა მისი გაუარესებული ვარიანტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 

ამ ვარიანტის მიხედვით, შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურორს უნდა წარედგინოს. 

კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას «კეთილსინდისიერად» ეწევა. თუმცა, არ ვიცით, კანონპროექტის ავტორები როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ «კეთილსინდისიერ» საქმიანობას.

ქართველმა მეწარმეებმა და სტარტაპერებმა  რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს. 

მასში მითითებულია, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მმართველი პარტიის და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ამ ინიციატივის კანონად ქცევას. 

მათი თქმით, კანონი საქართველოს განვითარების შესაძლებლობას ართმევს და პარტნიორებისადმი მტრულ დამოკიდებულებას ავლენს.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ნოდარ დავითური: IT სერვისის ექსპორტზე გატანა ისედაც რთულია აგენტის იარლიყი არ დაგვეხმარება
ნოდარ დავითური: IT სერვისის ექსპორტზე გატანა ისედაც რთულია, აგენტის იარლიყი არ დაგვეხმარება
თემის მიხედვით
ნოდარ დავითური: IT სერვისის ექსპორტზე გატანა ისედაც რთულია, აგენტის იარლიყი არ დაგვეხმარება
კუჭავა: თუ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა სურთ მშვიდად შეეგებონ კანონს
კუჭავა: თუ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა სურთ, მშვიდად შეეგებონ კანონს
თემის მიხედვით
კუჭავა: თუ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა სურთ, მშვიდად შეეგებონ კანონს

ასევე წაიკითხეთ
გიორგი ჩუგოშვილი: ყველანაირად სწორი, ნათელი არჩევანი არის დასავლეთი და არა — ჩრდილოეთი
გიორგი ჩუგოშვილი: ყველანაირად სწორი, ნათელი არჩევანი არის დასავლეთი და არა — ჩრდილოეთი
გიორგი ჩუგოშვილი: ყველანაირად სწორი, ნათელი არჩევანი არის დასავლეთი და არა — ჩრდილოეთი
Phubber-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად დაზიანდა. როგორც თავად თქვა, დამიზნებით ესროლეს, მაგრამ «ხანდახან ასეც ხდება, როცა თავისუფლებისთვის იბრძვი». 
2024 წელს ქართული სტარტაპი Phubber ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის
2024 წელს ქართული სტარტაპი Phubber ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის
2024 წელს ქართული სტარტაპი Phubber ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის
"ოცნება" ამბობს, რომ საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028-მდე დარჩება
"ოცნება" ამბობს, რომ საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028-მდე დარჩება
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.