ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
6 მარტი 2023, 18:18
2023-03-06
ნოდარ დავითური: IT სერვისის ექსპორტზე გატანა ისედაც რთულია, აგენტის იარლიყი არ დაგვეხმარება
Omedia-ს დამფუძნებლის, ნოდარ დავითურის თქმით, რუსული, რეპრესიული კანონის მიღება და აგენტის იარლიყის მიკერება საერთაშორისო პარტნიორებში უნდობლობას გააღვივებს.
ნოდარ დავითური ამბობს, რომ IT სექტორზე დაწვრილმანება რთულია, ვინაიდან ეს კანონი არის ის, რაც ამჟამად ყველა პროფესიის მოქალაქეს ყველაზე მეტად აწუხებს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა.
რა ხდება
საქართველოს ხელისუფლება და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი გეგმავს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს» ეხება.
ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, არსით რუსული და რეპრესიულია. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის «წყარო უცხოური ძალაა».
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალაა:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ამ ვერსიის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი საჯარო რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და თავადაც დაარეგისტრირა მისი გაუარესებული ვარიანტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი. კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას «კეთილსინდისიერად» ეწევა. თუმცა, არ ვიცით, კანონპროექტის ავტორები როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ «კეთილსინდისიერ» საქმიანობას.
ქართველმა მეწარმეებმა და სტარტაპერებმა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს.
მასში მითითებულია, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მმართველი პარტიის და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ამ ინიციატივის კანონად ქცევას.
მათი თქმით, კანონი საქართველოს განვითარების შესაძლებლობას ართმევს და პარტნიორებისადმი მტრულ დამოკიდებულებას ავლენს.
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით.
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ
ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. «ქართული ოცნების» წევრი მარიამ ლაშხი, რომელმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა უკვე სამჯერ მისცა -2023 წელს პირველი მოსმენით და 2024 წელს I და II მოსმენით, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის.
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო
«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.