«34 წლის ვარ და 21 წელია, აქციებზე დავდივარ. ჩაკეტილი წრე არ დამთავრდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ამ მთავრობის პრობლემა. ზოგადად ქვეყანაში გვაქვს ბევრი რაღაც დასალაგებელი.
ძალიან ცალსახაა, რომ ამერიკა და ევროკავშირი ბევრად უკეთესი გრძელვადიანი პარტნიორია, ვიდრე რუსეთი.
ცალსახაა, რომ თავისუფლება ჯობია მონობას. ცალსახაა, რომ დემოკრატია ჯობია ავტოკრატიას. სიტყვის თავისუფლება ჯობია ცენზურას.
პრაგმატულდ, ეკონომიკურად რომ შევხედოთ: სტარტაპერი ვარ და ჩემთვის რიცხვებიც მნიშვნელოვანია: ამერიკის და ევროკავშირის ეკონომიკა $36 ტრილიონია. რუსეთის ეკონომიკა — $2 ტრილიონი.
რომელი რაკურსიდანც არ უნდა შევხედოთ, ყველანაირად სწორი, ნათელი არჩევანი არის დასავლეთი და არა ჩრდილოეთით მოძრაობა».