
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა

"ოცნება" ამბობს, რომ საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028-მდე დარჩება
"ოცნება" ამბობს, რომ საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028-მდე დარჩება

ყველაფერი, რაც საინვესტიციო რისკებზე უნდა ვიცოდეთ — ფინანსისტის განმარტებები
ყველაფერი, რაც საინვესტიციო რისკებზე უნდა ვიცოდეთ — ფინანსისტის განმარტებები
ფინანსისტმა, თბილისის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ქურდიანმა დეტალურად უპასუხა საპენსიო დანაზოგების ინვესტირების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს.
დათქმა: გამოყენებული ტერმინები და განმარტებები ხშირად გამარტივებულია ტექსტის ადვილად აღქმის მიზნით.
წინამდებარე განმარტებები არ არის საინვესტიციო რჩევა.

რა არის და როგორ მუშაობს ინვესტიციები — რა უნდა ვიცოდეთ
რა არის და როგორ მუშაობს ინვესტიციები — რა უნდა ვიცოდეთ
ინვესტიცია ის აქტივია, რომელსაც ფიზიკური პირი და/ან ორგანიზაცია მომავალში მოგების მიღების მოლოდინით ყიდულობს. ანუ, ეს არის მოგების ან სხვა ეკონომიკური ეფექტის მიღების მიზნით ფულის დაბანდება. ინვესტირება საშუალებაა, დღევანდელი შემოსავლები სამომავლო მოგების წყაროდ ვაქციოთ.

რა არის მაღალრისკიანი ინვესტიციები და რა იცვლება საპენსიო დანაზოგების სისტემაში
რა არის მაღალრისკიანი ინვესტიციები და რა იცვლება საპენსიო დანაზოგების სისტემაში
2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტომ მოქალაქეების დანაზოგები მაღალრისკიან აქტივებში განათავსა. თანხა, რომელსაც სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გადასახადებიდან გროვდება, ამ დრომდე დაბალრისკიან აქტივებში იყო განაწილებული — სახელმწიფო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებში.
დაგროვებითი პენსიის შესახებ 2018 წელს მიღებული კანონის თანახმად, პირველი 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში ხდებოდა. 2023 წლის 6 აგვისტოდან კი ხელმისაწვდომი გახდა საშუალო და მაღალრისკიანი ინვესტიციებიც.