"ოცნება" ამბობს, რომ საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028-მდე დარჩება
ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლამდე დარჩება, ანუ — ინვესტირება 4 წლით გადაიწევს.
ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლამდე დარჩება, ანუ — ინვესტირება 4 წლით გადაიწევს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, მოსახლეობა ცვლილებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა და ვადის გადაწევაც ამან გამოიწვია.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის კომიტეტი შესაბამისი კანონპროექტის განხილვასმეორე მოსმენით 4 სექტემბერს გეგმავს.
dev.ge-მ პარლამენტის ვებ გვერდზე შესაბამისი კანონპროექტი ვერ იპოვა.
2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტომ მოქალაქეების დანაზოგები მაღალრისკიან აქტივებში განათავსა. თანხა, რომელსაც სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გადასახადებიდან გროვდება, ამ დრომდე დაბალრისკიან აქტივებში იყო განაწილებული — სახელმწიფო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებში.
დღეის მდგომარეობით, მოქალაქეებს 7 სექტემბრამდე აქვთ ვადა, თავიანთი საპენსიო დანაზოგი დაბალრისკიან პორტფელში გადაიტანოს.