ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
19 თებერვალი 2024, 12:16
2024-02-19
2024 წელს ქართული სტარტაპი Phubber ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის
მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა, Phubber ბიზნესის გაფართოებას აგრძელებს — სომხეთსა და აზერბაიჯანში სტარტაპის გაშვების შემდეგ დამფუძნებლები 2024 წელს ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის.
კომპანიის თანადამფუძნებლმა, გიორგი ჩუგოშვილმა bm.ge-სთან თქვა, რომ ამ ქვეყნებში კომპანიები უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა ასამოქმედებლად ხელსაყრელ დროს ელიან.
ცენტრალური აზიის ქვეყნების შემდეგ სტარტაპი ევროპის მასშტაბით ექსპანსიისთვისაც ემზადება, თუმცა გიორგი ჩუგოშვილი ჯერ ვერ აკონკრეტებს როდის და რომელი ქვეყნით დაიწყება პროცესი.
Phubber გიორგი ჩუგოშვილმა ანანო დოლაბერიძესთან ერთად 2019 წლის 22 მარტს გაააქტიურა. თუმცა, იდეაზე მუშაობა 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. სტარტაპი დღეისთვის უკვე 215 000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.
გიორგის ინსპირაცია Insider-ის სტატია გახდა Depop-ზე, რომელიც Phubber-ის ანალოგიური ბრიტანული პლატფორმაა Gen Z ბრიტანელებისთვის. თუმცა, სტატიამდეც მუშაობდნენ იდეაზე, რომ შეექმნათ სტანდარტული ელექტრონული კომერციის პლატფორმა სამოსისთვის.
Phubber-მა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფართოება პირველად უკრაინით დაიწყო. თუმცა 2022 წელს უკრაინაში დაწყებულმა ომმა, ბიზნესგეგმა შეცვალა. მიუხედავად ამისა, Phubber-ს ბაზარი არ დაუტოვებია და ოპერირებას აგრძელებს. შემდეგი ნაბიჯი სომხეთი და აზერბაიჯანი აღმოჩნდა, სადაც Phubber 2023 წელს შევიდა.
დღეისთვის სტარტაპის ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, თუმცა დამფუძნებლების ამბიციები გაცილებით დიდია — მათი აზრით, 2028 წლისთვის კომპანიის ბრუნვამ 86 მილიონს დოლარს უნდა გადააჭარბოს.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.