ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მრავალრიცხოვანი მომიტინგეების დაშლას სამართალდამცავები, ძირითადად, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობენ. 

კომენტარის დატოვება
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მრავალრიცხოვანი მომიტინგეების დაშლას სამართალდამცავები, ძირითადად, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობენ. 

ფოტო: ვახო ქარელი

თუ აქციაზე წასვლას აპირებთ, მაშინ თქვენი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დასაცავად რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგათ — სათვალთვალო ინსტრუმენტებს ყველგან იყენებენ, რამაც შესაძლოა დიდ საფრთხეში ჩაგაგდოთ.

საპროტესტო მსვლელობისას ციფრული მეთვალყურეობის ორი ძირითადი ასპექტი არსებობს. ერთ-ერთი ის მონაცემებია, რომელიც შესაძლოა პოლიციამ თქვენი ტელეფონიდან იმ შემთხვევაში ამოიღოს, თუ დაგაპატიმრებენ ან მოწყობილობას ჩამოგართმევენ. მეორე — სამართალდამცავი ორგანოების მეთვალყურეობაა, რომელსაც, ძირითადად, სანომრე ნიშნების სკანირებითა და სახის ამოცნობის ტექნოლოგიის საშუალებით ახორციელებენ.

ნებისმიერი ციფრული მტკიცებულება იმისა, რომ პროტესტის დროს ხალხთან ერთად იდექით, შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ, ყველაზე მნიშველოვანია სახლიდან გასვლამდე სმარტფონის დაცვაზე იზრუნოთ. 

უნდა გადაწყვიტოთ, საერთოდ არის თუ არა საჭირო მისი წაღება — ან რომელი სმარტფონი წაიღოთ. სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ, რომ თქვენი მობილური ოპერატორებიდან მონაცემები ამოიღონ იმის შესახებ, კონკრეტულ მომენტში სად იმყოფებით და მობილური აბონენტის საიდენტიფიკაციო ნომერიც გაიგონ, რაც საბოლოოდ მასების ანონიმურობას ძირს უთხრის.

«ჯიბეში არსებული მოწყობილობა მათ აუცილებლად მისცემს საჭირო ინფორმაციას, რომელიც შეიძლება თქვენი იდენტიფიცირებისთვის გამოიყენონ». —  ამბობს აშშ-ის პრესის თავისუფლების ფონდის ნიუსრუმის უსაფრთხოების დირექტორი, ჰარლო ჰოლმსი.

საუკეთესო გადაწყვეტილება, ცხადია, ტელეფონის სახლში დატოვებაა. თუ ტელეფონი მხოლოდ კოორდინაციისთვისა და მეგობართან ან ოჯახის წევრთან დასარეკად გჭირდებათ, უმჯობესია გამორთულ მდგომარეობაში ატაროთ და მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში ჩართოთ. 

ამით ანძებთან და Wi-Fi ქსელებთან დაკავშირების ალბათობას შეამცირებთ, რომლებსაც სამართალდამცავები თვალთვალისთვის იყენებენ. მეგობრებთან  ლოჯისტიკური საკითხები წინასწარ გაიარეთ და ტელეფონის ჩართვა მხოლოდ გაუგებარ სიტუაციაში მოგიწევთ. მეტი დამაჯერებლობისთვის შეგიძლიათ მოწყობილობა Faraday-ის ჩანთაში ჩადოთ, რომელიც რადიოკავშირებს ბლოკავს.

თუ აქციაზე ტელეფონით უმჯობესია, რომ ისეთი იყოს, რომელსაც უკვე დიდი ხანია არ იყენებთ, რადგან, სავარაუდოდ, თქვენი ციფრული ანგარიშებისა და მონაცემების უმეტესი ნაწილი თქვენს ახალ სმარტფონზე იქნება შენახული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი სმარტფონი ანონიმურობის გარანტიაა. 

კომუნიკაცია ისეთი შეტყობინებებით სჯობს, რომლებიც რამდენიმე საათის შემდეგ ავტომატურად იშლება. ამ მხრივ, ყველაზე გამოცდილი აპლიკაცია Signal-ია, თუმცა სხვა აპლიკაციები, როგორიცაა Wire და Wickr, იმავე მახასიათებლებს გვთავაზობენ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენ და ადამიანი, ვისთანაც აქციის მიმდინარეობისას საუბრობთ, ერთსა და იმავე აპლიკაციას იყენებთ. ასევე უმჯობესია, რომ ტელეფონები ძლიერი საიდუმლო კოდით დაიცვათ, ვიდრე სახის განბლოკვითა ან თითის ანაბეჭდით. 

როგორ შევამციროთ თვალთვალის რისკი

აქციაზე გასვლის წინ სწორი ტანსაცმელიც უნდა აარჩიოთ. ფერადი ტანსაცმელი ან ცნობილი ლოგოები სამართალდამცავების საქმეს გააადვილებს. თუ ტატუ გაქვთ, ეცადეთ, დაფაროთ. და რაც მთავარია, სახის ნიღბის ტარება არ დაგავიწყდეთ. 

რეკომენდირებულია მუქი სათვალეც, რომელიც სათვალთვალო კადრებში ან სოციალური მედიის ფოტოებსა თუ პროტესტის ვიდეოებში თქვენს ამოცნობას, ფაქტობრივად, შეუძლებელს გახდის. 

თუ მოწყობილობას  პროტესტის დროს ფოტოების ან ვიდეოების გადასაღებად იყენებთ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, როგორ შეიძლება ეს კონტენტი თქვენი და სხვების იდენტიფიცირებისთვის და თვალყურის დევნებისთვის გამოიყენონ. 

ფაილები, რომლებსაც სოციალურ მედიაში ატვირთავთ, შეიძლება მეტამონაცემებს შეიცავდეს, როგორიცაა დროის შტამპები და მდებარეობის ინფორმაცია, რაც შეიძლება სამართალდამცავებს ხალხმრავლობისა და მოძრაობის თვალყურის დევნებაში დაეხმაროს. გადაღებამდე აუცილებელია თანამემამულე მომიტინგეებისგან ნებართვა აიღოთ.

ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილის დეპუტატებმა — ე.წ ხალხის ძალამ განაცხადეს, რომ რუსული, რეპრესიული კანონპროექტი დროებით გაიწვიეს. 

თუმცა, ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ერთი ვერსია პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს უკვე მიიღო. შესაბამისად, პროცედურულად, უნდა მოხდეს მისი მეორე მოსმენით განხილვა და კენჭისყრის დროს ჩაგდება. გაწვევის სხვა მექანიზმი არ არსებობს.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ოცნება და ხალხის ძალა რუსულ კანონზე ამბობენ რომ ემოციური ფონის ჩაცხრობას დაელოდებიან
«ოცნება» და «ხალხის ძალა» რუსულ კანონზე ამბობენ, რომ «ემოციური ფონის ჩაცხრობას» დაელოდებიან
თემის მიხედვით
«ოცნება» და «ხალხის ძალა» რუსულ კანონზე ამბობენ, რომ «ემოციური ფონის ჩაცხრობას» დაელოდებიან


ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიცია გამოკითხვაზე დაგიბარებთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიცია გამოკითხვაზე დაგიბარებთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიცია გამოკითხვაზე დაგიბარებთ
დღეს, 9 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებსა და ყველა იმ პირს, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეთ სისხლის სამართლის საქმესთან. 
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
«ქართული ოცნება» პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. უკვე დაიწყო საპარლამენტო განხილვები, პარალელურად კი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  ჩვენ მოკლედ გეტყვით, როგორ დაიცვათ ციფრული უსაფრთხოება, როცა ადგილზე ათასობით ადამიანია, ამასთან, შესაბამისი სამსახურები ყველა მხრიდან გითვალთვალებენ. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.