ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სტარტაპერები და მეწარმეები: კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსული კანონის მიღებას

სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის წევრები პარლამენტის განათლების, ევროინტეგრაციის და ეკონომიკის კომიტეტებს მიმართავენ მოთხოვნით, არ მიიღონ რუსული რესპრესიული კანონი. 

კომენტარის დატოვება
სტარტაპერები და მეწარმეები: კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსული კანონის მიღებას

სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის წევრები პარლამენტის განათლების, ევროინტეგრაციის და ეკონომიკის კომიტეტებს მიმართავენ მოთხოვნით, არ მიიღონ რუსული რესპრესიული კანონი. 

 — ფოტო: ვლადიმერ ჩხიტუნიძე

სტარტაპერები და მეწარმეები ხაზს უსვამენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კანონპოექტებს «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ», ვინაიდან ეს საქართველოს განვითარების შესაძლებლობას ართმევს. 

«დღეს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნებთან და დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რამაც ბევრ მეწარმეს და სტარტაპერს მისცა საშუალება, საკუთარი იდეები უფრო დიდ ბაზარზე გაეტანა, მიეღო ცოდნა, განათლება და საკუთარი წვლილი შეეტანა, როგორც უამრავი ადამიანის დასაქმებაში, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. 

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკოსისტემის განვითარების 80% სწორედ იმ ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ პროექტებზე მოდის, რომელთა გავლენის აგენტებად გამოცხადებასაც გეგმავთ, და ეს კანონი შეეხება არამხოლოდ მათ, არამედ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ შესაძლებლობებით სარგებლობდა. 

ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ და ვიზრუნოთ ქვეყნის წისვლაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს სწრფვას ევროკავშირისკენ და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. 

კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს და მტრულ დამოკიდებულებას ავლენს პარტნიორებისადმი.

დღეს, ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, დადგეთ ქვეყნის გადარჩენის, თავისუფლების, დემოკრატიული მომავლის მხარეს.

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალს და განვითარების პერსპექტივას ართმევს!». — ნათქვამია სტარტაპერების წერილში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • თეონა დალაქიშვილი — CDC Business/კომლი/სამეწარმეო განათლების კონსულტანტი
  • გიორგი ყანჩაველი — პროექტის სკოლა
  • ანა ავეჩბა — სქილთეიფი (სტარტაპი)
  • ნატო ჩაკვეტაძე — სამეწარმეო განათლების კონსულტანტი
  • მარინა ბენდელიანი — ააიპ. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი / CEPE
  • ნატალი ქენქაძე — ICPI / ბექას სკოლა
  • ნანა დიხამინჯია — ალტე უნივერსიტეტი
  • მიშიკო ჩხოლარია — რა ვაჩუქო — ravachuqo.ge
  • შორენა ქადიძე — კარიერის აკადემია
  • თეკლე კაპანაძე — Kidsoffice.ge
  • ბექა წულაია — დეილი ჯგუფი 
  • დავით ჩეჩელაშვილი — ისარი ვენჩურზ
  • შალვა ჯინჭარაძე — Agrometi 
  • თეა მხეიძე — სამეწარმეო განათლების კონსულტანტი და ტრენერი

განცხადებაზე ხელმოწერების დამატება გრძელდება. 

რა ხდება

საქართველოს ხელისუფლება და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი გეგმავს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს» ეხება. 

ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, არსით რუსული და რეპრესიულია. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის «წყარო უცხოური ძალაა». 

  • ასევე, კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალაა: 
  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. 

ამ ვერსიის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი საჯარო რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და თავადაც დაარეგისტრირა მისი გაუარესებული ვარიანტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 

კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი. კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას «კეთილსინდისიერად» ეწევა. თუმცა, არ ვიცით, კანონპროექტის ავტორები როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ «კეთილსინდისიერ» საქმიანობას.

თორნიკე მჟავანაძე: აგენტებზე კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს
თორნიკე მჟავანაძე: «აგენტებზე» კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს
თემის მიხედვით
თორნიკე მჟავანაძე: «აგენტებზე» კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს

dev.ge-მ ვაკანსიების სერვისი გაუშვა: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები ჩვენთან და მიიღეთ გამოხმაურებები!



ასევე წაიკითხეთ
Helio.AI — რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ნათია ქუხილავასთან
Helio.AI — რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ნათია ქუხილავასთან
Helio.AI — რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ნათია ქუხილავასთან
ხელოვნური ინტელექტი, ეტაპობრივად, ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილი ხდება. გამონაკლისი არც რეკრუტინგია — ქართულ ბაზარზე პირველი ინოვაციური სტარტაპი Helio.AI გამოჩნდა, რომელიც HR ეკოსისტემაში ახალ ნაბიჯებს დგამს და მის გაციფრულებას იწყებს. ცხადია, კომპანია ამას  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახერხებს.  dev.ge-სთან ინტერვიუში Helio.AI-ის თანადამფუძნებელმა, ნათია ქუხილავამ დეტალურად ისაუბრა, რა არის და როგორ მუშაობს სტარტაპი და რას შეცვლის ის დასაქმების ქართულ ბაზარზე. 
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება. 12-კვირიანი პროგრამა, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. 
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.