ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კუჭავა: თუ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა სურთ, მშვიდად შეეგებონ კანონს

კრიპტო ბაზრის აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ კუჭავა dev.ge-სთან იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს, რასაც  ე.წ აგენეტების შესახებ რუსული, რეპრესიული კანონის დამტკიცება მოუტანს IT სექტორს.

კომენტარის დატოვება

ავთანდილ კუჭავას აზრით, კანონი, პირველ რიგში, IT სფეროში მომუშავეებს ხარჯებს გაუზრდის.

«კანონი ბიუროკრატიას გაართულებს, რის გამოც ჩვენი კომპანიები უცხოელებისთვის მიმზიდველი არ იქნება. თუ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა აწყობთ, შეუძლიათ მშვიდად შეეგებონ კანონის». — ამბობს ის. 

რა ხდება

საქართველოს ხელისუფლება და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი გეგმავს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს» ეხება. 

ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, არსით რუსული და რეპრესიულია. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის «წყარო უცხოური ძალაა». 

  • ასევე, კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალაა: 
  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. 

ამ ვერსიის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი საჯარო რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და თავადაც დაარეგისტრირა მისი გაუარესებული ვარიანტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 

ამ ვარიანტის მიხედვით, შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურორს უნდა წარედგინოს. 

კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას «კეთილსინდისიერად» ეწევა. თუმცა, არ ვიცით, კანონპროექტის ავტორები როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ «კეთილსინდისიერ» საქმიანობას.

თორნიკე მჟავანაძე: აგენტებზე კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს
თორნიკე მჟავანაძე: «აგენტებზე» კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს
თემის მიხედვით
თორნიკე მჟავანაძე: «აგენტებზე» კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს

ასევე წაიკითხეთ
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა. 
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.